მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე
"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ე­ხე­ბა, არა­კო­რექ­ტულს უწო­დებს.

ცერ­ცვა­ძე თვლის, რომ არ­სენ ტო­რო­სი­ან­მა ან უნდა და­ა­სა­ბუ­თოს, რის სა­ფუძ­ველ­ზე აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ19-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სის­წო­რეს ეჭვქვეშ, ან წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოს.

"არ გვგო­ნია, რომ არ­სენ ტო­რო­სი­ანს ჩვენ­გან ეს­წავ­ლე­ბო­დეს, რომ მა­ღა­ლი სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, მი­თუ­მე­ტეს ყო­ველ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე, არ უნდა გა­ა­კე­თოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და რე­გის­ტრა­ცია ხდე­ბა უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით, გამჭვირ­ვა­ლედ და მათი მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბა ჯერ ეჭვქვეშ არ და­უ­ყე­ნე­ბია არ­ცერთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ­ცერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ცი­ას თუ ექ­სპერტს.

ვფიქ­რობთ, მი­ნის­ტრმა ან თა­ვი­სი არა­კო­რექ­ტუ­ლი (რბი­ლად რომ ვთქვათ) შე­ფა­სე­ბე­ბი უნდა და­ა­სა­ბუ­თოს, ან სულ ცოტა თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბის დე­ზა­ვუ­ი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს.

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც 22 მა­ი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, სომ­ხეთ­ში "კო­ვიდ19"-ის 6302 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­მელ­თა­გან 77 გარ­და­იც­ვა­ლა, სულ ცოტა ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა, რომ სომ­ხე­თის ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა ქარ­თულ სის­ტე­მა­ზე ძლი­ე­რია. ჩვენ ვე­პა­ტი­ჟე­ბით არ­სენ ტო­რო­სი­ანს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რათა გა­ვაც­ნოთ ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა COVID-19-ის მარ­თვის სფე­რო­ში,“ - აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, "სპუტ­ნიკ არ­მე­ნი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, არ­სენ ტო­რო­სი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ არა­ერთ ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. ამას­თან, ტო­რო­სი­ანს სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ში ეჭვი შე­აქვს და აინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად არის სტა­ტის­ტი­კა­ში ასა­ხუ­ლი პნევ­მო­ნი­ით გარ­დაც­ვლი­ლი პი­რე­ბი.

Giorgi sixarulidze
86

კიევში გაქცეულმა სომეხმა ხომ აწამა და გაქურდა საქართველოს მოსახლეობა და ეს მინისტრი სომეხი ქვეყნის სისტემას აყენებს შეურაცყოფას ! ( სომხების მიმართ არანაირი ანტიპატია არ მაქვს პირიქით მიკვირს რომ სომხობას მალავენ ) !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე

"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეეხება, არაკორექტულს უწოდებს.

ცერცვაძე თვლის, რომ არსენ ტოროსიანმა ან უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე აყენებს საქართველოში კოვიდ19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორეს ეჭვქვეშ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიში უნდა მოიხადოს.

"არ გვგონია, რომ არსენ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს.

ვფიქრობთ, მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს.

იმ ფონზე, როდესაც 22 მაისის მონაცემებით, სომხეთში "კოვიდ19"-ის 6302 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 77 გარდაიცვალა, სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. ჩვენ ვეპატიჟებით არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში,“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, "სპუტნიკ არმენიას" ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია