მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე
ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

სომ­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და - ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო დღე-ღა­მე­ში 452-ით გა­ი­ზარ­და და პა­ცი­ენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბამ 7 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის მი­უ­ხე­და­ვად, თით­ქმის ორ­თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნა. მარ­თა­ლია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, მა­ღა­ზი­ებ­სა და კა­ფე­ებ­ში, თუ სხვა და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პირ­ბა­დით შე­ვიდ­ნენ, თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­თხოვ­ნას სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით არ ას­რუ­ლებს.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს, ვირუ­სის გამო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს და ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მუდ­მი­ვად მი­აქვს იე­რი­ში, რაც უმე­ტე­სად რუ­სე­თი­დან არის წა­ქე­ზე­ბუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან ორი წლის შემ­დეგ, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გამ­ძლე­ო­ბა­ში ყო­ველ­დღი­ურ ტესტს გა­დის. ამა­ვე აზრს იზი­ა­რე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბიც.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გი, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ცენ­ტრის ანა­ლი­ტი­კო­სი სტე­ფან გრი­გო­რი­ა­ნი, სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ასე ეხ­მა­უ­რე­ბა:

- რე­ა­ლუ­რად, ახლა სომ­ხეთ­ში ორი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც, სერჟ სარ­გსი­ა­ნია დღემ­დე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ისი­ნი პო­ზი­ცი­ებს არ თმო­ბენ... რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, ის გვე­უბ­ნე­ბა: ჩვენ თქვენ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში იმი­ტომ კი არ მი­გი­ღეთ, რომ კარ­გად გე­ცხოვ­რათ, თქვე­ნი უფრო მკაც­რი კონ­ტრო­ლი გვსურ­და... არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რუ­სე­თი გა­ზის ფაქ­ტორს ძა­ლი­ან კარ­გად იყე­ნებს, რომ ჩვენ ხელ­ში ვყავ­დეთ;

ბე­ლო­რუ­სი გა­სა­გე­ბია - მო­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰყავთ და გა­სა­გე­ბია, რომ რუ­სე­თი ამ მე­ქა­ნიზმს ხე­ლი­დან არას­დროს გა­უშ­ვებს. ეს მის­თვის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია. სომ­ხე­თი და ბე­ლო­რუ­სი ცდი­ლო­ბენ სა­ბაზ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­დას­ვლას, მაგ­რამ ამის­თვის დიდი ბრძო­ლა მოგ­ვი­წევს და თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა არ ღირს - რუ­სე­თი არას­დროს გა­უშ­ვებს ხელს იმ მე­ქა­ნიზმს, რომ­ლი­თაც გვმარ­თავს და თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არას­დროს მი­მარ­თავს... ამი­ტო­მაც, რუ­სე­თის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან­ნი არი­ან ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბი­თა­ცაა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის გაზ­ზე თით­ქმის 100%-ით არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი".

სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე ჰას­მიკ აბ­რა­მი­ა­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნას კონ­ტექ­სტში, თუ მის მიღ­მა ხდე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის მი­ე­რაა მარ­თუ­ლი:

- ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი არის პო­ლი­ტი­კა. სარ­გსი­ა­ნის დრო­ინ­დე­ლი მა­ფი­ო­ზე­ბი, ფა­ში­ნი­ანს ებ­რძვი­ან ყვე­ლა მი­სა­ღე­ბი და მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მით. ორი წე­ლია ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს, მაგ­რამ ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი არ ის­ვე­ნე­ბენ და ჩა­საფ­რე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ურე­ვენ, რად­გან რე­ფორ­მებს გა­დაყ­ვა მათი კე­თილ­დღე­ო­ბა, ზო­გის მთლი­ა­ნად, ზო­გის ნა­წი­ლობ­რივ. ვერ ის­ვე­ნე­ბენ და ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე გა­აფ­თრე­ბუ­ლი ებ­რძვი­ან, რომ ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

ცენ­ტრა­ლურ ტე­ლე­ვი­ზი­ას, კი­დევ ერთ-ორ არხს და რამ­დე­ნი­მე ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მას თუ არ ჩავ­თვლით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში ოპო­ზი­ცი­ას­თან არა­თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - ოპო­ზი­ცია უგებს. მათი მე­დი­ი­დან კი, აგ­რე­სი­ის ნი­აღ­ვა­რი მო­დის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ რო­გორ­მე მო­სახ­ლე­ო­ბას ჩა­უ­ნერ­გონ, ეს არ არის გუნ­დი, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლია, რომ ის მტრობს რუ­სეთს, რო­მელ­თა­ნაც ეკო­მი­კუ­რად მიბ­მუ­ლი ვართ, იწევს და­სავ­ლე­თის­კენ, რო­მელ­საც არ აინ­ტე­რე­სებს სომ­ხე­თი და ამი­ტომ, შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის­გან სან­ქცი­ე­ბი მი­ვი­ღოთ...

ამა­ში ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად, ჩარ­თუ­ლი არი­ან ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გაც ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ი­ლაშ­ქრა. მათ თა­ვი­ან­თი "ტრო­ლე­ბი" ჰყავთ და უამ­რავ ფულს ხარ­ჯა­ვენ...

მათ ემა­ტე­ბათ რუ­სე­თი­დან მხარ­და­ჭე­რი­ლი და მარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი, რო­მელ­თა კვა­ლიც ისევ და ისევ სარ­გსი­ა­ნის გა­რე­მოც­ვა­სა და მის კლან­თან მი­დის. მა­თაც ჰყავთ ახა­ლი თა­ო­ბა, რო­მელ­თა უზ­რუნ­ველ მო­მა­ვალ­საც საფრ­თხე შე­ექ­მნა და ვერ ეგუ­ე­ბი­ან. ძვე­ლე­ბი არ­სად წა­სუ­ლან, ხელ­საყ­რელ მო­მენტს ელო­დე­ბი­ან, რომ სი­ტუ­ა­ცია ხელ­ში ჩა­იგ­დონ, რად­გან რე­ფორ­მე­ბის გამო წი­ლე­ბი და­კარ­გეს.

სომ­ხეთ­ში, კა­რენ დე­მირ­ჭი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სპორ­ტუ­ლი და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის ფოიე სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლად გა­და­კეთ­და

- სომ­ხეთ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი სუ­რა­თი. ეს პო­ლი­ტი­კას­თან რა კავ­შირ­შია?

- ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­შია. მე და ჩემი მე­უღ­ლე თვე­ში ერთხელ გა­მოვ­დი­ვართ სახ­ლი­დან. მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ა­ში და მა­ში­ნაც პირ­ბა­დით და ლა­მის სპე­ცე­კი­პი­რე­ბით. არა­და, ქა­ლა­ქი სავ­სეა ხალ­ხით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი არაფ­რად აგ­დებს შე­ზღუდ­ვებს. მა­ღა­ზი­ებ­ში დის­ტან­ცი­ას არა­ვინ იცავ­და, არც პირ­ბა­დე და ხელ­თათ­მა­ნე­ბი ჰქონ­დათ, შე­მო­ხა­ზულ წრე­ებ­ში არ დგე­ბოდ­ნენ. აქეთ გა­მოგ­ვლან­ძღეს: ტყუ­ი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, არა­ვი­თა­რი ვირუ­სი არ არ­სე­ბობ­სო, ვი­ღა­ცებს სურთ სახ­ლში ვი­ყოთ, რომ ად­ვი­ლად გვმარ­თო­ნო.

