პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ველოსიპედისტი, რომელსაც "კომენდანტის საათის" მოხსნის შემდეგ ავტომანქანა დაეჯახა, ცნობილი ფსიქიატრია
ველოსიპედისტი, რომელსაც "კომენდანტის საათის" მოხსნის შემდეგ ავტომანქანა დაეჯახა, ცნობილი ფსიქიატრია

22 მა­ი­სის ღა­მით, მას შემ­დეგ რაც ქვე­ყა­ნა­ში "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" გა­უქ­მდა, თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მოხ­და, რა დრო­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ვე­ლო­სი­პე­დისტს და­ე­ჯა­ხა.

ვე­ლო­სი­პედს ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია "ნე­ბას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე მარ­თავ­და. მას AMBEBI.GE-ის სა­ი­ტის მკი­თხვე­ლიც კარ­გად იც­ნობს, რად­გან სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად წერ­დნენ მას­თან ინ­ტერ­ვი­უს.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­დღუ­ლა­ძე გვი­ან ღა­მით სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლი­სა­კენ ვე­ლო­სი­პე­დით მი­ე­მარ­თე­ბო­და, რა დრო­საც თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. მძღოლ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი არ მი­ა­ტო­ვა და თა­ვად­ვე გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც დრო­უ­ლად მი­ვი­და ად­გილ­ზე და და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

AMBEBI.GE ან­დღუ­ლა­ძის ოჯახს და­უ­კავ­შირ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფსი­ქი­ატრმა ავა­რი­ის შე­დე­გად სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო - მას გა­ტე­ხი­ლი აქვს ნეკ­ნე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ფილ­ტვი, ასე­ვე მი­ი­ღო ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა. ჩა­უ­ტარ­და ერთი გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია.

ჯერ­ჯე­რო­ბით პა­ცი­ენ­ტი ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზეა, თუმ­ცა ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად კონ­ტაქ­ტუ­რია და ექი­მე­ბი და­მა­ი­მე­დე­ბელ პროგ­ნოზს აკე­თე­ბენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შემ­თხვე­ვა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი უკვე და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ვერ გაითავისეს ავტომობილის მძროლებმა რომ ქალაქის ქუჩები საგაზაო ადგილი არ არის.

111
0

ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და კარგად ყოფნას, ჩვენს საზოგადოებას ჰაერივით ჭირდება ფიზიკურ სულიერად ჟანსაღი ინდივიდები (მავანთა დისკრიმინაციად ნუ ჩათვლით).

მძღოლების საყურადღებოდ, განსაკუთრფებით ახალგაზრდების პოტენციურ მანქანებზე, ერთხელ და სამუდაომო, ყველამ უნდა შეიგნოს ქალაქი არის ნელი დელიკატური სატრანსპორტო არტერია, ნუ აგდებთ საფრთხეში სხვებს და საკუთარ თავს, სანანებლად ნუ იხდით "ერთი გაზის დაჭერას", სიმშვიდე და სიწყნარე უნდა სუფევდეს როგორც ყველა სივილურ საზოგადოებაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ველოსიპედისტი, რომელსაც "კომენდანტის საათის" მოხსნის შემდეგ ავტომანქანა დაეჯახა, ცნობილი ფსიქიატრია

ველოსიპედისტი, რომელსაც "კომენდანტის საათის" მოხსნის შემდეგ ავტომანქანა დაეჯახა, ცნობილი ფსიქიატრია

22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.

ველოსიპედს ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნებას" დამფუძნებელი დავით ანდღულაძე მართავდა. მას AMBEBI.GE-ის საიტის მკითხველიც კარგად იცნობს, რადგან სხვადასხვა თემაზე ჩვენი ჟურნალისტები ხშირად წერდნენ მასთან ინტერვიუს.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ანდღულაძე გვიან ღამით სამსახურიდან სახლისაკენ ველოსიპედით მიემართებოდა, რა დროსაც თამარაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლმა შემთხვევის ადგილი არ მიატოვა და თავადვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელიც დროულად მივიდა ადგილზე და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

AMBEBI.GE ანდღულაძის ოჯახს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო - მას გატეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს ფილტვი, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება. ჩაუტარდა ერთი გადაუდებელი ოპერაცია.

ჯერჯერობით პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა, თუმცა ოჯახის განცხადებით მისი მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება, პერიოდულად კონტაქტურია და ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო.

2011 წელს, რუსთაველის გამზირზე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს - შსს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, მათგან ერთი ორსულია - მძიმე კადრები ტრაგედიის ადგილიდან

"ხელყუმბარა არ ჰქონია" - რას ყვება გუშინ, გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"