ავტორი:

"შოკშია სრულიად, გაოგნებულია, ნუთუ ეს ასე ხდება მართლაო?" - ბასილაშვილის საქმის რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ადვოკატი

"შოკშია სრულიად, გაოგნებულია, ნუთუ ეს ასე ხდება მართლაო?" - ბასილაშვილის საქმის რა დეტალებზე და ვიდეოჩანაწერებზე საუბრობს ადვოკატი

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სპორტსმენის მხრიდან ყოფილ ცოლზე არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

"გამოძიების პირველ ეტაპზე, 48 საათში რაც მოხდა, გამოიკითხა დაზარალებული და ძირითადად, საქმეში მისი ჩვენებებია. ასევე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზა და ველოდებით დასკვნებს.

დაიკითხნენ მეზობლები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ყველაფერს, თვითმხილველები არიან და ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია" - აღნიშნა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, მაშინ როდესაც სასამართლოს ჯერ არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის ბრალდებული ძალადობაში, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ის უკვე "მონათლა" მოძალადე, რითაც მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია:

"დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს მოვლენების დრამატიზებას, როდესაც ამბობს, რომ არ იცის, გიტარით, ნაჯახით თუ ჩონგურით მოსდევდა მამამთილი. ამის შესაბამისი ვიდეოჩანაწერიც არსებობს და თუკი საჭირო გახდება, შევეცდებით საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში. გარდა ამისა, ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, უჭირს გადაადგილება და ძალიანაც რომ სდომოდა, ვერ გამოეკიდებოდა... ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია, მთელი ოჯახი არის განადგურებული...

მიზანმიმართულად მიმდინარეობს ნეგატიური ინფორმაციის გაჟღერება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმიანი რეპუტაცია შეილახოს საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება მასზე, არაფერს ვამბობ, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - შოკშია სრულიად, გაოგნებულია, ნუთუ ეს ასე ხდება მართლა? ეს რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, არ დავიჯერებდიო... მისი ინტერესია შვილი იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას პროვოკაციას მოუწყობდნენ. გვაქვს ამის მტკიცებულება და თუ აუცილებელი გახდება, იძულებული გავხდებით საზოგადოებას მივაწოდოთ, რადგან არ შეიძლება, მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრებები ისმინოს საზოგადოებამ" - განაცხადა ჭკადუამ "იმედის დღის" ეთერში.

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელის უკანასკნელი სურვილის ასრულებისთვის, აშშ-ს საელჩო ქართულ თემს და ელჩს მადლობას უხდის

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება