მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - ლამაზმანის ფოტოები "ინსტაგრამიდან"
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - ლამაზმანის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფილ ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა გერ­მა­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნი შარ­ლო­ტა ელე­ნაა, რო­მელ­თა­ნაც, რო­გორც ჩანს, ბა­სი­ლაშ­ვილს კარ­გა ხა­ნია რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

შარ­ლო­ტა ნი­კას მსგავ­სად, ჩოგ­ბურ­თე­ლია. ის "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ ჩოგ­ბურ­თელ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ რო­მან­ტი­კულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში, ერთ-ერთ სა­ზღვაო კუ­რორტზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ცო­ტა­ო­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ხომ არ გინ­დათ?" - ასა­თა­უ­რებს გო­გო­ნა ფო­ტოს.

რო­გორც ჩანს, შარ­ლო­ტი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­საც იც­ნობს. წყვი­ლის ფო­ტო­ებ­ზე კო­მენ­ტა­რებს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ძმა, თენ­გო ბა­სი­ლაშ­ვი­ლიც აკე­თებს. ცნო­ბი­ლია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, შარ­ლო­ტა ახლა ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­სა­მარ­თლოს­თან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩოგ­ბურ­თე­ლის ოჯახ­თან ერ­თად ისიც ჩანს.

მო­ცე­მულ ფო­ტო­ზე შარ­ლო­ტი ნი­კო­ლო­ზის ძმის ცოლ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი

ასევე დაგაინტერესებთ
14:00 / 24-05-2020

ვინ არის მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომლის ცემისთვისაც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი დააკავეს

12:51 / 25-05-2020

"შოკშია სრულიად, გაოგნებულია, ნუთუ ეს ასე ხდება მართლაო?" - ბასილაშვილის საქმის რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ადვოკატი

17:08 / 25-05-2020

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

14:09 / 27-07-2020

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კორონავირუსს მადლობას უხდის - რას წერს შარლოტა ჰელენა საქართველოს დატოვების შემდეგ

13:00 / 21-08-2020

PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა - "ის  წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას"

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლეს, რო­მელ­თა­ნაც ახლა სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­შია, 2019 წელს, 6-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ გა­შორ­და. ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ერთი ვაჟი ჰყავთ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე დღეს იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
==========
9

ძალიან ლაამაზი გოგო ნამდვილად კარგი წყვილია. ნელის ნაღდად ჯობია თავის ბუნბრიობიტ და ღიმილით და იმედია შიშევლი არ ირბენს რამდენი ქმარი გაბარზდება

ილკარი
7

აი ეს მესმის... გარეგნობით ეტყობა რომ შეგნებული ადამიანია... წარმატებები წყვილს... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - ლამაზმანის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული - ლამაზმანის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილ ცოლზე ძალადობა ედება ბრალად, შეყვარებულია. მისი მეგობარი გოგონა გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ელენაა, რომელთანაც, როგორც ჩანს, ბასილაშვილს კარგა ხანია რომანტიკული ურთიერთობა აქვს.

შარლოტა ნიკას მსგავსად, ჩოგბურთელია. ის "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ყველაზე წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც თებერვალში, ერთ-ერთ საზღვაო კურორტზეა გადაღებული.

"ცოტაოდენი სიყვარული ხომ არ გინდათ?" - ასათაურებს გოგონა ფოტოს.

როგორც ჩანს, შარლოტი ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრებსაც იცნობს. წყვილის ფოტოებზე კომენტარებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, თენგო ბასილაშვილიც აკეთებს. ცნობილია, რომ სავარაუდოდ, შარლოტა ახლა ნიკოლოზთან ერთად თბილისში იმყოფება. სასამართლოსთან გადაღებულ კადრებში ჩოგბურთელის ოჯახთან ერთად ისიც ჩანს.

მოცემულ ფოტოზე შარლოტი ნიკოლოზის ძმის ცოლთან ერთადაა აღბეჭდილი

ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც ახლა სამართლებრივ დავაშია, 2019 წელს, 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა. ნეკა დოროყაშვილს და ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი ვაჟი ჰყავთ.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა

ესპანეთში, ბარის რეკონსტრუქციის დროს, უძველესი ჰამამი აღმოაჩინეს - საიდუმლო ადგილი, რომელიც ხალხს არქიტექტორმა დაუმალა

როგორ მიულოცა დაბადების დღე ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანელმა შეყვარებულმა - "ერთი დღე არ არის საკმარისი"