მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოლიმ­პა­და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის კო­მა­რო­ვის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ფუ­ლა­დი ჯილ­დო გა­და­ე­ცა რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბულ მოს­წავ­ლეს, ისე მის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს.

პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და თე­ი­მუ­რაზ თო­ლო­რა­ია და მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი დი­მიტ­რი არა­ბი­ძე, მე­ო­რე ად­გილ­ზე – ლუკა კო­პა­ძე და მას­წავ­ლე­ბე­ლი სოსო ქრის­ტე­სი­აშ­ვი­ლი, მე­სა­მე­ზე კი – ლუკა მუშ­კუ­დი­ა­ნი და მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვა­ლე­რი ზა­ტუ­აშ­ვი­ლი.

მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს ად­გი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 1000–1000, 700–700 და 500–500 ლარი გა­და­ე­ცათ.

მე-12 კლა­სე­ლი თე­ი­მუ­რაზ თო­ლო­რა­ია უკვე არა­ერ­თი ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

„სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­და­ში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. წლე­ბია მა­თე­მა­ტი­კა­ში ვემ­ზა­დე­ბი, რა­შიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მარ­ჯვე­ბა კი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში მო­მი­წია მომ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა ამას მო­ტი­ვა­ცია არ შე­უმ­ცი­რე­ბია და ვე­ცა­დე, ფორ­მა არ და­მე­კარ­გა. ოლიმ­პი­ა­და საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე მე­სა­მე ტურ­ში გა­მოჩ­ნდა. 10 ამო­ცა­ნა 2 სა­ათ­ში უნდა ამოგ­ვეხ­სნა და ამოხ­სნაც გაგ­ვე­ფორ­მე­ბი­ნა. ახლა ეროვ­ნულ ოლიმ­პა­დას ვე­ლო­დე­ბი, რომ­ლის შე­დე­გიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნავს თე­ი­მუ­რაზ თო­ლო­რა­ია.

ოლიმ­პა­დებს და კონ­კრე­ტუ­ლად ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ოლიმ­პა­დას მი­ე­სალ­მე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბიც.

თე­ი­მუ­რა­ზის მას­წავ­ლე­ბე­ლი დი­მიტ­რი არა­ბი­ძე 4 წე­ლია, მას ამე­ცა­დი­ნებს.

„ოლიმ­პი­ა­და არის ერთ–ერთი, რაც ინ­ტე­რესს უზ­რდის მოს­წავ­ლეს და რის გა­მოც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად მე­ცა­დი­ნე­ო­ბენ. რიგ ოლიმ­პა­დებ­ში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად 6–7 წლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო. რაც შე­ე­ხე­ბა თე­ი­მუ­რაზს, მას მეშ­ვი­დე კლა­სი­დან ვას­წავ­ლი. თა­ვი­დან­ვე ერთ–ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე იყო. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ოლიმ­პი­ა­და­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს მა­თე­მა­ტი­კას და მოს­წავ­ლე­ებ­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­სა და სტუ­დენ­ტებ­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცო­დი­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას,“ – აცხა­დებს დი­მიტ­რი არა­ბი­ძე.

ოლიმ­პი­ა­და სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩა­ტარ­და. კავ­ში­რი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და მას მა­თე­მა­ტი­კის კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ოლიმ­პი­ა­დის ჟი­უ­რის წევ­რე­ბი მა­თე­მა­ტი­კოს­თა კავ­ში­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

„საკ­მა­ოდ რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი იყო, თა­ვი­სე­ბურ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებ­და. ჩემ­თვი­საც კი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის მე­თო­დე­ბი და ხერ­ხე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს. სწო­რედ ამი­ტომ ეს ოლიმ­პა­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. ზო­გა­დად, ოლიმ­პი­ა­და არის ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი და ბავ­შვებს დიდ სტი­მულს აძ­ლევს. მა­თე­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მხირ­დან BTU-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ოლიმ­პი­ა­დას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ბევ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ის­წრაფ­ვის ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის­კენ და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. მი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი კარ­გი ბავ­შვი გა­მო­ა­ჩი­ნა ჩვენ­მა ოლიმ­პი­ა­დამ,“ – აღ­ნიშ­ნა ჟუ­რის წევ­რმა გელა კირ­თა­ძემ.

მა­თე­მა­ტი­კის ახა­ლი ოლიმ­პი­ა­და 3 ეტა­პად ჩა­ტარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ჩატარებული ოლიმპადა აბიტურიენტებისთვის კომაროვის სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. ფულადი ჯილდო გადაეცა როგორც გამარჯვებულ მოსწავლეს, ისე მის მათემატიკის მასწავლებელს.

პირველ ადგილზე გავიდა თეიმურაზ თოლორაია და მისი მასწავლებელი დიმიტრი არაბიძე, მეორე ადგილზე – ლუკა კოპაძე და მასწავლებელი სოსო ქრისტესიაშვილი, მესამეზე კი – ლუკა მუშკუდიანი და მისი მასწავლებელი ვალერი ზატუაშვილი.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ადგილების შესაბამისად 1000–1000, 700–700 და 500–500 ლარი გადაეცათ.

მე-12 კლასელი თეიმურაზ თოლორაია უკვე არაერთი ოლიმპიადის გამარჯვებულია.

„სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ ოლიმპიადაში ვიღებ მონაწილეობას. წლებია მათემატიკაში ვემზადები, რაშიც ძალიან მეხმარება ჩემი მასწავლებელი. ამ ოლიმპიადაში გამარჯვება კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარანტინის პირობებში მომიწია მომზადება, თუმცა ამას მოტივაცია არ შეუმცირებია და ვეცადე, ფორმა არ დამეკარგა. ოლიმპიადა საკმაოდ რთული იყო, განსაკუთრებული სირთულე მესამე ტურში გამოჩნდა. 10 ამოცანა 2 საათში უნდა ამოგვეხსნა და ამოხსნაც გაგვეფორმებინა. ახლა ეროვნულ ოლიმპადას ველოდები, რომლის შედეგიც საერთაშორისო ოლიმპადაზე მონაწილეობა იქნება,“ – აღნიშნავს თეიმურაზ თოლორაია.

ოლიმპადებს და კონკრეტულად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ოლიმპადას მიესალმებიან მასწავლებლებიც.

თეიმურაზის მასწავლებელი დიმიტრი არაბიძე 4 წელია, მას ამეცადინებს.

„ოლიმპიადა არის ერთ–ერთი, რაც ინტერესს უზრდის მოსწავლეს და რის გამოც გაძლიერებულად მეცადინეობენ. რიგ ოლიმპადებში გასამარჯვებლად 6–7 წლიანი მომზადებაა საჭირო. რაც შეეხება თეიმურაზს, მას მეშვიდე კლასიდან ვასწავლი. თავიდანვე ერთ–ერთი გამორჩეული მოსწავლე იყო. მოხარული ვარ, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. მისასალმებელია, რომ უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს მათემატიკას და მოსწავლეებში, აბიტურიენტებსა და სტუდენტებში მათემატიკური ცოდინის გაძლიერებას,“ – აცხადებს დიმიტრი არაბიძე.

ოლიმპიადა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა. კავშირი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და მას მათემატიკის კურიკულუმების განახლებაში ეხმარება. ოლიმპიადის ჟიურის წევრები მათემატიკოსთა კავშირის წევრები იყვნენ.

„საკმაოდ რთული ამოცანები იყო, თავისებურ მიდგომას საჭიროებდა. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო ის მეთოდები და ხერხები, რომელიც ბავშვებმა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ ეს ოლიმპადა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ზოგადად, ოლიმპიადა არის ცოდნის შემოწმების კრიტერიუმი და ბავშვებს დიდ სტიმულს აძლევს. მათემატიკით დაინტერესებული აბიტურიენტების მხირდან BTU-ს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოვაჩინე, ბევრი აბიტურიენტი მიისწრაფვის ამ უნივერსიტეტისკენ და ეს ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ ამდენი კარგი ბავშვი გამოაჩინა ჩვენმა ოლიმპიადამ,“ – აღნიშნა ჟურის წევრმა გელა კირთაძემ.

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა 3 ეტაპად ჩატარდა.