მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ
"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დიდი ბრძო­ლის შემ­დეგ და­ა­მარ­ცხა. "დღეს არც სახე მაქვს მოღ­რე­ცი­ლი და არც ტვი­ნი", - ასე ხუმ­რობს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი.

თბი­ლი­სურ რუ­ტი­ნას გა­ექ­ცა და მი­საქ­ცი­ელ­ში, ულა­მა­ზეს ხის კო­ტე­ჯში არ­ჩია ცხოვ­რე­ბა. ეს სახ­ლიც მე­გობ­რებ­მა აუ­შე­ნეს. არაგ­ვის­ხე­ო­ბი­დან 500 მეტრში ქუ­ჩას, რო­მე­ლიც თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სახ­ლთან მი­გიყ­ვანთ, არ­წი­ვის ქუჩა ჰქვია და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნი სო­ფელ­ში ნამ­დვი­ლად დაგ­ხვდე­ბათ.

რო­გო­რია მომ­ღერ­ლის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ ბა­ტონ თე­მურს AMBEBI.GE ესა­უბ­რა:

- ახლა სა­უ­კე­თე­სოდ ვარ, ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს. ალ­ბათ გა­გი­გი­ათ, რომ მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბობს ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შიმ­ში­ლით მკურ­ნა­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებს. კონ­ცერ­ტე­ბი როცა არ არის, შიმ­ში­ლობს ხომ ადა­მი­ა­ნი?! - რე­ა­ლუ­რად არ ვშიმ­ში­ლობ, ვი­ხუმ­რე, მაგ­რამ ერთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით.15 წლის წინ რო­დე­საც ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი „ფი­როს­მანს“ დგამ­და, გა­დავ­წყვი­ტე, რომ უფრო მე­ტად რომ დავ­მსგავ­სე­ბო­დი ცნო­ბილ მხატ­ვარს და უფრო ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვი მის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან, მე­შიმ­ში­ლა. მა­შინ 60-61 წლის ვი­ყა­ვი. და­ვი­დე თავ­თან წიგ­ნე­ბი ფი­როს­მა­ნის შე­სა­ხებ და ვკი­თხუ­ლობ­დი, დავ­დი­ო­დი ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­თან და ვსა­უბ­რობ­დი. ასე­ვე ჩემი სოფ­ლი­დან, კო­ჯრი­დან წყა­ლი მომ­ქონ­და და მხო­ლოდ იმ წყალს ვსვამ­დი.

თა­ვი­დან ჩა­ვი­ფიქ­რე, რომ 40 დღის მან­ძილ­ზე მე­შიმ­ში­ლა, მაგ­რამ არ გა­მო­დი­ო­და. რად­გან შიმ­ში­ლის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი დღეც შიმ­ში­ლობ, იმ­დე­ნი­ვე დღე უნდა საკ­ვე­ბით ძვე­ლე­ბურ რე­ჟიმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. მე კი ვერ ვას­წრებ­დი, რად­გან შემ­დეგ კონ­ცერ­ტე­ბი მი­წევ­და. მი­ვე­ცი ბრძა­ნე­ბა გონს, რომ 21 დღე ეშიმ­ში­ლა. და­ვი­წყე ერ­თად და მარ­ტო წყალს ვსვამ­დი. მე­ო­ცე დღეს გონი და სხე­უ­ლი ერ­თი­ა­ნად ამი­ჯანყდა. 21-ე დღეს 1 ჩაის კოვ­ზი გა­ხე­ხი­ლი ვაშ­ლი მი­ვი­ღე, სა­ღა­მოს 2 ჩაის კოვ­ზი, მე­სა­მე დღეს კარ­ტო­ფი­ლი და ასე გა­მო­ვე­დი ნელ-ნელა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რო­გორც ვიცი, დიდ დროს ქა­ლაქ­გა­რეთ ატა­რებთ.

