პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"
როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

26 მა­ი­სი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეა. ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თა­რიღს, ქვე­ყა­ნას მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი - აშშ, ლატ­ვია, პო­ლო­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი და სხვა ქვეყ­ნე­ბი ულო­ცა­ვენ.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გვი­ლო­ცავს Google-იც - ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის მთა­ვარ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ბა­ნერ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი.

მას­ზე დაკ­ლი­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი გა­დავ­დი­ვართ Google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში, სა­დაც ყვე­ლა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მაა, შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ნე­ტქ­სელ­ში მო­ი­პო­ვე­ბა.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს სა­ქარ­თვე­ლოს ულო­ცა­ვენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბიც. ამის შე­სა­ხებ ფო­ტო­ებ­სა და მი­ლოც­ვებს ისი­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ჯგუფ­ში - Spend 4 Seasons in Georgia აქ­ვეყ­ნე­ბენ.

"და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლო, შენი პო­ლო­ნე­ლი და ჰო­ლან­დი­ე­ლი მე­გობ­რე­ბი" - წერს კა­სია დაჩი.

"გა­უ­მარ­ჯო­ოს სა­ქარ­თვე­ლო! Независимости Украины праздную в Грузии" - წერს უკ­რა­ი­ნე­ლი ირა­ნა ხა­ვე­რი

"და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გი­ლო­ცავთ დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან. იმედს ვი­ტო­ვებ, ერთ დღეს კვლავ დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში" - წერს ბრი­ტა­ნე­ლი ტუ­რის­ტი ჯეკ კაფი.

ლი­ე­ტუ­ვე­ლი მი­შელ დელ­გა­არ­დი კი კა­ხეთ­ში, ქარ­თულ სუფ­რა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი მა­დი­საღ­მძვრე­ლი ფო­ტო­თი ულო­ცავს ქარ­თვე­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს. "შევ­ხვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში" - წერს ტუ­რის­ტი.

"გი­ლო­ცავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს! მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს! ჩი­ნელ ხალ­ხს უყ­ვარ­ხართ და გა­ფა­სებთ თქვენ" - წერს ჩი­ნე­ლი ტუ­რის­ტი ჩონ­გუ­ანგ ჟოუ და თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

"სა­ქარ­თვე­ლო, ბედ­ნი­ე­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე! გიგ­ზავ­ნით სიყ­ვა­რულს ინ­დო­ე­თი­დან" - წერს ინ­დო­ე­ლი ტუ­რის­ტი კრი­შან­კან გა­უ­რი.

"და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ჩემო საყ­ვა­რე­ლო სა­ქარ­თვე­ლო!" - წერს უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტი სვეტ­ლა­ნა.

"Gamarjoba Sakartvelo!!! Gilocavt kartvelo megobrebi dges!!!!" - წერს ფრან­გი ტუ­რის­ტი გი­ი­ომ ფონ­ტა­ნი.

"და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ძვირ­ფა­სო სა­ქარ­თვე­ლო! რამ­დენ­ჯე­რაც ჩა­მოვ­დი­ვარ, ხე­ლახ­ლა შე­ვიგ­რძნობ სი­ცო­ცხლეს. გიგ­ზავ­ნით სიყ­ვა­რულს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან!" - წერს ნი­ჯატ რზა­ი­ე­ვი.

"და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს დი­დე­ბულ ხალ­ხს! ბედ­ნი­ე­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ! სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის ჩემს გულ­შია, ერთი სული მაქვს რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბი! მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, მე­ნატ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო!" - წერს აბერ ფა­რუ­კი სი­რი­ი­დან.

მთა­ვა­რი ფოტო: ლანა რუ­ში­ჩი და­ნი­ი­დან

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,РУССО-ТУРИСТО, ОБЛИКО МОРАЛЕ"...
11

ე.ი. დღეს დილას, თვით ტრამპმა ერთ-ერთმა პირველმა მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე, ,,პრანჭიას მთავარმა არხმა, რომ დაიწყო შხამის ნთხევა აღარ დაამთავრა.

rasa
14

და არც ერთი რუსი ))) ბავშვობაში მამაჩემს ვყავდი მივლინებაში წაყვანილი ვენაში და იქ გვმასპინძლობდა გია არსენიშვილი (პრემიერი იყო მანამდე, მაშინ უკვე ელჩი ავსტრიაში) და გვიყვებოდა, 26 მაისის ბანკეტზე, რომელსაც საქართველო მუდამ აწყობდა - ყველა ქვეყნის ელჩი და დელეგაცია მოდიოდა, მხოლოდ რუსები არ მოდიოდნენ. 'ბლესტალი სვაიმ ატსუსტვიემ'-ო, რუსულადვე თქვა. ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციამდე, სხვათა შორის.

 მარადიული მტერია რუსეთის სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის. ამის უარმყოფელი კი ან სულელი ან საქართველოს მტერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, ქვეყანას მეგობარი სახელმწიფოები - აშშ, ლატვია, პოლონეთი, ესპანეთი და სხვა ქვეყნები ულოცავენ.

დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს Google-იც - ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ბანერზე საქართველოს სახელმწიფო დროშაა გამოსახული.

მასზე დაკლიკების შემთხვევაში კი გადავდივართ Google-ის საძიებო სისტემაში, სადაც ყველა იმ ინფორმაციაზე წვდომაა, შესაძლებელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ინტერნეტქსელში მოიპოვება.

ამ მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ულოცავენ ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებული უცხოელი ტურისტებიც. ამის შესახებ ფოტოებსა და მილოცვებს ისინი "ფეისბუქის" მრავალრიცხოვან ჯგუფში - Spend 4 Seasons in Georgia აქვეყნებენ.

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ საქართველო, შენი პოლონელი და ჰოლანდიელი მეგობრები" - წერს კასია დაჩი.

"გაუმარჯოოს საქართველო! Независимости Украины праздную в Грузии" - წერს უკრაინელი ირანა ხავერი

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ დიდი ბრიტანეთიდან. იმედს ვიტოვებ, ერთ დღეს კვლავ დავბრუნდები საქართველოში" - წერს ბრიტანელი ტურისტი ჯეკ კაფი.

ლიეტუველი მიშელ დელგაარდი კი კახეთში, ქართულ სუფრაზე გადაღებული მადისაღმძვრელი ფოტოთი ულოცავს ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს. "შევხვდებით საქართველოში" - წერს ტურისტი.

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოს! ჩინელ ხალხს უყვარხართ და გაფასებთ თქვენ" - წერს ჩინელი ტურისტი ჩონგუანგ ჟოუ და თბილისში გადაღებული ფოტოს აქვეყნებს.

"საქართველო, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე! გიგზავნით სიყვარულს ინდოეთიდან" - წერს ინდოელი ტურისტი კრიშანკან გაური.

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, ჩემო საყვარელო საქართველო!" - წერს უკრაინელი ტურისტი სვეტლანა.

"Gamarjoba Sakartvelo!!! Gilocavt kartvelo megobrebi dges!!!!" - წერს ფრანგი ტურისტი გიიომ ფონტანი.

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, ძვირფასო საქართველო! რამდენჯერაც ჩამოვდივარ, ხელახლა შევიგრძნობ სიცოცხლეს. გიგზავნით სიყვარულს აზერბაიჯანიდან!" - წერს ნიჯატ რზაიევი.

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს დიდებულ ხალხს! ბედნიერება და წარმატებებს გისურვებთ! საქართველო ყოველთვის ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები! მიყვარს საქართველო, მენატრება საქართველო!" - წერს აბერ ფარუკი სირიიდან.

მთავარი ფოტო: ლანა რუშიჩი დანიიდან

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი