საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერაბიშვილმა მინისტრობის დროს მესხეთ-ჯავახეთში ტყე არ დატოვა... მარტო რუსებმა გააფუჭეს როცა დაწვეს?" - რას ამბობს მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე
"მერაბიშვილმა მინისტრობის დროს მესხეთ-ჯავახეთში ტყე არ დატოვა... მარტო რუსებმა გააფუჭეს როცა დაწვეს?" - რას ამბობს მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე

ბოდ­ბელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ია­კობ­მა პა­სუ­ხი გას­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, პარ­ლა­მენ­ტის მიერ ცოტა ხნის წინ მი­ღე­ბულ ტყის კო­დექსთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მად ეკ­ლე­სი­ას მიმ­დე­ბა­რე ტყის ფარ­თო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში მი­ღე­ბა შე­უძ­ლია.

მან სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ტყე­ებს კუ­რი­რებ­და, ჭრი­და და ყიდ­და:

"მი­წებ­ზე რომ ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, ტყე­ე­ბის გა­და­ცე­მა­ზე... მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ შს მი­ნის­ტრი იყო, მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთ­ში ტყე და­ტო­ვა? ჩა­დით ბორ­ჯომ­ში, მა­ნა­ხეთ თუ არის დარ­ჩე­ნი­ლი პირ­ვე­ლა­დი ტყე­ე­ბი, ბორ­ჯომ­ში ფიჭ­ვი და ნაძ­ვი არ და­ტო­ვეს. მარ­ტო რუ­სებ­მა გა­ა­ფუ­ჭეს, როცა დაწ­ვეს? უა­რე­სი აოხ­რე­ბა პი­რა­დად მა­გან გა­ა­კე­თა. ეგ ლო­ბი­რებ­და... ყვე­ლა­ფე­რი გინ­დათ მა­ლა­პა­რა­კოთ?

ერთ რა­მეს გე­ტყვით, ჩი­ნე­ლებს რომ 49 წლით გა­დას­ცეს და გაგ­ვი­ჩე­ხეს მთლი­ა­ნად ტყე­ე­ბი, რო­მე­ლი­მეს გქონ­დათ პრო­ტეს­ტი? რა სარ­გე­ბე­ლი ნახა აქე­დან სა­ქარ­თვე­ლომ? ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ჯი­ბე­ში წა­ვი­და, ხომ? ძვე­ლად იყო, შე­ვარ­დნა­ძის დროს მხედ­რი­ო­ნი და პო­ლი­ცია კუ­რი­რებ­და ხე-ტყეს, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ბა­ტო­ნი მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ვის­ზეც გაქვთ პა­სუ­ხი მო­სა­თხო­ვი, იმას მოს­თხო­ვეთ! ეკ­ლე­სი­ამ ვის რა მიჰ­ყი­და?

VIDEO: "რუ­სებ­ზე მე­ტად მა­გან აა­ოხ­რა ტყე­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გინ­დათ ამა­ლა­პა­რა­კოთ?" - მე­უ­ფე ია­კო­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­ზე

კა­ნო­ნი მი­ი­ღეს ზო­გა­დად ტყის მარ­თვა­ზე და ეკ­ლე­სი­ა­ზე­ცაა იქ მუხ­ლი. თუ შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სულ, შაჰ აბა­სის შვილ­თაშ­ვილს მიჰ­ყი­დო, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ას მიჰ­ყი­დო, რო­მე­ლიც მზა­დაა ნე­ბის­მი­ერ დროს და­უბ­რუ­ნოს სა­ხელ­მწი­ფოს?

კა­ნო­ნი კა­ნო­ნია, ვინც მი­ი­ღო იმას მო­კი­თხეთ თუ არ მოგ­წონთ" - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ბოდ­ბელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტმა ცოტა ხნის წინ მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა (79 მომ­ხრე) „ტყის კო­დექ­სის“ პრო­ექ­ტი და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი. კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტყის ფარ­თო­ბი, თი­თო­ე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში 20 ჰექტრამ­დე და სა­ქარ­თვე­ლოს ტყის კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი მი­ჩე­ნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dima
93

ბორჯომში,ფაფაში, ვისვენებდი მერაბიშვილის დროს და ღამე ვერ ვიძინებდი სატვირთოების გრუხუნის გამო-მთელი ღამეები ეზიდებოდენ მოჭრილ ხეებს!(((

აბგდ
95

დამლოცე მამაო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მერაბიშვილმა მინისტრობის დროს მესხეთ-ჯავახეთში ტყე არ დატოვა... მარტო რუსებმა გააფუჭეს როცა დაწვეს?" - რას ამბობს მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე

"მერაბიშვილმა მინისტრობის დროს მესხეთ-ჯავახეთში ტყე არ დატოვა... მარტო რუსებმა გააფუჭეს როცა დაწვეს?" - რას ამბობს მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა პასუხი გასცა ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ ტყის კოდექსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ეკლესიას მიმდებარე ტყის ფართობის საკუთრებაში მიღება შეუძლია.

მან სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტყეებს კურირებდა, ჭრიდა და ყიდდა:

"მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე... მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? ჩადით ბორჯომში, მანახეთ თუ არის დარჩენილი პირველადი ტყეები, ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი არ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს, როცა დაწვეს? უარესი აოხრება პირადად მაგან გააკეთა. ეგ ლობირებდა... ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ?

ერთ რამეს გეტყვით, ჩინელებს რომ 49 წლით გადასცეს და გაგვიჩეხეს მთლიანად ტყეები, რომელიმეს გქონდათ პროტესტი? რა სარგებელი ნახა აქედან საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა, ხომ? ძველად იყო, შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი და ვისზეც გაქვთ პასუხი მოსათხოვი, იმას მოსთხოვეთ! ეკლესიამ ვის რა მიჰყიდა?

VIDEO: "რუსებზე მეტად მაგან ააოხრა ტყეები, ყველაფერი გინდათ ამალაპარაკოთ?" - მეუფე იაკობი ვანო მერაბიშვილზე

კანონი მიიღეს ზოგადად ტყის მართვაზე და ეკლესიაზეცაა იქ მუხლი. თუ შეიძლება უცხოეთიდან ჩამოსულ, შაჰ აბასის შვილთაშვილს მიჰყიდო, რატომ არ შეიძლება ეკლესიას მიჰყიდო, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაუბრუნოს სახელმწიფოს?

კანონი კანონია, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ თუ არ მოგწონთ" - განუცხადა ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მესამე მოსმენით დაამტკიცა (79 მომხრე) „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

712 თბილისში, 305 - იმერეთში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"23 გარდაცვლილიდან 9 - თბილისში, 8 - აჭარაში და 2 - იმერეთში მკურნალობდა" - ბერდია სიჭინავა