სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე
"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე

ყო­ფილ ცოლ­ზე ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცო­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ანა აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ 100 000 დო­ლა­რი დო­რო­ყაშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ მი­ა­კუთ­ვნა და ეს თან­ხა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან სა­ჩუ­ქა­რი არაა.

რო­გორც აბა­ში­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი ქმრის­გან ყო­ველ­თვი­უ­რად გარ­კვე­ულ თან­ხას იღებ­და, ტყუ­ი­ლია.

„თით­ქოს მო­და­ვე­ებს შო­რის არის ქო­ნებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი და ამი­ტომ არის აღ­ძრუ­ლი ეს დავა. მე მაქვს დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­საც აქვს. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატს აქვს დო­კუ­მენ­ტი, მაგ­რამ არ ახ­სე­ნე­ბენ, რად­გან აქ წე­რია ის, რაც მათ სტრა­ტე­გი­ას ფაქ­ტობ­რი­ვად, შლის - 100 000 დო­ლა­რი, რო­მე­ლიც თით­ქოს არის ნა­ჩუ­ქა­რი, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის კე­თი­ლი ნება და ვი­თომ ამას უწყა­ლო­ბებს მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს. ეს არის ფული, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ა­კუთ­ვნა ნელი დო­რო­ყაშ­ვილს, იმი­ტომ, რომ ეს არის მისი სა­კუთ­რე­ბა. აქ არის სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ ქო­ნე­ბა გა­ი­ყო ორ ნა­წი­ლად, ქალ­ბა­ტო­ნი ნელი და­თან­ხმდა იმა­ზე ნაკ­ლებს, ვიდ­რე მას კა­ნო­ნით ეკუთ­ვნო­და, იმი­ტომ, რომ არ სურ­და და­ვა­ში შეს­ვლა და არ სურ­და, ბავ­შვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლოს გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­დევ­ნე­ბა, რად­გან ეს არის ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი ბავ­შვის­თვის“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

მი­სი­ვე თქმით, 100 000 დო­ლა­რი სრუ­ლად გა­დახ­დი­ლი არ არის და ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა ჯერ მხო­ლოდ 15 000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

„მო­უ­წევს გა­და­ი­ხა­დოს დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხა 2021 წლის ბო­ლომ­დე, რაც გან­ჩი­ნე­ბა­ში წე­რია. კა­მა­თი ან ჭო­რე­ბი, რომ ბა­ტო­ნი ნი­კო­ლო­ზი სო­ლი­დურ თან­ხას აძ­ლევ­და ყო­ველ­თვი­უ­რად თა­ვის მე­უღ­ლეს, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, უსა­ფუძ­ვლოა. სა­უ­ბა­რი იყო, რომ სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დე შან­ტა­ჟის მსხვერ­პლი იყო და თით­ქოს ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი იყე­ნებს რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ას მის წი­ნა­აღ­მდეგ, ამა­ზე გვაქვს მარ­ტი­ვი კო­მენ­ტა­რი, ეს არის აბ­სურ­დი, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ნელი დო­რო­ყაშ­ვილს ამ თე­მას­თან“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო"
21

შენი რამდენია აქედან??? ეეეეხ როგორ დაეცა წესიერება. ხვალ რას ეტყვი შვილებს???

ანნა აბაშიძეს
88

ჭკვიანი ადვოკატია, საინტერესო ბრძოლა იქნება. არ მგონია ამ ადვოკატმა ტყუილი თქვას, მაგრამ ჭკადუაც კარგი ადვოკატია და ვნახოთ, ვნახოთ, მთავარია ფაქტები.......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე

"100 000 დოლარი საჩუქარი არაა" - რას ამბობს დოროყაშვილს ადვოკატი ბასილაშვილის მიერ ყოფილი მეუღლისთვის თანხის გადახდაზე

ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის, ანა აბაშიძის განცხადებით, განქორწინების შემდეგ 100 000 დოლარი დოროყაშვილს სასამართლომ მიაკუთვნა და ეს თანხა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან საჩუქარი არაა.

როგორც აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაცია, რომ ნელი დოროყაშვილი ყოფილი ქმრისგან ყოველთვიურად გარკვეულ თანხას იღებდა, ტყუილია.

„თითქოს მოდავეებს შორის არის ქონებრივი ინტერესი და ამიტომ არის აღძრული ეს დავა. მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო უწყებასაც აქვს. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს აქვს დოკუმენტი, მაგრამ არ ახსენებენ, რადგან აქ წერია ის, რაც მათ სტრატეგიას ფაქტობრივად, შლის - 100 000 დოლარი, რომელიც თითქოს არის ნაჩუქარი, ბასილაშვილის კეთილი ნება და ვითომ ამას უწყალობებს მის ყოფილ მეუღლეს. ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საკუთრება. აქ არის სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო ორ ნაწილად, ქალბატონი ნელი დათანხმდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე მას კანონით ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ არ სურდა დავაში შესვლა და არ სურდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს გაწელილი პროცედურების მიდევნება, რადგან ეს არის ურთულესი პროცესი ბავშვისთვის“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, 100 000 დოლარი სრულად გადახდილი არ არის და ნელი დოროყაშვილმა ჯერ მხოლოდ 15 000 დოლარი მიიღო.

„მოუწევს გადაიხადოს დარჩენილი თანხა 2021 წლის ბოლომდე, რაც განჩინებაში წერია. კამათი ან ჭორები, რომ ბატონი ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოველთვიურად თავის მეუღლეს, მარტივად რომ ვთქვათ, უსაფუძვლოა. საუბარი იყო, რომ სავარაუდო მოძალადე შანტაჟის მსხვერპლი იყო და თითქოს ნელი დოროყაშვილი იყენებს რაღაც ინფორმაციას მის წინააღმდეგ, ამაზე გვაქვს მარტივი კომენტარი, ეს არის აბსურდი, არანაირი კავშირი არ აქვს ნელი დოროყაშვილს ამ თემასთან“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ - რას ამბობს გარდაცვლილის ბიძა

დააკავეს პირი, რომელმაც აბაშაში მაკრატლით ერთი პირი დაჭრა