ვი­ღა­ცე­ბი ასეთ ხმებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ, ზოგი კი მარ­თლა იჯე­რებს, რომ ვირუ­სი მსოფ­ლიო აფი­ო­რაა

AMBEBI.GE-ს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ამ­რაზ კა­რა­პე­ტი­ა­ნი უყ­ვე­ბა, რომ ეს მო­საზ­რე­ბაც რუ­სე­თი­დან შე­მო­ვი­და:

- ასე­თებს თუ ეტყვი, რუ­სეთ­შიც არ სჯე­რათ და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი აქ­ვთო, გი­პა­სუ­ხე­ბენ: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სიც ხო­ცავს ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ახლა ფულს უხ­დი­ან ჭი­რი­სუფ­ლებს, რომ თქვან - ვირუს­მა მოკ­ლაო... მე­ო­რეს მხრივ კი, იგი­ვე ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­წას­თან ას­წო­რებს, ვირუსს ვერ აჩე­რე­ბენ, მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა კარ­გად გა­არ­თვეს თავი, ჩვენ­თან კი ხალ­ხს გა­რეთ არ უშ­ვე­ბენ, დღი­ურ შე­მო­სა­ვალ­ზე მყო­ფე­ბი უმუ­შე­ვა­რი და­ტო­ვეს, ხალ­ხს სამ­სა­ხუ­რე­ბი წა­არ­თვეს, კომ­პენ­სა­ცი­ას არ გვაძ­ლე­ენ, ადა­მი­ა­ნე­ბი კი მა­ინც იხო­ცე­ბი­ნაო...

ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნი­ჰი­ლიზ­მი და­ნერ­გონ. ახლა მშვე­ნი­ე­რი დრო აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­ვიდ-19-თან ბრძო­ლა­ში მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი, უნი­ა­თო და უმაქ­ნი­სი წარ­მო­ა­ჩი­ნონ - ძვე­ლი კად­რე­ბი გა­უშ­ვეს, ახალ­გაზ­რდე­ბი მო­იყ­ვა­ნე­სო.

არა­და, "ძვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის" უდი­დეს ნა­წილს, დიპ­ლო­მი ნა­ყი­დი ჰქონ­და და იმ გა­უ­მარ­თა­ვი სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის შე­დე­გებს კი­დევ რამ­დე­ნი წელი მო­ვიმ­კით, არა­ვინ იცის... მოკ­ლედ, ერთი სული აქვთ, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ იფეთ­ქოს, აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყოს, რაც ზო­გი­ერ­თე­ბის წის­ქვილ­ზე და­ას­ხამს წყალს.

ვერ ვი­ტყვით, რომ ახლა რუ­სეთს ჩვენ­თვის არ სცა­ლია - მას სომ­ხე­თის­თვის ყო­ველ­თვის სცა­ლია, თუნ­დაც გი­უმ­რის ბა­ზის გამო, სა­დაც ასე­ვე მძვინ­ვა­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სი. იქ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ კრემლში აქვთ, ცნო­ბი­ლია არა­ერ­თი სპეც­რე­ი­სის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც პა­ცი­ენ­ტე­ბი რუ­სეთ­ში გა­დაჰ­ყავთ. ად­გი­ლობ­რივ სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტილ­შიც უამ­რა­ვი და­ვირუ­სე­ბუ­ლია".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამანო მამამიცხონდაშვილი
47

...და თან თავისი შოვინისტი მისიტრების ხელით ქართველებსაც ებრძვის. ეგრე ხომ? ეს ხდება უბრალოდ საუკუნეების მანძილზე და თავს არიან უკვე გასულები

ჯაფარი
19

მაგათ რუსეთის ბაზა რომ არ ედგეთ, ალიევი ერთ საათში შევიდოდა ერევანში. აი მერე დამთავრსებოდა მაგათი ბაქიაობა. 1915 წელს ეტყობა სომხებმა ჭკუა ვერ ისწვლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

ფაშინიანი კორონავირუსს და სარგსიანის დროინდელ მაფიოზებს ერთდროულად ებრძვის - რას ყვებიან სომხები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

სომხეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 452-ით გაიზარდა და პაციენტთა რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა.

შემთხვევების ზრდის მიუხედავად, თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეზღუდვა მოიხსნა. მართალია, მოქალაქეები ვალდებულნი არიან, მაღაზიებსა და კაფეებში, თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში პირბადით შევიდნენ, თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მოთხოვნას სხვადასხვა მიზეზით არ ასრულებს.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, ოპოზიცია ცდილობს, ვირუსის გამო შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოიყენოს და ფაშინიანის ხელისუფლებაზე მუდმივად მიაქვს იერიში, რაც უმეტესად რუსეთიდან არის წაქეზებული. მათივე თქმით, რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება, გამძლეობაში ყოველდღიურ ტესტს გადის. ამავე აზრს იზიარებენ ექსპერტებიც.

სომეხი პოლიტოლოგი, გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრის ანალიტიკოსი სტეფან გრიგორიანი, სომხეთში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელში ასე ეხმაურება:

- რეალურად, ახლა სომხეთში ორი ხელისუფლებაა, რადგან სახელმწიფო სისტემაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც, სერჟ სარგსიანია დღემდე პრემიერ-მინისტრი. ისინი პოზიციებს არ თმობენ... რაც შეეხება რუსეთს, ის გვეუბნება: ჩვენ თქვენ ევრაზიულ კავშირში იმიტომ კი არ მიგიღეთ, რომ კარგად გეცხოვრათ, თქვენი უფრო მკაცრი კონტროლი გვსურდა... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი გაზის ფაქტორს ძალიან კარგად იყენებს, რომ ჩვენ ხელში ვყავდეთ;

ბელორუსი გასაგებია - მონურ მდგომარეობაში ჰყავთ და გასაგებია, რომ რუსეთი ამ მექანიზმს ხელიდან არასდროს გაუშვებს. ეს მისთვის აპრობირებული მეთოდია. სომხეთი და ბელორუსი ცდილობენ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას, მაგრამ ამისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს და თავის მოტყუება არ ღირს - რუსეთი არასდროს გაუშვებს ხელს იმ მექანიზმს, რომლითაც გვმართავს და თავის წინააღმდეგ არასდროს მიმართავს... ამიტომაც, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა დამსახურებითაცაა, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის გაზზე თითქმის 100%-ით არის დამოკიდებული".

სომხეთის მოქალაქე ჰასმიკ აბრამიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ახლა ქვეყანაში კორონას კონტექსტში, თუ მის მიღმა ხდება, გარკვეული ძალების მიერაა მართული:

- ყველაფრის მიზეზი არის პოლიტიკა. სარგსიანის დროინდელი მაფიოზები, ფაშინიანს ებრძვიან ყველა მისაღები და მიუღებელი ფორმით. ორი წელია ახალი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ყოფილი თანამდებობის პირები არ ისვენებენ და ჩასაფრებულის პოზიციიდან ურევენ, რადგან რეფორმებს გადაყვა მათი კეთილდღეობა, ზოგის მთლიანად, ზოგის ნაწილობრივ. ვერ ისვენებენ და ნებისმიერ რამეზე გააფთრებული ებრძვიან, რომ ფაშინიანის ხელისუფლების არაეფექტურობა წარმოაჩინონ.

ცენტრალურ ტელევიზიას, კიდევ ერთ-ორ არხს და რამდენიმე ბეჭდურ გამოცემას თუ არ ჩავთვლით, ხელისუფლება საინფორმაციო ომში ოპოზიციასთან არათანაბარ მდგომარეობაშია - ოპოზიცია უგებს. მათი მედიიდან კი, აგრესიის ნიაღვარი მოდის ყველა მიმართულებით, რომ როგორმე მოსახლეობას ჩაუნერგონ, ეს არ არის გუნდი, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია, რომ ის მტრობს რუსეთს, რომელთანაც ეკომიკურად მიბმული ვართ, იწევს დასავლეთისკენ, რომელსაც არ აინტერესებს სომხეთი და ამიტომ, შესაძლოა, რუსეთისგან სანქციები მივიღოთ...

ამაში ოპოზიციასთან ერთად, ჩართული არიან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომელთა წინააღმდეგაც ახალმა ხელისუფლებამ გაილაშქრა. მათ თავიანთი "ტროლები" ჰყავთ და უამრავ ფულს ხარჯავენ...

მათ ემატებათ რუსეთიდან მხარდაჭერილი და მართული ძალები, რომელთა კვალიც ისევ და ისევ სარგსიანის გარემოცვასა და მის კლანთან მიდის. მათაც ჰყავთ ახალი თაობა, რომელთა უზრუნველ მომავალსაც საფრთხე შეექმნა და ვერ ეგუებიან. ძველები არსად წასულან, ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ სიტუაცია ხელში ჩაიგდონ, რადგან რეფორმების გამო წილები დაკარგეს.

სომხეთში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტული და საკონცერტო დარბაზის ფოიე საველე ჰოსპიტალად გადაკეთდა

- სომხეთში ყოველდღიურად მძიმდება ვირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი სურათი. ეს პოლიტიკასთან რა კავშირშია?

- ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. მე და ჩემი მეუღლე თვეში ერთხელ გამოვდივართ სახლიდან. მხოლოდ მაღაზიაში და მაშინაც პირბადით და ლამის სპეცეკიპირებით. არადა, ქალაქი სავსეა ხალხით, უამრავი ადამიანი არაფრად აგდებს შეზღუდვებს. მაღაზიებში დისტანციას არავინ იცავდა, არც პირბადე და ხელთათმანები ჰქონდათ, შემოხაზულ წრეებში არ დგებოდნენ. აქეთ გამოგვლანძღეს: ტყუილია ეს ყველაფერი, არავითარი ვირუსი არ არსებობსო, ვიღაცებს სურთ სახლში ვიყოთ, რომ ადვილად გვმართონო.

ვიღაცები ასეთ ხმებს მიზანმიმართულად ავრცელებენ, ზოგი კი მართლა იჯერებს, რომ ვირუსი მსოფლიო აფიორაა

AMBEBI.GE-ს სამოქალაქო აქტივისტი ამრაზ კარაპეტიანი უყვება, რომ ეს მოსაზრებაც რუსეთიდან შემოვიდა:

- ასეთებს თუ ეტყვი, რუსეთშიც არ სჯერათ და უმძიმესი სურათი აქვთო, გიპასუხებენ: ჩვეულებრივი ვირუსიც ხოცავს ადამიანებს, მაგრამ ახლა ფულს უხდიან ჭირისუფლებს, რომ თქვან - ვირუსმა მოკლაო... მეორეს მხრივ კი, იგივე ხალხი ხელისუფლებას მიწასთან ასწორებს, ვირუსს ვერ აჩერებენ, მეზობელ საქართველოში რა კარგად გაართვეს თავი, ჩვენთან კი ხალხს გარეთ არ უშვებენ, დღიურ შემოსავალზე მყოფები უმუშევარი დატოვეს, ხალხს სამსახურები წაართვეს, კომპენსაციას არ გვაძლეენ, ადამიანები კი მაინც იხოცებინაო...

ერთი სიტყვით, ყველანაირად ცდილობენ, მოსახლეობაში ნიჰილიზმი დანერგონ. ახლა მშვენიერი დრო აქვთ ხელისუფლება კოვიდ-19-თან ბრძოლაში მოუმზადებელი, უნიათო და უმაქნისი წარმოაჩინონ - ძველი კადრები გაუშვეს, ახალგაზრდები მოიყვანესო.

არადა, "ძველი პროფესიონალების" უდიდეს ნაწილს, დიპლომი ნაყიდი ჰქონდა და იმ გაუმართავი სამედიცინო სისტემის შედეგებს კიდევ რამდენი წელი მოვიმკით, არავინ იცის... მოკლედ, ერთი სული აქვთ, უკმაყოფილებამ იფეთქოს, აქციები დაიწყოს, რაც ზოგიერთების წისქვილზე დაასხამს წყალს.

ვერ ვიტყვით, რომ ახლა რუსეთს ჩვენთვის არ სცალია - მას სომხეთისთვის ყოველთვის სცალია, თუნდაც გიუმრის ბაზის გამო, სადაც ასევე მძვინვარებს კორონავირუსი. იქ არსებული რეალური ინფორმაცია მხოლოდ კრემლში აქვთ, ცნობილია არაერთი სპეცრეისის შესახებ, რომლითაც პაციენტები რუსეთში გადაჰყავთ. ადგილობრივ საველე ჰოსპიტილშიც უამრავი დავირუსებულია".

აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა - რომის პაპის კომენტარი

რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