ავტორი:

"თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ღირსეულად მოიხდის სასჯელს და არ გაექცევა" - ადვოკატი

"თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ღირსეულად მოიხდის სასჯელს და არ გაექცევა" - ადვოკატი

თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დამტკიცდება, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, - ამის შესახებ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, ბასილაშვილი სასჯელს არ გაექცევა.

“მე პირველ რიგში ვარ ქალი და მუდმივად ვარ ქალბატონების მხარეს, მყავს ქალიშვილი და არავინ იცის, ვის რა შეემთხვევა მომავალში და არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, თუ რა იქნება ხვალ. ამიტომ მე ქალბატონ ნეკასაც მოვუწოდებ და ნებისმიერ ქალბატონს, რომელიც არათუ ფიზიკური ძალადობის, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლებიც თუ არიან, მათ აუცილებლად ამაზე უნდა ისაუბრონ, უნდა გამოავლინონ მოძალადე ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ ესენი, ხშირად მეუღლეები, ძმები, მამები, არ აქვს მნიშვნელობა და თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს. ასევე თუკი დამტკიცდება ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა, ის ღირსეულად მოიხდის სასჯელს, ის ამ სასჯელს არ გაექცევა”, - განაცხადა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გუშინ იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის დანიშნული.

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე

"ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგი იყოს, ე.ი დაზიანებები მიიღო იქამდე, ვიდრე წყალში მოხვდებოდა" - ალექსანდრე გეჯაძე