- დიახ, მი­საქ­ცი­ელ­ში ვცხოვ­რობ, თუმ­ცა თბი­ლის­ში სახ­ლი მაქვს და ძვე­ლე­ბუ­რად მივ­დი­ვარ იქ. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჩემი მე­გობ­რე­ბის, ნო­დარ ბე­რი­ძი­სა და ვა­სილ ბო­ლაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, შე­მი­ძი­ნეს მი­წის ნაკ­ვე­თი და ჩა­მიდ­გეს ხის სახ­ლი. ჩემ­თვის ვარ, ვმღე­რი, ყელს ხომ ვარ­ჯი­ში უნდა. ერთი ონ­ლა­ინ კონ­ცერ­ტი 9 აპ­რილს გა­ვა­კე­თე, ასე­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მი­საქ­ცი­ე­ლის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­დან პირ­და­პი­რი ეთე­რით გა­და­ვე­ცი მსოფ­ლი­ოს, რომ ხალხნო, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მარ­ტო ქა­ღალ­დზე და­წე­რილს არ ნიშ­ნავს, სუ­ლი­ე­რად უნდა იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი.

- ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნეთ, რო­გორც ვიცი...

- დიახ, მარ­ცხე­ნა ხელი და ფეხი ვერ მქონ­და კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მარ­ჯვე­ნა ტვინ­ში ჩა­მექ­ცა ალ­ბათ სის­ხლი და მარ­ცხე­ნა გა­ი­თი­შა (იცი­ნის). ვიბ­რძო­ლე და ექიმ სან­დრო ცის­კა­რი­ძის დახ­მა­რე­ბით გა­და­ვი­ტა­ნე. ათი დღე ვი­წე­ქი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და რო­დე­საც გა­მომ­წე­რეს, ვიბ­რძო­ლე, ვიბ­რძლე და გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ახლა არც ყბა მაქვს მოღ­რე­ცი­ლი, არც თვა­ლი და არც ტვი­ნი. ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით სტრეს­ში იმ­ყო­ფე­ბა. სიმ­ღე­რი­სას ყო­ველ­თვის უსაშ­ვე­ლოდ გან­ვიც­დი, რო­გორ მო­ვუ­ა­რო ამ სი­ტყვებს, რა გრძნო­ბით ვიმ­ღე­რო. ახლა ბე­სი­კის ლექსს „ტანო ტა­ტა­ნოს“ გა­და­ვე­კი­დე, სა­ო­ცა­რი სი­ტყვა­თა კრე­ბაა. ჩემ­მა ძმა და მე­გო­ბარ­მა, კომ­პო­ზი­ტორ­მა ნუგ­ზარ თუ­შიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მუ­სი­კას და­წერ­და, აბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი - ფო­თო­ლი, ნახ­ში­რი, წყა­ლი, მზე ამო­ვი­და, მთვა­რე ჩა­ვი­და - ამა­ზე წე­რენ. ამი­ტომ მივ­მარ­თე ნუგ­ზარს, მან შე­მიქ­მნა „მე­რან­ზე“ და მუხ­რან მა­ჭა­ვი­ა­ნის ლექსზე „ია­რონ“ მუ­სი­კა. სა­ო­ცა­რი ლექ­სია „ტანო ტა­ტა­ნო“, რა დი­თირ­ამ­ბე­ბით ამ­კობს საყ­ვა­რელ ქალს.

- მომ­ღე­რა­ლი ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ცუ­დად არის და ის­რა­ე­ლის კლი­ნი­კა­ში აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი, რო­გორ ფიქ­რობთ, მისი ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად ნოს­ტალ­გი­ის ბრა­ლია?

- ზურა, მა­გას შე­მო­ვევ­ლე, არ უნდა წა­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში. 80 ქვე­ყა­ნამ­დე მაქვს მოვ­ლი­ლი და იცით რა ძნე­ლია, ერთ კვი­რა­ში იწყე­ბა ნოს­ტალ­გია, რაც მარ­ტო ქარ­თველს გა­აჩ­ნია. ეს ქარ­თვე­ლი კა­ცის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი და და­ა­ვა­დე­ბაა. ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ვი­ყა­ვი 1974 წელს და იქ შევ­ხვდი ორ ქარ­თველს - ექიმ გი­ორ­გა­ძეს და ფი­ზი­კოს თო­რა­ძეს, ომის დროს წა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ვერ წარ­მო­იდ­გნეთ რა დღე­ში იყ­ვნენ, ერთი ამო­სუნ­თქვა უნ­დო­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ცა დაგ­ვა­ნა­ხაო - მარ­თლა სხვა ცა გვაქვს, სხვა წყა­ლი და ტყე, ალ­ბათ ქა­თა­მი და ძაღ­ლიც სხვა...

- მი­საქ­ცი­ელ­ში რო­გორ გრძნობთ თავს, რო­გო­რი ჰა­ე­რია?

- თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით 4-6 გრა­დუ­სამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი სხვა­ო­ბაა, იმი­ტომ რომ ხე­ო­ბაა. არაგ­ვის ხე­ო­ბი­დან 500 მეტრშია ეს მიწა. აქ რომ ნი­ა­ვი და­უ­ბე­რავს, ერთ რა­მედ ღირს. მირ­ჩი­ეს, რომ თბი­ლის­დან უნდა გახ­ვი­დეო, ინ­სულ­ტი­ან კაცს სჭირ­დე­ბა, სუფ­თა, ჟანგბა­დით სავ­სე ჰა­ე­რი, იმი­ტომ რომ ტვი­ნი მა­რაგ­დე­ბო­დეს ჟანგბა­დით და ტვინ­მა და ფილ­ტვებ­მა სწო­რად იმუ­შა­ოს. ასე­ვე წნე­ვა არ უნდა იყოს მა­ღა­ლი. ახ­ლაც, თქვენ რომ გე­სა­უბ­რე­ბით, ისე­თი ნი­ა­ვია, ხის აი­ვან­ზე ვზი­ვარ... მი­საქ­ცი­ელ­ში რომ შე­მოხ­ვალ, ხელ­მარ­ჯვნივ დაგ­ხვდე­ბათ ტრა­ფა­რე­ტი, რო­მელ­საც აწე­რია არ­წი­ვის ქუჩა, მე და­ვარ­ქვი (იცი­ნის). თა­ვი­დან ივე­რი­ის ქუჩა მინ­დო­და და­მერ­ქმია და მი­თხრეს, გვაქვს ივე­რი­სუ­ბა­ნიო და გა­დავ­წყვი­ტე არ­წი­ვის ქუჩა და­მერ­ქმია. წა­ვე­დი, ტრა­ფა­რე­ტი და­ვამზდე­ბი­ნე, და­ვა­წე­რი­ნე ზედ, მო­ვი­ტა­ნე და აქ ჩა­ვარ­ჭე.

- ნა­ტუ­რა­ლურ საკ­ვებ­საც მი­ირ­თმევთ, ალ­ბათ...

- დიახ, გა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი იყი­დე­ბა. ხალ­ხი სა­კუ­თა­რი შრო­მით მოყ­ვა­ნილ ხილ-ბოსტნე­ულს და რძის ნა­წარმს ყი­დის. აქ მე­ზო­ბე­ლი მყავს მი­ხე­ილ ბრა­ჭუ­ლი, ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ­დი ასეთ მე­ზო­ბელს. დღე და ღამე შრო­მობს და თა­ვი­სი ხე­ლით მო­ყავს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ყო­ველ­დღე მაქვს კარ­გი კვერ­ცხი, რძე, მა­წო­ნი, სახ­ლის კა­რა­ქი... ახლა ნა­ხე­ვარ თვე­ში მექ­ნე­ბა ჩემი კიტ­რი, პო­მი­დო­რი, ლო­ბიო, კარ­ტო­ფი­ლი, მწვა­ნი­ლე­ბი, ნი­ო­რი, ხახ­ვი, ჩემი და­თე­სი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თა­ლია, კონ­ცერ­ტე­ბი არ გვაქვს და მთავ­რო­ბა­საც არ ვახ­სო­ვართ, რომ არ­სე­ბო­ბენ და ამა­თაც ჭამა უნ­და­თო. სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულს ვერ გაგ­ხვდი­ან, თო­რემ...

ვის ვუმ­ღე­რო აბა, დარ­ბაზ­ში არ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ხალ­ხის ერ­თად შეყ­ვა­ნა. ახლა ონ­ლა­ინ ვმღე­რი და 60 ათა­სი კაცი კი უს­მენს და შე­მო­ევ­ლოს ჩემი სი­ცო­ცხლე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და ამ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ხან­ხა­დან მშია ხოლ­მე და რა ვქნა?! (იცი­ნის). ეგ არა­ფე­რი, გა­ვუძ­ლებ, 21 დღე ხომ ვი­ყა­ვი მში­ე­რი და ერთი ოც­და­ერ­თსაც გა­ვუძ­ლებ და გა­მო­მი­ვა 42 დღე (იცი­ნის)...

ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, მე გა­ვი­მარ­ჯვე ინ­სულტზე და ამ კო­რო­ნა­ვირუს­საც და­ა­ნე­ბეთ თავი, არა­ფე­რი არ არის. კო­რო­ნა­ვირუს­მა უნდა შე­ა­ში­ნოს ქრის­ტი­ა­ნი კაცი? - აღ­დგო­მა დღეს ერთი კოვ­ზით ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეზი­ა­რა და არა­ვის არა­ფე­რი არ მოს­ვლია. ამი­ტომ ყვე­ლას, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს, წა­ვი­დეს ეკ­ლე­სი­ა­ში და ილო­ცოს, იდ­გეს მუხ­ლის­ჩო­ქა, შეს­თხო­ვოს უფალს და ეშ­ვე­ლე­ბა. ამით და­ვამ­თავ­რებ სა­უ­ბარს.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
118

როგორც მომღერალი ჩემი აზრით ხარ 0 ! 

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ ! 

გია
67

ეჰ, დაგვიბერდა წიკლაური და წუწუნებს. არადა, დარწმუნებული ვარ, სულ მცირე 3000 ლარს აძლევს ყოველ თვეში ბიძინა ივანიშვილი. არ ეკადრება, ვითომ ვაჟკაცურად, მაგრამ მაინც თავს გვაცოდებს და მათხოვრობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

წელიწადნახევრის წინ მოულოდნელად ინსულტი დაემართა და როგორც თავად ამბობს, დიდი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა. "დღეს არც სახე მაქვს მოღრეცილი და არც ტვინი", - ასე ხუმრობს ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური.

თბილისურ რუტინას გაექცა და მისაქციელში, ულამაზეს ხის კოტეჯში არჩია ცხოვრება. ეს სახლიც მეგობრებმა აუშენეს. არაგვისხეობიდან 500 მეტრში ქუჩას, რომელიც თემურ წიკლაურის სახლთან მიგიყვანთ, არწივის ქუჩა ჰქვია და ამის დამადასტურებელი ნიშანი სოფელში ნამდვილად დაგხვდებათ.

როგორია მომღერლის ახალი ცხოვრება, ამის შესახებ ბატონ თემურს AMBEBI.GE ესაუბრა:

- ახლა საუკეთესოდ ვარ, ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ალბათ გაგიგიათ, რომ მედიცინაში არსებობს ერთ-ერთი მიმართულება, რომლის მიხედვითაც, შიმშილით მკურნალობენ ადამიანებს. კონცერტები როცა არ არის, შიმშილობს ხომ ადამიანი?! - რეალურად არ ვშიმშილობ, ვიხუმრე, მაგრამ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით.15 წლის წინ როდესაც ჯემალ ბაღაშვილი „ფიროსმანს“ დგამდა, გადავწყვიტე, რომ უფრო მეტად რომ დავმსგავსებოდი ცნობილ მხატვარს და უფრო ახლოს მივსულიყავი მის მდგომარეობასთან, მეშიმშილა. მაშინ 60-61 წლის ვიყავი. დავიდე თავთან წიგნები ფიროსმანის შესახებ და ვკითხულობდი, დავდიოდი ჯემალ ბაღაშვილთან და ვსაუბრობდი. ასევე ჩემი სოფლიდან, კოჯრიდან წყალი მომქონდა და მხოლოდ იმ წყალს ვსვამდი.

