ავტორი:

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებას განმარტავს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებას განმარტავს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი, მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოს მიმართ განცხადებებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მინისტრის სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა.

„ტოროსიანმა სომხეთის და საქართველოს სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა, რაც სრულიად კონტექსტიდან იყო ამოჭრილი ადგილობრივი და ქართული მედიის მიერ“, -წერს ნიკოგოსიანი და ამის დასტურად მინისტრის ციტატა მოჰყავს.

„არ უარვყოფ, რომ საქართველოში უკეთესი შეზღუდვები იყო დაწესებული, უფრო ძლიერი და მკაცრი. პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ანტიეპიდემიური სისტემა განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ანტიეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერი და უფრო პროფესიულია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლებიც შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი სისტემები და ამგვარად, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას“,- ციტირებს ტოროსიანის განცხადებას პრესსპიკერი.

ცნობისთვის, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და რა მოთხოვნები აქვს  - ახალი დეტალები

უკრაინაში უცნობმა პირმა მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა - ისმოდა სროლის ხმა

"ორგანიზმში ანტისხეულები და T-უჯრედები გამოამუშავა" -   ახალი დეტალები  ოქსფორდში შექმნილ ვაქცინაზე, რომელიც მოხალისეებს უკვე ჩაუტარდა