პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"მიხარია, მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები... ზოგიერთის გვარის ხსენებაც მზარავს" - ზუგდიდელი პედაგოგი ფეისბუქ-პოსტის გამო სკანდალში გაეხვა

"მიხარია, მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები... ზოგიერთის გვარის ხსენებაც მზარავს" - ზუგდიდელი პედაგოგი ფეისბუქ-პოსტის გამო სკანდალში გაეხვა

ზუგდიდის ნომერ პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის ფეისბუქ-პოსტი ინტერნეტში განხილვის თემად იქცა. ხათუნა ქვარცხავამ სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი მიუძღვნა საკუთარი მოსწავლეების ნაწილს და დაწერა, რომ ზოგიერთის ხსენებაც კი არ უნდა და უხარია, რომ მათ ვეღარ ნახავს.

აღნიშნულის გამო ინტერნეტმომხმარებლები იმედოვნებენ, რომ მასწავლებელს უფლებამოსილება შეუჩერდება. ქვარცხავას საკითხს სკოლის დისციპლინარული კომიტეტი განიხილავს.

"ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს.

პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც - ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები" - ამ ტექსტით "მიულოცა" მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება პედაგოგმა.

როგორც "კურიერთან" საუბრისას ქვარცხავამ განაცხადა, აღნიშნული პოსტი 2 წლის წინანდელი წყენის გამო დაწერა და არ ეგონა, რომ ასეთი რეაქცია მოყვებოდა.

"პატარა წყენა გამახსენდა, ორი წლის წინანდელი, ცუდად მომაგონდა და ამიტომ დავწერე... იმ წუთას რაც მომაფიქრდა ის დავწერე, ვნანობ, რა თქმა უნდა, ასე გამოვიდა, რომ არ არის სწორი. ამაზე რომ მეფიქრა და გამეაზრებინა, არ დავწერდი... იძიებს ამას ახლა შესაბამისი კომისია" - ამბობს მასწავლებელი, რომელმაც აღნიშნული პოსტი "ფეისბუქიდან" მალევე წაშალა.

"ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, ეს მიუღებელია. დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და მასწავლებელს არ ეკადრება მსგავსი ქმედება. დისციპლინარულ კომიტეტს გადავეცი საკითხი განსახილველად, რომელიც ორშაბათს შეიკრიბება და დაიწყებს მსჯელობას", - აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ზუგდიდის ნომერ პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა.

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"

"ასე ვამარცხებთ COVID-19-ს..." - თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმს

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები