ავტორი:

ძლიერი წვიმა, მოსალოდნელია სეტყვაც - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ძლიერი წვიმა, მოსალოდნელია სეტყვაც - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ვარაუდით, საქართველოში 26 მაისამდე შენარჩუნებული იქნება წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებასაც ავრცელებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება