ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, სპორტსმენს ყოფილ ცოლზე ძალადობა ბრალდება და ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ცნობილი სპორტსმენის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. მათივე ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, მომხდართან დაკავშირებით მედიასთან არც ოჯახის წევრები და არც ადვოკატები საუბრობენ.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, შსს-მ ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სხდომის დახურვას ითხოვს.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.