"ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს" - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული სიტუაცია იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო შემსუბუქდეს არსებული შეზღუდვები.
"ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ამიტომ დღის წესრიგში დგას შემდგომი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, შემდგომი შემსუბუქების დაწესების თაობაზე:
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით, ეს გახლავთ აუცილებელი პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები”, - განაცხადა გახარიამ.
საერთო ჯამში, საქართველოში ეტაპობრივად მოიხსნება თითქმის ორი თვის განმავლობაში არსებული შეზღუდვები. მათ შორის: