მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."
ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

საკ­მა­რი­სია, ახ­სე­ნო ლია ელი­ა­ვა, ყვე­ლას თვალ­წინ მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის გმი­რე­ბი წარ­მო­უდ­გე­ბა. ისი­ნი შრო­მობ­დნენ, იბ­რძოდ­ნენ და იყ­ვნენ იმ იდე­ა­ლე­ბის ერ­თგულ­ნი, რომ­ლე­ბი­საც მთე­ლი არ­სე­ბით სჯე­რო­დათ.

დღეს, 28 მა­ისს ლია ელი­ა­ვა 86 წლის გახ­დე­ბო­და...

მსა­ხი­ობს საკ­მა­ოდ რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. სამი წლი­სა იყო, 1937 წელს მა­მა­მი­სი - მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი დახ­ვრი­ტეს, ხოლო დედა ცხრა წლით გა­და­ა­სახ­ლეს. დედ-მა­მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას აღ­ზრდა დე­დის მშობ­ლებ­მა ითა­ვეს.

"მამა ნაკ­ლე­ბად მახ­სოვს. მხო­ლოდ სა­წოლ­თან თავ­დახ­რი­ლი კა­ცის სახე ჩამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. მო­ნატ­რე­ბულ დე­დას კა­რა­და­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი მისი ორი კა­ბის სურ­ნე­ლით ვიხ­სე­ნებ­დი და გულ­ში ვმა­ლავ­დი ბავ­შვურ ტკი­ვილს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე მახ­სე­ნებ­და თავს. სკო­ლი­დან შინ მი­მა­ვალს სო­ლო­ლაკ­ში ჩვე­ნი ყო­ფი­ლი სახ­ლი უნდა გა­მევ­ლო, იქით გა­ხედ­ვას სას­ტი­კად მიკ­რძა­ლავ­დნენ. თვალს მა­ლუ­ლად ვა­პა­რებ­დი, იქ ყვე­ლა­ფე­რი ისე­ვე იყო, ოღონდ, ჩვენს მა­გივ­რად, სხვე­ბი ცხოვ­რობ­დნენ," - ასე იხ­სე­ნებ­და თა­ვის ტკი­ვი­ლი­ან ბავ­შვო­ბას ლია ელი­ა­ვა.

ლია ელი­ა­ვა ფილმში "ბაში-აჩუ­კი"

დედა გა­და­სახ­ლე­ბი­დან რომ ჩა­მო­ვი­და, ლია 17 წლის დახ­ვდა. მას შემ­დეგ, რაც დედა დაბ­რუნ­და და ლია შეხ­ვდა, უნე­ბუ­რად დე­ი­და კა­ტუ­შა და­უ­ძა­ხა, რა­საც თავს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვერ პა­ტი­ობ­და...

გო­გო­ნამ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან მა­ინც შეძ­ლო ტო­ტა­ლი­ტა­რულ სის­ტე­მა­ში კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი გამ­ხდა­რი­ყო. მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი როლი ითა­მა­შა და მა­ყუ­რებ­ლის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ კი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნდა. ლია ელი­ა­ვას მო­გო­ნე­ბე­ბი ჩა­ი­წე­რა კი­ნომ­ცოდ­ნე მა­რი­ნე კე­რე­სე­ლი­ძემ, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლო­ოდ, წიგნ­ში - "ლია ელი­ა­ვა" შე­ვი­და. თა­ვად მსა­ხი­ო­ბი ასე აღ­წერ­და ამ პე­რი­ოდს:

"მძი­მედ გან­ვი­ცა­დე რაც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და, არ მე­გო­ნა რომ ქარ­თვე­ლი ქარ­თველს ასე გა­წი­რავ­და... 1991 წლის აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებს სახ­ლი­დან ვა­დევ­ნებ­დი თვალს. მაგ­რამ რო­დე­საც 9 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა გა­მო­ცხად­და, შინ ვე­ღარ გავ­ჩერ­დი, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­ზე­ი­მე ხალ­ხს მი­ვა­შუ­რე, მა­ნამ­დე აქ­ცი­ებ­სა თუ მი­ტინ­გებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს მქო­ნია.

ოთარ კო­ბე­რი­ძე და ლია ელი­ა­ვა

იმ დღეს კი მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის წინ შეკ­რე­ბილ ხალ­ხს სი­ტყვი­თაც კი მივ­მარ­თე. ვთქვი, რომ ხვალ შე­იძ­ლე­ბა დიდი უბე­დუ­რე­ბა და ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­დეს, მაგ­რამ ეს დღე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის დღედ დარ­ჩე­ბა. თით­ქოს გული მიგ­რძნობ­და, რომ ტრა­გე­დია გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. ასეც მოხ­და..

რო­დე­საც მე და ოთა­რი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის აღ­მოვ­ჩნდით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი გან­გვიდ­გა. ბევ­რმა, ვინც ახ­ლობ­ლად მიგ­ვაჩ­ნდა და გვიყ­ვარ­და, გული გვატ­კი­ნა..." - ამ­ბობ­და გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ლია ელი­ა­ვა.

რო­გორც ჰყვე­ბი­ან გან­სა­კუთ­რე­ბით ტრა­გი­კუ­ლად მსა­ხი­ობ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ომის პე­რი­ო­დი გა­ნი­ცა­და, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა და ინ­ფარ­ქტიც კი მი­ი­ღო.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ოთარ კო­ბე­რი­ძი­სა და ლია ელი­ა­ვას ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ნანა ელი­ა­ვა (ის 2017 წელს 59 წლის ასაკ­ში მძი­მე სენს ემსხვერ­პლა, ავტ) ასე იხ­სე­ნებ­და ამ პე­რი­ოდს:

"ძა­ლი­ან ბევ­რმა ახ­ლო­ბელ­მა ატ­კი­ნა გული, იყო ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი აზრი, ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი გა­ნუდ­გა, რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე თვი­თონ მო­ვიდ­ნენ, აღად­გი­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბა. დედა დიდსუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, არ ახ­სე­ნებ­და.. "

თა­ვად მშვე­ნი­ე­რე­ბის ეტა­ლო­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი ლია ელი­ა­ვა წერ­და ამ სი­ტყვებს, რომ­ლის კი­თხვის დრო­საც ხვდე­ბი, რომ ისი­ნი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია:

"ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი მე­ცხოვ­რა თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ადა­მი­ანს იმი­ტომ სცე­მენ პა­ტივს, რომ ადა­მი­ა­ნია, შე­მოქ­მედს, - იმი­ტომ რომ შე­მოქ­მე­დია. მსურ­და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი სი­ლა­ღეც მქო­ნო­და. სა­კუ­თა­რი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა. ისე მოხ­და, რომ ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ­დი, რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ნუთუ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა?" ნა­ხეთ ვრცლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

ავ­ტო­რი: ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე; მფლო­ბე­ლე­ბი: ლაშა მე­ბო­ნია, და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
2
ქართული კინოს განუმეორებელი ვარსკვლავი. იშვიათია ფიზიკური და სულიერი სილამაზის ასეთი დამთხვევა. ქალბატონი ლია მარადმჟამს ემახსოვრება საზოგადოებას
ამანო მამამიცხონდაშვილი
24

და ვინ განუდგა? ე.წ.,,წითელი ინტელიგენცია,, ანუ შევარდნაძის კახპები. ყველას კარგად გვახსოვს მაგათი სახელი და გვარები, დღესაც რომ საცობებივით არიან მორგებულები ნებისმიერ მთავრობებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

საკმარისია, ახსენო ლია ელიავა, ყველას თვალწინ მის მიერ შესრულებული სხვადასხვა ხასიათის გმირები წარმოუდგება. ისინი შრომობდნენ, იბრძოდნენ და იყვნენ იმ იდეალების ერთგულნი, რომლებისაც მთელი არსებით სჯეროდათ.

დღეს, 28 მაისს ლია ელიავა 86 წლის გახდებოდა...

მსახიობს საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა. სამი წლისა იყო, 1937 წელს მამამისი - მაღალი თანამდებობის პირი დახვრიტეს, ხოლო დედა ცხრა წლით გადაასახლეს. დედ-მამის გარეშე დარჩენილი გოგონას აღზრდა დედის მშობლებმა ითავეს.

"მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი, იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენს მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ," - ასე იხსენებდა თავის ტკივილიან ბავშვობას ლია ელიავა.

ლია ელიავა ფილმში "ბაში-აჩუკი"

დედა გადასახლებიდან რომ ჩამოვიდა, ლია 17 წლის დახვდა. მას შემდეგ, რაც დედა დაბრუნდა და ლია შეხვდა, უნებურად დეიდა კატუშა დაუძახა, რასაც თავს მთელი ცხოვრება ვერ პატიობდა...

გოგონამ რეპრესირებული ოჯახიდან მაინც შეძლო ტოტალიტარულ სისტემაში კინოვარსკვლავი გამხდარიყო. მრავალი ათეული როლი ითამაშა და მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა. ლია ელიავას მოგონებები ჩაიწერა კინომცოდნე მარინე კერესელიძემ, რომელიც, საბოლოოდ, წიგნში - "ლია ელიავა" შევიდა. თავად მსახიობი ასე აღწერდა ამ პერიოდს:

"მძიმედ განვიცადე რაც მაშინ საქართველოში მოხდა, არ მეგონა რომ ქართველი ქართველს ასე გაწირავდა... 1991 წლის აპრილის მოვლენებს სახლიდან ვადევნებდი თვალს. მაგრამ როდესაც 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, შინ ვეღარ გავჩერდი, რუსთაველის გამზირზე მოზეიმე ხალხს მივაშურე, მანამდე აქციებსა თუ მიტინგებზე მონაწილეობის სურვილი არასოდეს მქონია.

ოთარ კობერიძე და ლია ელიავა

იმ დღეს კი მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს სიტყვითაც კი მივმართე. ვთქვი, რომ ხვალ შეიძლება დიდი უბედურება და ტრაგედიაც დატრიალდეს, მაგრამ ეს დღე დიდი ბედნიერებისა და სიხარულის დღედ დარჩება. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა. ასეც მოხდა..

როდესაც მე და ოთარი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა შორის აღმოვჩნდით, საზოგადოების დიდი ნაწილი განგვიდგა. ბევრმა, ვინც ახლობლად მიგვაჩნდა და გვიყვარდა, გული გვატკინა..." - ამბობდა გულისტკივილით ლია ელიავა.

როგორც ჰყვებიან განსაკუთრებით ტრაგიკულად მსახიობმა სამოქალაქო ომის პერიოდი განიცადა, ჯანმრთელობა შეერყა და ინფარქტიც კი მიიღო.

ერთ-ერთ ინტერვიუში ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ერთადერთი ქალიშვილი ნანა ელიავა (ის 2017 წელს 59 წლის ასაკში მძიმე სენს ემსხვერპლა, ავტ) ასე იხსენებდა ამ პერიოდს:

"ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი აზრი, ძალიან ბევრი ახლობელი განუდგა, რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა.. "

თავად მშვენიერების ეტალონად აღიარებული ლია ელიავა წერდა ამ სიტყვებს, რომლის კითხვის დროსაც ხვდები, რომ ისინი დღესაც აქტუალურია:

"ყოველთვის ვოცნებობდი მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს, რომ ადამიანია, შემოქმედს, - იმიტომ რომ შემოქმედია. მსურდა მოქალაქეობრივი სილაღეც მქონოდა. საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება. ისე მოხდა, რომ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ნუთუ არაფერი შეიცვალა?" ნახეთ ვრცლად და დაათვალიერეთ ფოტოები

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; მფლობელები: ლაშა მებონია, დამანა მდივნიშვილი, ლევან თაქთაქიშვილი.

"ბრედ, ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და სექსუალური ხარ“ - ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის ფლირტი  პირდაპირ  ეთერში

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?