სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა რეკომენდაციას აძლევს ჯანმო საქართველოს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით
რა რეკომენდაციას აძლევს ჯანმო საქართველოს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის უფ­რო­სი ოფიც­რის, კა­ტე­რინ სმოლ­ვუ­დის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ „უკი­დუ­რე­სად კარ­გად იმუ­შა­ვა“ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კონ­ტრო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ტუ­რის­ტე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ქვე­ყა­ნა უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ სას­ტუმ­რო სექ­ტორს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ზო­მის და­ნერგვა შე­უძ­ლია, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას კი შეს­წევს ძალა, რომ ვირუ­სის ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვა მარ­თოს იმ რე­გი­ონ­ში, სა­დაც ტუ­რი­ზი ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვის სა­პა­სუ­ხო გა­ნა­ცხა­და, თუ რამ­დე­ნად უსაფრ­თხო ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვა სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

„ბევ­რი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც აქვს ძლი­ე­რი ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი, ელო­დე­ბა ამ სექ­ტო­რე­ბის ხე­ლახ­ლა უსაფრ­თხოდ ამუ­შა­ვე­ბას, ისე, რომ ყვე­ლა პი­რო­ბა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რომ რო­დე­საც ტუ­რის­ტი ამ ქვე­ყა­ნას ეს­ტუმ­რე­ბა, იცო­დეს, რომ ის მი­ი­ღებს ყვე­ლა სა­ხის მზრუნ­ვე­ლო­ბა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას, რაც მას შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ნერ­გი­ლი უნდა იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს, ვი­თა­რე­ბა იც­ვლე­ბა და ძა­ლი­ან ძნე­ლია იმის თქმა თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა იქ ერთი ან ორი თვის შემ­დეგ. ამ მო­მენ­ტში, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უკი­დუ­რე­სად კარ­გად იმუ­შა­ვა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კონ­ტრო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და უკა­ნას­კნე­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 შემ­თხვე­ვა­ზე ნაკ­ლე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს დგამს იმის­თვის, რომ ვირუ­სის გა­და­ცე­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მი­ნი­მუმ­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ეს ტენ­დენ­ცია, რა თქმა უნდა, უნდა გაგ­რძელ­დეს და ეს უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რათა მან უზ­რუნ­ველ­ყოს ტუ­რის­ტე­ბის ვი­ზი­ტი ქვე­ყა­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ტუ­რის­ტებს, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა უნდა იყოს მზად, რომ გა­უმკლავ­დეს, აღ­მო­აჩ­ნი­ნოს და უსაფრ­თხოდ აკონ­ტრო­ლოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ტუ­რის­ტე­ბი იმოგ­ზა­უ­რე­ბენ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის ტი­პის და­სახ­ლე­ბებ­ში, მთი­ან რე­გი­ონ­ში, სა­ქარ­თვე­ლო უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლებ­სა და სას­ტუმ­რო­ებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბის და­ნერგვის და რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მზად არის, და­ა­ვა­დე­ბის ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვას გა­უმკლავ­დეს იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ტუ­რიზ­მი ეკო­ნო­მი­კის მძლავ­რი ნა­წი­ლია,“- გა­ნა­ცხა­და კა­ტე­რინ სმოლ­ვუ­დიმ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერო
2

ზუსტად მაგ რეკომენდაციებით,რომ იარა ევროკავშირმა,იმიტომაც დედა ეტირა! ეგ თქვენი რეკომენდაციები გაიკეთეთ ერთ ადგილზე,ვინაიდან ჩვენ გვყავს თქვენზე ათასჯერ უფრო მეტი მცოდნე და გამოცდილი ექიმები და თქვენი რეკომენდაციები არაფერში გვჭირდება,მით უფრო,რომ ეგ თქვენი რეკომენდაციები,საშიშია და არა სანდო !!!

nina
2

საქართველომ კი არ იმუშავა უკიდურესად კარგად ვირუსის გავრცელების კონტროლის მიმართულებით,არამედ უფალია ყველაზე უზენაესი ძალა და მან მოგვცა წყალობა და აგვარიდა განსაცდელი,როგორც მის მორწმუნე ერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა რეკომენდაციას აძლევს ჯანმო საქართველოს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით

რა რეკომენდაციას აძლევს ჯანმო საქართველოს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის შეფასებით, საქართველომ „უკიდურესად კარგად იმუშავა“ ვირუსის გავრცელების კონტროლის მიმართულებით. მისივე განცხადებით, ტურისტების მიღების მიზნით, ქვეყანა უნდა დარწმუნდეს, რომ სასტუმრო სექტორს უსაფრთხოების ყველა ზომის დანერგვა შეუძლია, ჯანდაცვის სისტემას კი შესწევს ძალა, რომ ვირუსის ნებისმიერი შემთხვევა მართოს იმ რეგიონში, სადაც ტურიზი ყველაზე მეტად განვითარებულია. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხო განაცხადა, თუ რამდენად უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა საქართველო ტურისტებისთვის.

„ბევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი ტურიზმის სექტორი, ელოდება ამ სექტორების ხელახლა უსაფრთხოდ ამუშავებას, ისე, რომ ყველა პირობა იყოს გათვალისწინებული, რომ როდესაც ტურისტი ამ ქვეყანას ესტუმრება, იცოდეს, რომ ის მიიღებს ყველა სახის მზრუნველობასა და მომსახურებას, რაც მას შეიძლება დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დანერგილი უნდა იყოს. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ვითარება იცვლება და ძალიან ძნელია იმის თქმა თუ კონკრეტულად რა ვითარება იქნება იქ ერთი ან ორი თვის შემდეგ. ამ მომენტში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ უკიდურესად კარგად იმუშავა ვირუსის გავრცელების კონტროლის მიმართულებით და უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში 100 შემთხვევაზე ნაკლებია დაფიქსირებული. ეს არის ქვეყანა, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი მინიმუმზე შეინარჩუნოს. ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რათა მან უზრუნველყოს ტურისტების ვიზიტი ქვეყანაში. რაც შეეხება თავად ტურისტებს, ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ გაუმკლავდეს, აღმოაჩნინოს და უსაფრთხოდ აკონტროლოს ვირუსის გავრცელების იმპორტირებული შემთხვევები. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტები იმოგზაურებენ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, მთიან რეგიონში, საქართველო უნდა დარწმუნდეს, რომ განთავსების ადგილებსა და სასტუმროებს ექნებათ შესაძლებლობა ყველა უსაფრთხოების პირობის დანერგვის და რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის, დაავადების ნებისმიერ შემთხვევას გაუმკლავდეს იმ რეგიონებში, სადაც ტურიზმი ეკონომიკის მძლავრი ნაწილია,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდიმ.

ხვალ რიკოთის გვირაბში მანქანების მოძრაობა 6 საათით აიკრძალება

3 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

როდის აღდგება ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის