სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის
უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

ინ­დო­ეთს უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბი შე­ე­სივ­ნენ და ქვე­ყა­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ერ­თად, კა­ლი­ებ­თა­ნაც უწევს ბრძო­ლა.

რო­გორც BBC წერს, კა­ლი­ე­ბი ინ­დო­ეთ­ში პა­კის­ტა­ნი­დან ხან­გრძლი­ვი მუ­სო­ნუ­რი წვი­მის გამო მოხ­ვდნენ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კა­ლი­ებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლეს ინ­დო­ე­თის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ისი­ნი ჭა­მენ ყვე­ლა­ფერს - ბოსტნე­ულს, ნა­თე­სებს, ნარ­გა­ვებს, ფოთ­ლებს, ხილს. შე­სა­ბა­მი­სად, პან­დე­მი­ის გამო გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვა კი­დევ უფრო დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ბოლო 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­დო­ეთ­ში, ეს უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­მო­სე­ვაა.

გა­მოწ­ვე­ვას უკვე დიდი ხა­ნია ებ­რძვის პა­კის­ტა­ნი. პა­კის­ტა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, საფრ­თხე ძა­ლი­ან დი­დია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დო­ეთ­სა და პა­კის­ტანს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბია გა­ყი­ნუ­ლია, კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვა გახ­და ის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ამ ორი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყეს.

რო­გორც BBC წერს, კა­ლი­ე­ბი გუნ­დე­ბად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და თი­თო­ე­ულ გუნდში და­ახ­ლო­ე­ბით, 40 მი­ლი­ო­ნი კა­ლი­აა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ისი­ნი იმ­დე­ნად სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ 1 დღე­ში 400 კმ და­ფა­რონ.

გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO) გაფრ­თხი­ლე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ეს მწე­რე­ბი ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბი­ან და თუ დრო­ზე არ მოხ­და მათ­თან ბრძო­ლა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, 500-ჯერ გა­ი­ზარ­დოს.

2003-2005 წლებ­ში და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებს კა­ლი­ებ­მა 2.5 მი­ლი­არ­დის ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა, მაგ­რამ მა­შინ შე­მო­სე­ვის მას­შტა­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მცი­რე იყო. FAO-ს შე­ფა­სე­ბით, უდაბ­ნოს კა­ლია დე­და­მი­წა­ზე ყო­ვე­ლი მე­ა­თე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, რის გა­მოც ყვე­ლა­ზე სა­შიშ მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მად ით­ვლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერძი ბესო
6

გაგიჟდნენ ინდოელები - ჩვენზე ბევრნი არიანო )))

gaga
23

კალიის ხორცი მეტად გემრიელი და სასარგებლოა. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კალიებისგან კონსერვებისა და ძეხვეულის წარმოება. გარდა ამისა კალია შესანიშნავი საკვებია ინდაურებისთვის, ქათმებისთვის და ძაღლებისთვისაც კი. ასე რომ ღმერთისგან ნაჩუქარი ეს ფასდაუდებელი რესურსი სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

ინდოეთს უდაბნოს კალიები შეესივნენ და ქვეყანას კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, კალიებთანაც უწევს ბრძოლა.

როგორც BBC წერს, კალიები ინდოეთში პაკისტანიდან ხანგრძლივი მუსონური წვიმის გამო მოხვდნენ. გამოცემის ცნობით, კალიებმა მნიშვნელოვნად დააზარალეს ინდოეთის დასავლეთი ნაწილი. სპეციალისტების თქმით, ისინი ჭამენ ყველაფერს - ბოსტნეულს, ნათესებს, ნარგავებს, ფოთლებს, ხილს. შესაბამისად, პანდემიის გამო გამწვავებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კალიების შემოსევა კიდევ უფრო დიდი საფრთხის შემცველია.

სპეციალისტების თქმით, ბოლო 27 წლის განმავლობაში, ინდოეთში, ეს უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა.

გამოწვევას უკვე დიდი ხანია ებრძვის პაკისტანი. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, საფრთხე ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა წლებია გაყინულია, კალიების შემოსევა გახდა ის საკითხი, რომელზეც ამ ორი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამშრომლობა დაიწყეს.

როგორც BBC წერს, კალიები გუნდებად გადაადგილდებიან და თითოეულ გუნდში დაახლოებით, 40 მილიონი კალიაა. ექსპერტების თქმით, ისინი იმდენად სწრაფად გადაადგილდებიან, რომ შეუძლიათ 1 დღეში 400 კმ დაფარონ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გაფრთხილებაში ვკითხულობთ, რომ ეს მწერები ძალიან დიდი სისწრაფით ვრცელდებიან და თუ დროზე არ მოხდა მათთან ბრძოლა, მათი რაოდენობა შესაძლებელია, 500-ჯერ გაიზარდოს.

2003-2005 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს კალიებმა 2.5 მილიარდის ზარალი მიაყენა, მაგრამ მაშინ შემოსევის მასშტაბები გაცილებით მცირე იყო. FAO-ს შეფასებით, უდაბნოს კალია დედამიწაზე ყოველი მეათე ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რის გამოც ყველაზე საშიშ მავნე ორგანიზმად ითვლება.

ისტორიაში პირველად კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს - SpaceX-სა და NASA-ს ახალი პროექტი

რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გამოცხადდა - აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, პროტესტი გრძელდება

ბრაზილიაში ერთ დღეში COVID-19-ის 26 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს, ქვეყანა სამედიცინო და პოლიტიკურ კრიზისშია