თავიდან ჩავიფიქრე, რომ 40 დღის მანძილზე მეშიმშილა, მაგრამ არ გამოდიოდა. რადგან შიმშილის შემთხვევაში რამდენი დღეც შიმშილობ, იმდენივე დღე უნდა საკვებით ძველებურ რეჟიმში დაბრუნება. მე კი ვერ ვასწრებდი, რადგან შემდეგ კონცერტები მიწევდა. მივეცი ბრძანება გონს, რომ 21 დღე ეშიმშილა. დავიწყე ერთად და მარტო წყალს ვსვამდი. მეოცე დღეს გონი და სხეული ერთიანად ამიჯანყდა. 21-ე დღეს 1 ჩაის კოვზი გახეხილი ვაშლი მივიღე, საღამოს 2 ჩაის კოვზი, მესამე დღეს კარტოფილი და ასე გამოვედი ნელ-ნელა მდგომარეობიდან.

- ბატონო თემურ, როგორც ვიცი, დიდ დროს ქალაქგარეთ ატარებთ.

- დიახ, მისაქციელში ვცხოვრობ, თუმცა თბილისში სახლი მაქვს და ძველებურად მივდივარ იქ. რამდენიმე ხნის წინ ჩემი მეგობრების, ნოდარ ბერიძისა და ვასილ ბოლაშვილის დახმარებით, შემიძინეს მიწის ნაკვეთი და ჩამიდგეს ხის სახლი. ჩემთვის ვარ, ვმღერი, ყელს ხომ ვარჯიში უნდა. ერთი ონლაინ კონცერტი 9 აპრილს გავაკეთე, ასევე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მისაქციელის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირი ეთერით გადავეცი მსოფლიოს, რომ ხალხნო, დამოუკიდებლობა მარტო ქაღალდზე დაწერილს არ ნიშნავს, სულიერად უნდა იყო დამოუკიდებელი.

- ინსულტი გადაიტანეთ, როგორც ვიცი...

- დიახ, მარცხენა ხელი და ფეხი ვერ მქონდა კარგ მდგომარეობაში. მარჯვენა ტვინში ჩამექცა ალბათ სისხლი და მარცხენა გაითიშა (იცინის). ვიბრძოლე და ექიმ სანდრო ცისკარიძის დახმარებით გადავიტანე. ათი დღე ვიწექი საავადმყოფოში და როდესაც გამომწერეს, ვიბრძოლე, ვიბრძლე და გამოვედი მდგომარეობიდან. ახლა არც ყბა მაქვს მოღრეცილი, არც თვალი და არც ტვინი. ხელოვანი ადამიანი გამუდმებით სტრესში იმყოფება. სიმღერისას ყოველთვის უსაშველოდ განვიცდი, როგორ მოვუარო ამ სიტყვებს, რა გრძნობით ვიმღერო. ახლა ბესიკის ლექსს „ტანო ტატანოს“ გადავეკიდე, საოცარი სიტყვათა კრებაა. ჩემმა ძმა და მეგობარმა, კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მუსიკას დაწერდა, აბა, დანარჩენები - ფოთოლი, ნახშირი, წყალი, მზე ამოვიდა, მთვარე ჩავიდა - ამაზე წერენ. ამიტომ მივმართე ნუგზარს, მან შემიქმნა „მერანზე“ და მუხრან მაჭავიანის ლექსზე „იარონ“ მუსიკა. საოცარი ლექსია „ტანო ტატანო“, რა დითირამბებით ამკობს საყვარელ ქალს.

- მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ცუდად არის და ისრაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული, როგორ ფიქრობთ, მისი ეს მდგომარეობა ნამდვილად ნოსტალგიის ბრალია?

- ზურა, მაგას შემოვევლე, არ უნდა წასულიყო საცხოვრებლად ისრაელში. 80 ქვეყანამდე მაქვს მოვლილი და იცით რა ძნელია, ერთ კვირაში იწყება ნოსტალგია, რაც მარტო ქართველს გააჩნია. ეს ქართველი კაცის გენეტიკური კოდი და დაავადებაა. ვენესუელაში ვიყავი 1974 წელს და იქ შევხვდი ორ ქართველს - ექიმ გიორგაძეს და ფიზიკოს თორაძეს, ომის დროს წასულები იყვნენ. ვერ წარმოიდგნეთ რა დღეში იყვნენ, ერთი ამოსუნთქვა უნდოდათ საქართველოში. ცა დაგვანახაო - მართლა სხვა ცა გვაქვს, სხვა წყალი და ტყე, ალბათ ქათამი და ძაღლიც სხვა...

- მისაქციელში როგორ გრძნობთ თავს, როგორი ჰაერია?

- თბილისთან შედარებით 4-6 გრადუსამდე ტემპერატურული სხვაობაა, იმიტომ რომ ხეობაა. არაგვის ხეობიდან 500 მეტრშია ეს მიწა. აქ რომ ნიავი დაუბერავს, ერთ რამედ ღირს. მირჩიეს, რომ თბილისდან უნდა გახვიდეო, ინსულტიან კაცს სჭირდება, სუფთა, ჟანგბადით სავსე ჰაერი, იმიტომ რომ ტვინი მარაგდებოდეს ჟანგბადით და ტვინმა და ფილტვებმა სწორად იმუშაოს. ასევე წნევა არ უნდა იყოს მაღალი. ახლაც, თქვენ რომ გესაუბრებით, ისეთი ნიავია, ხის აივანზე ვზივარ... მისაქციელში რომ შემოხვალ, ხელმარჯვნივ დაგხვდებათ ტრაფარეტი, რომელსაც აწერია არწივის ქუჩა, მე დავარქვი (იცინის). თავიდან ივერიის ქუჩა მინდოდა დამერქმია და მითხრეს, გვაქვს ივერისუბანიო და გადავწყვიტე არწივის ქუჩა დამერქმია. წავედი, ტრაფარეტი დავამზდებინე, დავაწერინე ზედ, მოვიტანე და აქ ჩავარჭე.

- ნატურალურ საკვებსაც მიირთმევთ, ალბათ...

- დიახ, გარეთ ყველაფერი იყიდება. ხალხი საკუთარი შრომით მოყვანილ ხილ-ბოსტნეულს და რძის ნაწარმს ყიდის. აქ მეზობელი მყავს მიხეილ ბრაჭული, ყველას ვუსურვებდი ასეთ მეზობელს. დღე და ღამე შრომობს და თავისი ხელით მოყავს ყველაფერი. ამიტომ ყოველდღე მაქვს კარგი კვერცხი, რძე, მაწონი, სახლის კარაქი... ახლა ნახევარ თვეში მექნება ჩემი კიტრი, პომიდორი, ლობიო, კარტოფილი, მწვანილები, ნიორი, ხახვი, ჩემი დათესილია ყველაფერი. მართალია, კონცერტები არ გვაქვს და მთავრობასაც არ ვახსოვართ, რომ არსებობენ და ამათაც ჭამა უნდათო. სოციალურად გაჭირვებულს ვერ გაგხვდიან, თორემ...

ვის ვუმღერო აბა, დარბაზში არ შეიძლება ბევრი ხალხის ერთად შეყვანა. ახლა ონლაინ ვმღერი და 60 ათასი კაცი კი უსმენს და შემოევლოს ჩემი სიცოცხლე მთელ საქართველოს და ამ ადამიანებს, მაგრამ ხანხადან მშია ხოლმე და რა ვქნა?! (იცინის). ეგ არაფერი, გავუძლებ, 21 დღე ხომ ვიყავი მშიერი და ერთი ოცდაერთსაც გავუძლებ და გამომივა 42 დღე (იცინის)...

ყველაფერი რიგზეა, მე გავიმარჯვე ინსულტზე და ამ კორონავირუსსაც დაანებეთ თავი, არაფერი არ არის. კორონავირუსმა უნდა შეაშინოს ქრისტიანი კაცი? - აღდგომა დღეს ერთი კოვზით ლამის მთელი საქართველო ეზიარა და არავის არაფერი არ მოსვლია. ამიტომ ყველას, ვისაც კორონავირუსი აქვს, წავიდეს ეკლესიაში და ილოცოს, იდგეს მუხლისჩოქა, შესთხოვოს უფალს და ეშველება. ამით დავამთავრებ საუბარს.