პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა მსოფლიომ უარი პლაქვენილზე, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ - "საქართველოში მას სიკვდილიანობა არ გამოუწვევია, მშვიდად უნდა ვიყოთ"
რატომ თქვა მსოფლიომ უარი პლაქვენილზე, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ - "საქართველოში მას სიკვდილიანობა არ გამოუწვევია, მშვიდად უნდა ვიყოთ"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ "ლან­ცეტ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვინც პრე­პა­რატ „ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინს“, იმა­ვე „პლაქ­ვე­ნილს“ იღებს, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. შე­დე­გად, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „სო­ლი­და­რო­ბის კვლე­ვი­დან“ მე­დი­კა­მენ­ტი დრო­ე­ბით ამო­ი­ღო. ამას მოჰ­ყვა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის რე­ა­გი­რე­ბა, რო­მელ­მაც „პლაქ­ვე­ლი­ნის“ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მოხ­მა­რე­ბა შე­ა­ჩე­რა. ანა­ლო­გი­უ­რად მო­იქ­ცა სა­ქარ­თვე­ლოც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­პა­რა­ტი ზო­გი­ერ­თი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში “პლაქ­ვე­ნი­ლით” მკურ­ნა­ლო­ბას გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ მოჰ­ყო­ლია. ამა­ზე ისა­უბ­რა თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე­მაც, რომ­ლის თქმი­თაც, მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­ში „პლაქ­ვე­ნი­ლის“ გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­და, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა, COVID 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ გარ­დაც­ვლილ პა­ცი­ენ­ტებს კი უამ­რა­ვი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებ­დათ.

პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ესა­უბ­რე­ბა. მისი თქმით, „პლაქ­ვე­ლი­ნის“ ამო­ღე­ბა მხო­ლოდ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვი­დან მოხ­და, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია კი სა­ხელ­მწი­ფო­ებს არ ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ მათ მე­დი­კა­მენ­ტით მკურ­ნა­ლო­ბა შე­წყვი­ტონ.

„ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თქვა, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, „პლაქ­ვე­ლი­ნის“ გა­მო­ყე­ნე­ბას ჩვე­ნი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში შე­ვა­ჩე­რებ­თო. მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებს პრე­პა­რა­ტი არ ამო­უ­ღი­ათ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია წამ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა-არ­გა­მო­ყე­ნე­ბას არ წყვეტს, არა­მედ, კვლე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მელ­შიც ოთხი წა­მა­ლია ჩარ­თუ­ლი: „პლაქ­ვე­ლი­ნი“, „რემ­დე­სი­ვი­რი“, „ლო­პი­ნა­ვირ-რი­ტო­ნა­ვი­რი“ და „ლო­პი­ნა­ვირ-რი­ტო­ნა­ვი­რი“+„ინ­ტერ­ფე­რო­ნი ბეტა“. ამათ­გან „პლაქ­ვე­ლი­ნის“ კვლე­ვას შე­ვა­ჩე­რებ, სა­ნამ ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ შე­ვაგ­რო­ვე­ბო. მიმ­დი­ნა­რე­ობს რან­დო­მი­ზი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ალ­ბათ, ივ­ნის­ში-ივ­ლის­ში დას­რულ­დე­ბა. თუ კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბა, ისევ დაბ­რუნ­დე­ბა ეს წა­მა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას, ვი­საც ჯერ­ჯე­რო­ბით სჭირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, მი­სით მკურ­ნა­ლო­ბა მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­თან გაგ­რძელ­დეს. ექიმს შე­უძ­ლია, ეს წა­მა­ლი აირ­ჩი­ოს, თუ კონ­კრე­ტულ პა­ცი­ენ­ტებს სარ­გე­ბე­ლი მეტი ექ­ნე­ბათ, ვიდ­რე პო­ტენ­ცი­უ­რი ზი­ა­ნი, არ აწუ­ხებთ გული და ა.შ. ზი­ა­ნის და სარ­გებ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ისე­დაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეც ხდე­ბო­და - მე მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის, საფ­რან­გე­თის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობ. ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა არ ვიცი, კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლი ექი­მი არ ვარ, უბ­რა­ლოდ, უცხო­ეთ­ში ამ წა­მალს იყე­ნე­ბენ, რო­დე­საც მისი პო­ტენ­ცი­უ­რი სარ­გე­ბე­ლი მე­ტია, ვიდ­რე ზი­ა­ნი, რა­საც სწო­რედ ექი­მე­ბი წო­ნი­ან. პრე­პა­რა­ტი ძა­ლი­ან ბევრ მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვა­ში ჯერ კი­დევ რჩე­ბა, და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ამ წა­მალს ჯერ კი­დევ იღებს“, - აღ­ნიშ­ნავს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი გან­მარ­ტავს, თუ რას ნიშ­ნავს რან­დო­მი­ზი­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფრო მეტ და უფრო ზუსტ პა­სუ­ხებს მი­აწ­ვდის.

„ეს ობ­სერ­ვა­ცი­უ­ლი კვლე­ვა იყო, შე­იძ­ლე­ბა, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გამო და­ი­ღუ­პა ადა­მი­ა­ნი და არა - „პლაქ­ვე­ლი­ნის“ გამო. ამი­ტო­მა­ცაა სა­ჭი­რო რან­დო­მი­ზი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი, რომ სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი გა­ე­ცეს. რან­დო­მი­ზი­რე­ბუ­ლი ნიშ­ნავს, რომ თუ ორი ადა­მი­ა­ნია გუ­ლით ავად­მყო­ფი და ორი­ვეს „პლაქ­ვე­ლი­ნის“ და­ნიშ­ვნის ჩვე­ნე­ბა აქვს, მათ, ამის ცოდ­ნის გა­რე­შე, 5-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­ცე­მენ კაფ­სუ­ლას - ერთ-ერთს ისეთს, რო­მელ­შიც მხო­ლოდ პუ­რის ფქვი­ლი, სა­ხა­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მე­ო­რეს კი - ნამ­დვილ წა­მალს, ანუ „პლაქ­ვე­ლინს“. თუ ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და­ფიქ­სირ­დე­ბა და ეს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი იმ პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა, ვი­საც „პლაქ­ვე­ლინს“ აძ­ლევ­დნენ, ეს უკვე უტყუ­ა­რია და ეჭ­ვის შე­ტა­ნა არ მოხ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, მსგავ­სი კვლე­ვა კო­ვიდ­თან მი­თა­რე­ბა­ში „პლაქ­ვე­ლინს“ სამ­წუ­ხა­როდ, არ ჩა­ტა­რე­ბია“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

მისი თქმით, იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­წილ­თან პრე­პა­რატს იყე­ნებ­დნენ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არ უნდა ინერ­ვი­უ­ლონ.

„ყვე­ლა პა­ცი­ენტს, ვინც ვიცი, მათ შო­რის, ჩემს პა­ცი­ენ­ტებ­სა და მათ ახ­ლობ­ლებს, ვინც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში იყ­ვნენ და ვი­საც პნევ­მო­ნი­ის შემ­თხვე­ვა­ში აძ­ლევ­დნენ „პლაქ­ვე­ლინს“, უტარ­დე­ბო­და გუ­ლის გა­მოკ­ვლე­ვა, მო­ნი­ტო­რინ­გი, ასე­ვე, არც ერთი მათ­გა­ნი არ მკურ­ნა­ლობ­და სახ­ლში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათ, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად კვლე­ვაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ექი­მე­ბის თვალ­წინ ხდე­ბო­და. რე­ა­ლუ­რად რა­საც ვხე­დავთ, ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არ ჩანს. მე მხო­ლოდ დამ­კვირ­ვებ­ლის როლ­ში ვარ, თუმ­ცა ციფ­რე­ბი მე­ტყვე­ლებს, რომ „პლაქ­ვე­ლინს“ აქ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არ გა­მო­უწ­ვე­ვია, ამი­ტომ, მშვი­დად უნდა ვი­ყოთ. სა­უ­ბა­რია იმ ხალ­ხზე, ვინც უკვე და­ლია, მათ ახ­ლობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებ­ზე, მაგ­რამ გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­მო­მავ­ლო და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტი ამ წა­მალს არ აქვს, ამი­ტომ, „პლაქ­ვე­ლინ­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ არ უნდა ინერ­ვი­უ­ლოს“, - ხაზს უს­ვამს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

„ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნის“ შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი მაია ბუ­წაშ­ვი­ლიც, რომ­ლის თქმი­თაც, იყო რამ­დე­ნი­მე წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ჯან­მომ კვლე­ვი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტის ამო­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა.

„პლაქ­ვე­ლინ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­დან­ვე იმე­დის­მომ­ცე­მი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და მის ეფექ­ტუ­რო­ბას, არ არ­სე­ბობ­და. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არ არის რა­ი­მე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ, სხვა­დას­ხვა მე­თო­დით და­ეხ­მა­რონ პა­ცი­ენ­ტებს, ასე იყო „პლაქ­ვე­ლი­ნის“ შემ­თხვე­ვა­შიც, თო­რემ მისი და­დე­ბი­თი ეფექ­ტის შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად, არც არ­სე­ბობ­და. ძა­ლი­ან დიდი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაც იყო, უნდა ყო­ფი­ლი­ყო თუ არა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი - კა­ტე­გო­რი­უ­ლად იყო ნათ­ქვა­მი, რომ უსიმპტო­მო ან მსუ­ბუქპა­ცი­ენ­ტებ­ში ის არ უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო, ამ­ბობ­დნენ იმას, რომ თუ პა­ცი­ენ­ტი მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლია, იქ­ნებ რა­ღაც ეფექ­ტი ჰქონ­დეს და გა­მო­ვი­ყე­ნო­თო, ანუ, სა­დაც გა­მო­სა­ვა­ლი არ არის და რა­ღაც მცდე­ლო­ბე­ბი აქვთ ექი­მებს, ვთქვათ, მო­სინ­ჯვის სა­ხით შე­იძ­ლე­ბო­და; ასე­ვე, მთე­ლი რიგი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ „პლაქ­ვე­ლი­ნი“ მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო. ამ ფონ­ზე გა­საკ­ვი­რი არ არის ის, რაც ახლა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­წე­რა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ნამ უკე­თე­სად არ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა რა­ი­მე, შე­ა­ჩე­რეს „პლაქ­ვე­ლი­ნის“ გა­მო­ყე­ნე­ბა იმ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოც უნდა ჩარ­თუ­ლი­ყო.

„ლან­ცეტ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვას რაც შე­ე­ხე­ბა, იქ 90 000-ზე მეტი ისე­თი პა­ცი­ენ­ტის მა­სა­ლა იქნა შეს­წავ­ლი­ლი, ვინც „პლაქ­ვე­ლინს“ იღებ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ­ში წა­მალ­მა ვე­რა­ვი­თა­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა და პი­რი­ქით, ზო­გი­ერ­თი პა­რა­მეტ­რის გა­უ­ა­რე­სე­ბაც გა­მო­იწ­ვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ესეც არ არის რან­დო­მი­ზე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი კვლე­ვაა პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, და მულ­ტი­ცენ­ტრუ­ლია სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეგ­რო­ვი­ლი მა­სა­ლა. ამ კვლე­ვა­მაც კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ „ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი“ არ არის ეფექ­ტუ­რი, და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო“, - აღ­ნიშ­ნავს ბუ­წაშ­ვი­ლი.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ეხე­ბა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის სა­კი­თხსაც და ჩა­მოთ­ვლის, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით შე­უძ­ლია „პლაქ­ვე­ლინს“ გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა.

„ძი­რი­თა­დად, აქ გუ­ლის მხრივ გარ­თუ­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, „პლაქ­ვე­ლინს“ შე­უძ­ლია, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მა­გა­ლი­თად, მხედ­ვე­ლო­ბა­ზე, სმე­ნა­ზე, თირკმელ­ზე და ა.შ. მაგ­რამ აქ სხვა მო­მენ­ტია გა­დამ­წყვე­ტი - ამ პრე­პა­რატს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს, მა­გა­ლი­თად, აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებს და ასე თუ ისე, მას იტა­ნენ. ეს პრე­პა­რა­ტი რა­ღაც გა­დამ­წყვე­ტი და ბევ­რი სი­კე­თის მომ­ტა­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყო კო­რო­ნა­ვირუ­სის ალა­გე­ბის მხრივ, და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მკვეთ­რად და­დე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი რომ ჰქო­ნო­და, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, ასე თუ ისე, მა­ინც ასა­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და და წა­მალს მა­ინც გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ. აქ მთა­ვა­რი მო­მენ­ტი ისაა, რომ თან გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის ქონა და თან ის, რომ ეფექ­ტუ­რო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ჩანს, - გა­მო­დის, რომ ეს არაა ის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა იყო, მო­საზ­რე­ბე­ბიც გა­მო­ით­ქვა, რომ უფრო მე­ტად ხდე­ბო­და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო, ით­ქვა ისიც, რომ უსიმპტო­მო და მსუ­ბუქ პა­ცი­ენ­ტებ­შიც იყე­ნებ­დნენ. ამა­ზე გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა, რომ ასე არ ხდე­ბო­და, თუმ­ცა მა­ინც, ჯერ ბო­ლომ­დე არ გვაქვს კარ­გად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ და რამ­დენ პა­ცი­ენტზე იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი „პლაქ­ვე­ლი­ნი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ხაზს უს­ვამს ბუ­წაშ­ვი­ლი.

ის ეხე­ბა იმ სხვა პრე­პა­რა­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც პო­ტენ­ცი­უ­რად, კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლე­ბად მო­ი­აზ­რე­ბა, და გან­მარ­ტავს, რომ რო­გორც COVID 19-ის ვაქ­ცი­ნის, ისე - მისი წამ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა ისევ და ისევ დროს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

„სამ­წუ­ხა­როდ, „რემ­დე­სი­ვირ­მა“ ბო­ლომ­დე ვერ გა­ა­მარ­თლა ის იმე­დე­ბი, რა­საც მას­ზე ვამ­ყა­რებ­დით, რად­გან კვლე­ვე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან მცი­რე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იყო, ან სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა. შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ჯა­მოთ, რომ დღეს­დღე­ო­ბით რა­ი­მე გა­დამ­წყვე­ტი, გარ­დამ­ტე­ხი პრე­პა­რა­ტი არ გვაქვს და სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერც ერთი პრე­პა­რა­ტის სა­სარ­გებ­ლოდ ვერ ლა­პა­რა­კობს. თუმ­ცა, კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დე­ბი მი­დი­ო­და უკვე არ­სე­ბულ პრე­პა­რა­ტებ­ზე, რაც სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, და არა - ახალ ფორ­მუ­ლებ­ზე. სრუ­ლი­ად ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ახა­ლი ფორ­მუ­ლე­ბიც იქ­ნე­ბა და მათი გა­მოც­დაც ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ ეს დიდ დროს წა­ი­ღებს და ვა­დის პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა, თო­რემ, ადრე თუ გვი­ან, პრე­პა­რა­ტი აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა.

ვაქ­ცი­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, მო­მა­ვალ­ში ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რი არ აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან ბევ­რი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და მი­დის. რამ­დე­ნი­მე მათ­განს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი კარ­გი აქვს, უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა და ამ პრო­ცე­სებ­ში სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ალ­ბათ, ასე­თი მო­ტი­ვა­ცია არც ერთი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე არ ყო­ფი­ლა. ამი­ტომ, ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რი არ აღ­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა აქაც ვა­დე­ბია პრობ­ლე­მა, რად­გან ეს მალე არ მოხ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაი ერთი
57

ვაკცინები ხო უნდა გაასაღონ და რათ უნდა ისეთი წამალი რომელიც კურნავს , მერრ ვაკცინას აღარ გაიკეთებს ხალხი .. მეორე ტალგას ხო ასაღებენ უკვე ტელევიზიით ახლა ყველას ვინც გაცივდება კორონას მიაწერენ შემოდგომაზე.

პოლიხრონიოოონ
12

პლაქ­ვე­ლი­ნი მათ უბრალოდ დაეხმარა. არადა პლაქ­ვე­ლი­ნი ებოლას წინააღმდეგ იყო როგორც ვიცი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

რატომ თქვა მსოფლიომ უარი პლაქვენილზე, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ - "საქართველოში მას სიკვდილიანობა არ გამოუწვევია, მშვიდად უნდა ვიყოთ"

რატომ თქვა მსოფლიომ უარი პლაქვენილზე, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ - "საქართველოში მას სიკვდილიანობა არ გამოუწვევია, მშვიდად უნდა ვიყოთ"

რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, იმ ადამიანებში, ვინც პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინს“, იმავე „პლაქვენილს“ იღებს, გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდება. შედეგად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი დროებით ამოიღო. ამას მოჰყვა საფრანგეთის მთავრობის რეაგირება, რომელმაც „პლაქველინის“ საავადმყოფოებში მოხმარება შეაჩერა. ანალოგიურად მოიქცა საქართველოც.

