საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­თვის მო­რი­გე­ბის აქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 100 000 დო­ლა­რის გა­დახ­და­ზე უარს ამ­ბობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნი­კო­ლოზ ბა­ის­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, სპორ­ტსმენ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კი­თხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სპე­კუ­ლი­რე­ბის საგ­ნად იქცა და ით­ქვა, თით­ქოს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლეს თან­ხას „გა­ჩუ­მე­ბის“ სა­ნაც­ვლოდ უხ­დის.

„ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ყო­ფილ მე­უღ­ლეს გარ­კვე­უ­ლი ქო­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე, მო­რი­გე­ბის აქ­ტით გა­დას­ცა, რად­გან თა­ვი­სი შვი­ლი­სა და მისი შვი­ლის დე­დის ცხოვ­რე­ბა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო. ამ მო­რი­გე­ბის აქ­ტში ასე­ვე ჩა­ი­წე­რა, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ ცოლს 100 000 დო­ლარს მის­ცემ­და. ნი­კო­ლოზ­მა მას უთხრა, რომ ამ თან­ხით ბიზ­ნე­სი და­ე­წყო, რათა და­მა­ტე­ბით კი­დევ ჰქო­ნო­და შე­მო­სა­ვა­ლი. მან ასე­ვე ყო­ფილ ცოლს კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი გა­დას­ცა, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­თვი­უ­რად შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ოდე­ნო­ბას არ და­ვა­სა­ხე­ლებ. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ამ 100 000 დო­ლა­რი­დან 15 000 დო­ლა­რი გა­დახ­დი­ლი აქვს, და­ნარ­ჩე­ნი ამ თვის ბო­ლომ­დე უნდა გა­და­უ­ხა­დოს. რად­გა­ნაც ეს თემა სპე­კუ­ლა­ცი­ის სა­გა­ნი გახ­და, თურ­მე, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ ცოლს თან­ხას იმი­ტომ უხ­დის, რომ რა­ღა­ცა­ზე და­დუმ­დეს და რა­ღა­ცა­ზე გა­ჩუ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ უხ­დის, ჩვენ შევ­წყვი­ტავთ ყვე­ლაფ­რის გა­დახ­დას. თუ ვინ­მეს რამე სათ­ქმე­ლი აქვს, თუ ვინ­მეს რამე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს, წარ­მო­ად­გი­ნოს.

ნი­კამ თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბი­დან ყო­ფილ ცოლს იმა­ზე მეტი მის­ცა, ვიდ­რე ეკუთ­ვნო­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 70% მის­ცა მათი სა­ერ­თო შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბი­დან. მეტი არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა არ ყო­ფი­ლა და არა­ნა­ირ 100 000-ს არ უხ­დის არც თვე­ში და არც წელ­ში გარ­და, ალი­მენ­ტი­სა“, - აცხა­დებს ჭკა­დუა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე გუ­შინ იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

ძალიან გული მწყდება,რომ ეს კარგი ბიჭი ასეთ შარში გაეხვია...

uuu
1

გაამწარა კაცი ცილისწამებამ და შანტაჟმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკოლოზ ბაისლაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, სპორტსმენმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თანხასთან დაკავშირებით საკითხი საზოგადოებაში სპეკულირების საგნად იქცა და ითქვა, თითქოს ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს თანხას „გაჩუმების“ სანაცვლოდ უხდის.

„ნიკოლოზ ბასილაშვილმა განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლეს გარკვეული ქონება სასამართლოს გარეშე, მორიგების აქტით გადასცა, რადგან თავისი შვილისა და მისი შვილის დედის ცხოვრება უზრუნველეყო. ამ მორიგების აქტში ასევე ჩაიწერა, რომ ბასილაშვილი ყოფილ ცოლს 100 000 დოლარს მისცემდა. ნიკოლოზმა მას უთხრა, რომ ამ თანხით ბიზნესი დაეწყო, რათა დამატებით კიდევ ჰქონოდა შემოსავალი. მან ასევე ყოფილ ცოლს კომერციული ფართები გადასცა, საიდანაც ყოველთვიურად შემოსავალი აქვს, ოდენობას არ დავასახელებ. ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ 100 000 დოლარიდან 15 000 დოლარი გადახდილი აქვს, დანარჩენი ამ თვის ბოლომდე უნდა გადაუხადოს. რადგანაც ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა, თურმე, ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თანხას იმიტომ უხდის, რომ რაღაცაზე დადუმდეს და რაღაცაზე გაჩუმების სანაცვლოდ უხდის, ჩვენ შევწყვიტავთ ყველაფრის გადახდას. თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს, თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს.

ნიკამ თანაცხოვრებისას შეძენილი ქონებიდან ყოფილ ცოლს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე ეკუთვნოდა, დაახლოებით, 70% მისცა მათი საერთო შეძენილი ქონებიდან. მეტი არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და არანაირ 100 000-ს არ უხდის არც თვეში და არც წელში გარდა, ალიმენტისა“, - აცხადებს ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გუშინ იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

სოფო კილაძის ყოფილ ქმარს პატიმრობა შეეფარდა

"ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება" - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია