მსოფლიო
სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU-ს რექტორი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ონლაინ ფორმატში შეხვდება
KIU-ს რექტორი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ონლაინ ფორმატში შეხვდება

2020 წლის 29 მა­ისს, 16.00 სა­ათ­ზე ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა (KIU) მა­ი­სის თვის ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბის დას­კვნით ვე­ბი­ნარს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე გა­მარ­თავს. რექ­ტო­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, მშობ­ლებს და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, მისი პროგ­რა­მე­ბის, სწავ­ლე­ბის, სტუ­დენ­ტურ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის, სტა­ჟი­რე­ბი­სა და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას KIU-ს სტუ­დენ­ტუ­რი საგ­რან­ტო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. შეხ­ვედ­რა პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბი და­უს­ვან რექ­ტორს.

„ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად. შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა რთუ­ლია უშუ­ა­ლოდ შეხ­ვდე აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­სა და მათ მშობ­ლებს, ასე­ვე მო­ა­წყო სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ინ­ფორ­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა, გა­დავ­წყვი­ტეთ, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გად­მოგ­ვე­ტა­ნა შეხ­ვედ­რე­ბი და გაგ­ვე­ცა პა­სუ­ხი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე. გვი­ხა­რია, რომ ინ­ტე­რე­სი KIU-ს მი­მართ მზარ­დია და ჩვენც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, პი­რა­დად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია სი­ახ­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს KIU-ში ელო­დე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა (KIU) და KIU კონ­სულ­ტა­ცი­ის / Enrollment Advisors ორ­გა­ნი­ზე­ბით მა­ი­სის KIU ვე­ბი­ნარ-შეხ­ვედ­რა უკვე სამ­ჯერ გა­ი­მარ­თა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ შეხ­ვედ­როდ­ნენ KIU-ს პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, პრო­ფე­სო­რებს, გაც­ნო­ბოდ­ნენ იმ სი­ახ­ლე­ებს, რა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი გეგ­მავს მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში.

29 მა­ისს და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე რექ­ტო­რი გა­აც­ნობს მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს რო­გორ ემ­ზა­დე­ბა რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჰაბი 2020-2021 სას­წავ­ლო წლის­თვის და რო­გო­რი იქ­ნე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში სწავ­ლე­ბა.

რექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რა აპ­ლი­კა­ცია Zoom-ის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა და მსურ­ვე­ლებ­მა რე­გის­ტრა­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით უნდა გა­ი­ა­რონ https://kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=24&lng=geo

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

KIU-ს რექტორი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ონლაინ ფორმატში შეხვდება

KIU-ს რექტორი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ონლაინ ფორმატში შეხვდება

2020 წლის 29 მაისს, 16.00 საათზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) მაისის თვის ონლაინ შეხვედრების დასკვნით ვებინარს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე გამართავს. რექტორი აბიტურიენტებს, მშობლებს და დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მისი პროგრამების, სწავლების, სტუდენტურ ქალაქში ცხოვრების, სტაჟირებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას KIU-ს სტუდენტური საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრა პირდაპირ რეჟიმში გაიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან რექტორს.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით, სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა რთულია უშუალოდ შეხვდე აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, ასევე მოაწყო სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ღონისძიება, გადავწყვიტეთ, ონლაინ ფორმატში გადმოგვეტანა შეხვედრები და გაგვეცა პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე. გვიხარია, რომ ინტერესი KIU-ს მიმართ მზარდია და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით, პირადად მივაწოდოთ ინფორმაცია სიახლეებზე, რომელიც ჩვენს მომავალ სტუდენტებს KIU-ში ელოდებათ“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და KIU კონსულტაციის / Enrollment Advisors ორგანიზებით მაისის KIU ვებინარ-შეხვედრა უკვე სამჯერ გაიმართა და აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ KIU-ს პროგრამების ხელმძღვანელებს, პროფესორებს, გაცნობოდნენ იმ სიახლეებს, რასაც უნივერსიტეტი გეგმავს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში.

29 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე რექტორი გააცნობს მომავალ სტუდენტებს როგორ ემზადება რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ჰაბი 2020-2021 სასწავლო წლისთვის და როგორი იქნება სამხრეთ კავკასიის პირველ საუნივერსიტეტო ქალაქში სწავლება.

რექტორთან შეხვედრა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით გაიმართება და მსურველებმა რეგისტრაცია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსებული ფორმის მეშვეობით უნდა გაიარონ https://kiu.edu.ge/index.php?m=205&news_id=24&lng=geo

რატომ თქვა მსოფლიომ უარი პლაქვენილზე, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ - "საქართველოში მას სიკვდილიანობა არ გამოუწვევია, მშვიდად უნდა ვიყოთ"

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი

ხმაური ბათუმში - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 10-მდე პირი დააკავეს