საქართველოში პრეპარატი ზოგიერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მკურნალობაში გამოიყენებოდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში “პლაქვენილით” მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია. ამაზე ისაუბრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც, რომლის თქმითაც, მძიმე პაციენტებში „პლაქვენილის“ გამოყენება მოხდა, თუმცა სერიოზული გართულებები არ ყოფილა, COVID 19-ით ინფიცირებულ გარდაცვლილ პაციენტებს კი უამრავი თანმხლები დაავადება აწუხებდათ.

პრეპარატის შესახებ AMBEBI.GE-ს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესაუბრება. მისი თქმით, „პლაქველინის“ ამოღება მხოლოდ ერთი კონკრეტული კვლევიდან მოხდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი სახელმწიფოებს არ ავალდებულებს, რომ მათ მედიკამენტით მკურნალობა შეწყვიტონ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე თქვა, რომ გარკვეული დროით, „პლაქველინის“ გამოყენებას ჩვენი კვლევის ფარგლებში შევაჩერებთო. მსოფლიოს ქვეყნებს პრეპარატი არ ამოუღიათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წამლების გამოყენება-არგამოყენებას არ წყვეტს, არამედ, კვლევაზეა საუბარი, რომელშიც ოთხი წამალია ჩართული: „პლაქველინი“, „რემდესივირი“, „ლოპინავირ-რიტონავირი“ და „ლოპინავირ-რიტონავირი“+„ინტერფერონი ბეტა“. ამათგან „პლაქველინის“ კვლევას შევაჩერებ, სანამ ზუსტ ინფორმაციას არ შევაგროვებო. მიმდინარეობს რანდომიზირებული კვლევები, რომელიც ალბათ, ივნისში-ივლისში დასრულდება. თუ კვლევებით დადასტურდა, რომ ზიანის მომტანი არ იქნება, ისევ დაბრუნდება ეს წამალი. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყანას, ვისაც ჯერჯერობით სჭირდება, შეიძლება, მისით მკურნალობა მძიმე პაციენტებთან გაგრძელდეს. ექიმს შეუძლია, ეს წამალი აირჩიოს, თუ კონკრეტულ პაციენტებს სარგებელი მეტი ექნებათ, ვიდრე პოტენციური ზიანი, არ აწუხებთ გული და ა.შ. ზიანის და სარგებლის გათვალისწინება ისედაც უნდა მომხდარიყო და დარწმუნებული ვარ, ასეც ხდებოდა - მე მაგალითად, ამერიკის, საფრანგეთის შესახებ ვსაუბრობ. ქართული რეალობა არ ვიცი, კოვიდპაციენტების მკურნალი ექიმი არ ვარ, უბრალოდ, უცხოეთში ამ წამალს იყენებენ, როდესაც მისი პოტენციური სარგებელი მეტია, ვიდრე ზიანი, რასაც სწორედ ექიმები წონიან. პრეპარატი ძალიან ბევრ მიმდინარე კვლევაში ჯერ კიდევ რჩება, და ათასობით ადამიანი ამ წამალს ჯერ კიდევ იღებს“, - აღნიშნავს კულუმბეგოვი.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი განმარტავს, თუ რას ნიშნავს რანდომიზირებული კვლევა, რომელიც პრეპარატის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტებსა და საზოგადოებას უფრო მეტ და უფრო ზუსტ პასუხებს მიაწვდის.

„ეს ობსერვაციული კვლევა იყო, შეიძლება, გულის დაავადების გამო დაიღუპა ადამიანი და არა - „პლაქველინის“ გამო. ამიტომაცაა საჭირო რანდომიზირებული კვლევები, რომ საბოლოო პასუხი გაეცეს. რანდომიზირებული ნიშნავს, რომ თუ ორი ადამიანია გულით ავადმყოფი და ორივეს „პლაქველინის“ დანიშვნის ჩვენება აქვს, მათ, ამის ცოდნის გარეშე, 5-10 დღის განმავლობაში მისცემენ კაფსულას - ერთ-ერთს ისეთს, რომელშიც მხოლოდ პურის ფქვილი, სახამებელი იქნება, მეორეს კი - ნამდვილ წამალს, ანუ „პლაქველინს“. თუ ამ ორ ადამიანს შორის გვერდითი მოვლენები დაფიქსირდება და ეს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტის შემთხვევაში იქნება, ვისაც „პლაქველინს“ აძლევდნენ, ეს უკვე უტყუარია და ეჭვის შეტანა არ მოხდება. ჯერჯერობით, მსგავსი კვლევა კოვიდთან მითარებაში „პლაქველინს“ სამწუხაროდ, არ ჩატარებია“, - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში, კოვიდინფიცირებულების ნაწილთან პრეპარატს იყენებდნენ, მოქალაქეებმა არ უნდა ინერვიულონ.

„ყველა პაციენტს, ვინც ვიცი, მათ შორის, ჩემს პაციენტებსა და მათ ახლობლებს, ვინც საავადმყოფოებში იყვნენ და ვისაც პნევმონიის შემთხვევაში აძლევდნენ „პლაქველინს“, უტარდებოდა გულის გამოკვლევა, მონიტორინგი, ასევე, არც ერთი მათგანი არ მკურნალობდა სახლში. შეიძლება ითქვას, რომ მათ, ფილტვების ანთებიანი პაციენტების შემთხვევაში, ფაქტობრივად კვლევაა ჩატარებული, რადგან ყველაფერი ექიმების თვალწინ ხდებოდა. რეალურად რასაც ვხედავთ, ისაა, რომ ქვეყანაში სერიოზული სიკვდილიანობა არ ჩანს. მე მხოლოდ დამკვირვებლის როლში ვარ, თუმცა ციფრები მეტყველებს, რომ „პლაქველინს“ აქ სიკვდილიანობა არ გამოუწვევია, ამიტომ, მშვიდად უნდა ვიყოთ. საუბარია იმ ხალხზე, ვინც უკვე დალია, მათ ახლობლებსა და ნათესავებზე, მაგრამ გრძელვადიანი სამომავლო დამაზიანებელი ეფექტი ამ წამალს არ აქვს, ამიტომ, „პლაქველინზე“ საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა ინერვიულოს“, - ხაზს უსვამს კულუმბეგოვი.

„ჰიდროქსიქლოროქინის“ შესახებ გვესაუბრება ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილიც, რომლის თქმითაც, იყო რამდენიმე წინაპირობა, რომელთა გათვალისწინებითაც გასაკვირი არაა, რომ ჯანმომ კვლევიდან აღნიშნული პრეპარატის ამოღება გადაწყვიტა.

„პლაქველინთან“ დაკავშირებით თავიდანვე იმედისმომცემი კვლევა, რომელიც ადასტურებდა მის ეფექტურობას, არ არსებობდა. პანდემიის პირობებში, როდესაც არ არის რაიმე დადასტურებული მკურნალობა, ექიმები ცდილობენ, სხვადასხვა მეთოდით დაეხმარონ პაციენტებს, ასე იყო „პლაქველინის“ შემთხვევაშიც, თორემ მისი დადებითი ეფექტის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულება რეალურად, არც არსებობდა. ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაც იყო, უნდა ყოფილიყო თუ არა გამოყენებული - კატეგორიულად იყო ნათქვამი, რომ უსიმპტომო ან მსუბუქპაციენტებში ის არ უნდა გამოყენებულიყო, ამბობდნენ იმას, რომ თუ პაციენტი მძიმე და კრიტიკულია, იქნებ რაღაც ეფექტი ჰქონდეს და გამოვიყენოთო, ანუ, სადაც გამოსავალი არ არის და რაღაც მცდელობები აქვთ ექიმებს, ვთქვათ, მოსინჯვის სახით შეიძლებოდა; ასევე, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ „პლაქველინი“ მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში გამოყენებულიყო. ამ ფონზე გასაკვირი არ არის ის, რაც ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაწერა, რომ ჯერჯერობით, სანამ უკეთესად არ გამოიკვეთება რაიმე, შეაჩერეს „პლაქველინის“ გამოყენება იმ კვლევის ფარგლებში, რომელშიც საქართველოც უნდა ჩართულიყო.

„ლანცეტში“ გამოქვეყნებულ კვლევას რაც შეეხება, იქ 90 000-ზე მეტი ისეთი პაციენტის მასალა იქნა შესწავლილი, ვინც „პლაქველინს“ იღებდა. აღმოჩნდა, რომ მათში წამალმა ვერავითარი გაუმჯობესება ვერ მოახდინა და პირიქით, ზოგიერთი პარამეტრის გაუარესებაც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ესეც არ არის რანდომიზებული, ძალიან კარგი კვლევაა პაციენტების რაოდენობის მხრივ, და მულტიცენტრულია სხვადასხვა ქვეყანასა და სამედიცინო დაწესებულებებში შეგროვილი მასალა. ამ კვლევამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი“ არ არის ეფექტური, და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნავს ბუწაშვილი.

ეპიდემიოლოგი ეხება გვერდითი მოვლენების საკითხსაც და ჩამოთვლის, თუ რა მიმართულებებით შეუძლია „პლაქველინს“ გავლენის მოხდენა.

„ძირითადად, აქ გულის მხრივ გართულებებზეა საუბარი, თუმცა, „პლაქველინს“ შეუძლია, გავლენა მოახდინოს მაგალითად, მხედველობაზე, სმენაზე, თირკმელზე და ა.შ. მაგრამ აქ სხვა მომენტია გადამწყვეტი - ამ პრეპარატს ბევრი პაციენტი სხვადასხვა დაავადების დროს, მაგალითად, აუტოიმუნური დაავადებების დროს წლების განმავლობაში იღებს და ასე თუ ისე, მას იტანენ. ეს პრეპარატი რაღაც გადამწყვეტი და ბევრი სიკეთის მომტანი რომ ყოფილიყო კორონავირუსის ალაგების მხრივ, და სიკვდილიანობის შემცირებაში ძალიან მკვეთრად დადებითი მაჩვენებლები რომ ჰქონოდა, გვერდითი მოვლენები, ასე თუ ისე, მაინც ასატანი იქნებოდა და წამალს მაინც გამოიყენებდნენ. აქ მთავარი მომენტი ისაა, რომ თან გვერდითი მოვლენების ქონა და თან ის, რომ ეფექტურობა ფაქტობრივად, არ ჩანს, - გამოდის, რომ ეს არაა ის წამალი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული.

რაც შეეხება საქართველოს, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, მოსაზრებებიც გამოითქვა, რომ უფრო მეტად ხდებოდა მისი გამოყენება, ვიდრე საჭირო იყო, ითქვა ისიც, რომ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებშიც იყენებდნენ. ამაზე გაკეთდა განცხადება, რომ ასე არ ხდებოდა, თუმცა მაინც, ჯერ ბოლომდე არ გვაქვს კარგად გამოქვეყნებული ინფორმაცია, თუ როგორ და რამდენ პაციენტზე იყო გამოყენებული „პლაქველინი“ საქართველოში, - ხაზს უსვამს ბუწაშვილი.

ის ეხება იმ სხვა პრეპარატებსაც, რომლებიც პოტენციურად, კორონავირუსის სამკურნალო წამლებად მოიაზრება, და განმარტავს, რომ როგორც COVID 19-ის ვაქცინის, ისე - მისი წამლების გამოჩენა ისევ და ისევ დროსთანაა დაკავშირებული.

„სამწუხაროდ, „რემდესივირმა“ ბოლომდე ვერ გაამართლა ის იმედები, რასაც მასზე ვამყარებდით, რადგან კვლევების შედეგად ძალიან მცირე გაუმჯობესება იყო, ან საერთოდ არ ყოფილა. შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ დღესდღეობით რაიმე გადამწყვეტი, გარდამტეხი პრეპარატი არ გვაქვს და სამეცნიერო მტკიცებულებები ვერც ერთი პრეპარატის სასარგებლოდ ვერ ლაპარაკობს. თუმცა, კლინიკური გამოცდები მიდიოდა უკვე არსებულ პრეპარატებზე, რაც სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, და არა - ახალ ფორმულებზე. სრულიად ახალი მედიკამენტების ახალი ფორმულებიც იქნება და მათი გამოცდაც ჩატარდება, მაგრამ ეს დიდ დროს წაიღებს და ვადის პრობლემა იქნება, თორემ, ადრე თუ გვიან, პრეპარატი აუცილებლად გვექნება.

ვაქცინას რაც შეეხება, მომავალში ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ვაქცინა ეფექტური არ აღმოჩნდეს, რადგან ბევრი ვაქცინის გამოცდა მიდის. რამდენიმე მათგანს წინასწარი შედეგები კარგი აქვს, უპრეცედენტო რაოდენობის თანხები იხარჯება და ამ პროცესებში საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართულები. ალბათ, ასეთი მოტივაცია არც ერთი ვაქცინის შექმნაზე არ ყოფილა. ამიტომ, ძნელად დასაჯერებელია, რომელიმე ვაქცინა ეფექტური არ აღმოჩნდეს, თუმცა აქაც ვადებია პრობლემა, რადგან ეს მალე არ მოხდება“, - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია