მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის სუბსიდიით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე
მთავრობის სუბსიდიით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე

მთავ­რო­ბის მიერ და­სუბ­სი­დირ­დე­ბა სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 4%-ის ოდე­ნო­ბით, რაც დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ნიშ­ნავს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი იპო­თე­კურ სეს­ხზე ლარ­ში შემ­ცირ­დე­ბა 7%-მდე და ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი მი­ნი­მუ­მი, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ლი­ლუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სუბ­სი­დია შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა იმ სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს 200 ათას ლა­რამ­დე სეს­ხის აღე­ბას და სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან, მო­ქა­ლა­ქის მიერ სეს­ხის აღე­ბი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

„არა­ერთ სექ­ტორ­თან, არა­ერ­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­დეგ ეროვ­ნულ ბანკთან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ შევ­ჯერ­დით, რომ დღეს დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სექ­ტო­რი დგას შემ­დე­გი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. პირ­ვე­ლი ეს არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, მე­ო­რე - მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის რის­კე­ბის ზრდა და ეს ყვე­ლა კრი­ზი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, მე­სა­მე- სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფა­სე­ბის მერ­ყე­ო­ბა. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ზე ფა­სე­ბის მერ­ყე­ო­ბა ზრდის არა მხო­ლოდ დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სექ­ტო­რის­თვის სირ­თუ­ლე­ებს, რაც თა­ვის მხრივ გა­მოწ­ვე­ვაა, არა­მედ ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მის მდგრა­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. მე­ო­თხე ეს არის თა­ვად სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის წვდო­მა ფი­ნან­სებ­ზე. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა, სექ­ტორ­მა ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­მუ­შა­ვეთ სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რის შემ­დე­გი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი: პირ­ვე­ლი - ვთან­ხმდე­ბით, რომ დღეს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სექ­ტო­რის­თვის არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბი. იმის­თვის, რომ ჩვენ ვუ­პა­სუ­ხოთ ამ გა­მოწ­ვე­ვას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­ვე­ლო­პე­რულ სექ­ტორ­ში მო­თხოვ­ნა გავ­ზარ­დოთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა უფრო მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ. ამ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც გან­ზრა­ხუ­ლი აქვს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ბი­ნის ყიდ­ვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­თა­ვა­თე­ბი იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, თუ ისი­ნი წლის ბო­ლომ­დე აი­ღე­ბენ იპო­თე­კურ სეს­ხებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად სუბ­სი­დი­რე­ბის ნა­წილს, რო­გორც ლი­ლუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „მთავ­რო­ბის მიერ და­სუბ­სი­დირ­დე­ბა სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი 4%-ის ოდე­ნო­ბით, რაც დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ნიშ­ნავს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი იპო­თე­კურ სეს­ხზე ლარ­ში შემ­ცირ­დე­ბა 7%-მდე და ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი მი­ნი­მუ­მი. არა­სო­დეს ლარ­ში აღე­ბულ სეს­ხებ­ზე მსგავ­სად და­ბა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არ ყო­ფი­ლა“.

„რა თქმა უნდა, სუბ­სი­დია შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა იმ სა­სეს­ხო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს 200 ათას ლა­რამ­დე სეს­ხის აღე­ბას და სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან, მო­ქა­ლა­ქის მიერ სეს­ხის აღე­ბი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სეს­ხის ხან­გრძლო­ვო­ბა 10 ან 15-წი­ა­ნი იყოს, პირ­ვე­ლი 5 წელი არის ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მსეს­ხე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მეტ საპ­რო­ცენ­ტო ხარჯს გას­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო სწო­რედ აქ ეხ­მა­რე­ბა მას, რომ საპ­რო­ცენ­ტო ხარ­ჯი შუმ­სუ­ბუ­ქოს და და­ეხ­მა­როს“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯეიმს
8

ვერ გავიგე რატომ უნდა უხადი ვიღაცას ჩემი გადახდილი გადასახადიდან სესხის ფული. მე რა სარგებელი მაქ ვიგაცამ ბინა იყიდოს ჩემ ხარჯზე?

მარი
1

ვისაც აღებული გვაქვს, იმათთვის რატომ არ არის სუბსიდირება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

მთავრობის სუბსიდიით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე

მთავრობის სუბსიდიით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე

მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

„არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე- საცხოვრებელი ფასების მერყეობა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ - საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი - ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა სექტორისთვის არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეთავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, „მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“.

„რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯი შუმსუბუქოს და დაეხმაროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები არ გაიხსნება

1 ადამიანი 5 კვ.მ-ზე და დეზინფექცია 2 საათში ერთხელ - ახალი წესები ტანსაცმლის მაღაზიებისა და გასახდელებისთვის

მაგიდები 2-მეტრიანი დაშორებით, ერთჯერადი მენიუები და თითო მაგიდასთან მაქსიმუმ 6 პირი - რა წესების დაცვა მოუწევთ კვების ობიექტებს