მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - პრემიერი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­ჭოს წევ­რებ­მა გა­ნი­ხი­ლეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მათი ეტა­პობ­რი­ვი მოხ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აც­ნო­ბი­ე­რებს მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბით, მო­სახ­ლე­ბის­თვის შექ­მნილ სირ­თუ­ლე­ებს და კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­დე­ბას და კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კუ­თხით მიღ­წე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამას­თან, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხოდ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მოკ­ლე ვა­და­ში აღ­დგე­ნის­თვის", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე, კვლავ ძა­ლა­ში რჩე­ბა მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მი თეთ­რი­წყა­რო­სა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ სო­ფელ­ში - მუ­შე­ვან­სა და გე­ტა­ში. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, სოფ­ლებ­ში და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სახ­ლე­ო­ბის ტეს­ტი­რე­ბა. სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცესს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გილ­ზე აკონ­ტრო­ლე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ­სე­ბულ ზო­გად ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 731 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, სა­ი­და­ნაც 526 პირი უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და. უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე. გარ­დაც­ვლი­ლია 12 ადა­მი­ა­ნი. ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 3 076 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 300 პირი.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის მიზ­ნით სხდო­მებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ნაგ­რძობს.

საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
22

საქართველოს მთავრობამ ეფექტურად იმუშავა ამ მსოფლიო კრიზისის ფონზე ! 

grisha
16

ბატონი გიორგი როგორც ყოველთვის დროულად და პროფესიონალურად რეაგირებს არსებულ პრობლემებზე და ხალხის გასაჭირი როგორც ყოველთვის ხალხზე ზრუნვაზეა ორიენტერებული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - პრემიერი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

"ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალი, სოფლებში დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირება. საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

როდის განაახლებენ მუშაობას სავალუტო ჯიხურები

როგორ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა