პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს
"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. ბა­სი­ლაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს არ აპი­რებს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ა­ში შეს­ვლას და სჯე­რა, რომ სი­მარ­თლეს სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ამ­ტკი­ცებს.

ჩოგ­ბურ­თე­ლი მხარ­დამ­ჭე­რებ­საც მი­მარ­თავს და მად­ლო­ბას უხ­დის.

"ვწუხ­ვარ და ბო­დიშს ვუხ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩემი ოჯა­ხის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო. ვგრძნობ თქვენს ყო­ველ­წა­მი­ერ მხარ­და­ჭე­რას და სიყ­ვა­რულს, რის­თვი­საც უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რი ვარ.რაც შე­ე­ხე­ბა, 22 მა­ისს, გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, ვი­მე­დოვ­ნებ ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ირ­კვე­ვა, ახლა უკვე სა­სა­მარ­თლო­ში და დად­გე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი, მა­ნამ­დე კი, არ მსურს ვი­სა­უბ­რო ჩემს პი­რად სივ­რცე­ზე.

არ ვა­პი­რებ სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ა­ში შე­ვი­დე ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და ვამ­ტკი­ცო ის, რაც ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ის ჩემი ერ­თა­დერ­თი ვა­ჟიშ­ვი­ლის, ლუ­კა­სის, დე­დაა და ასე დარ­ჩე­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, ჩემი მი­ზა­ნია ცხოვ­რე­ბის ამ რთულ ეტაპ­ზე და­ვიც­ვა ჩემი სი­მარ­თლე ისე, რომ არ და­ზი­ან­დეს ლუ­კა­სის ინ­ტე­რე­სე­ბი. სწო­რედ ჩემ შვილ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბულს მხდის, არ ვუ­პა­სუ­ხო უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს, თუმ­ცა მჯე­რა, რომ სი­მარ­თლეს სა­სა­მარ­თლო­ში, ჩემი იუ­რის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებ" - ნათ­ქვა­მია ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე დღეს იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
48

გაიხარე ძმაო მაგრამ ქალზე ძალადობა არავაჟკაცურია მიუხედავად იმისა თუ ქალი პროვოკატორია ! 

Giorgi sixarulidze
54

გაიხარე ძმაო მაგრამ ქალზე ძალადობა არავაჟკაცურია მიუხედავად იმისა თუ ქალი პროვოკატორია !

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. ბასილაშვილმა განცხადება "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ბასილაშვილი აღნიშნავს არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და სჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ადვოკატების დახმარებით დაამტკიცებს.

ჩოგბურთელი მხარდამჭერებსაც მიმართავს და მადლობას უხდის.

"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე.

არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ" - ნათქვამია ბასილაშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

რა მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ და რამდენად უსაფრთხოა tik-toki - რეკომენდაციები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს გამოადგებათ

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში 10 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება