გამთენიისას, თბილისში მომხდარ ავარიას 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილი თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იყო და დილით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტომანქანა დაეჯახა.
შემთხვევა ისანი-სამგორის რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ჯერ ნაგვის ურნას დაეჯახა, შემდეგ კი 60 წლის მამაკაცს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მიხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.