70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თუმცა, მან შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ასაკოვან ადამიანებს მოუწოდა, გაითვალისწინონ რეკომენდაცია და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ.
„უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და შინ დარჩნენ,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება.
და მათ საქმეს ორმაგად ვინც აკეთებს იმან რა დააშავა ცალკე სამუშაო ცალკე კორონას სტრესი აწი დროა გამობრძანდნენ სამსახურში თუ არა და დარჩენ პენსიაზე და ახალგაზრდებს დაუთმონ ადგილი
ბებიაჩემი 97 წლისაა. რავიცი ისე ჯამთელად და კარგად გამოიყურება,რომ ნეტა მე ვიყო ისე კარგად როგორც ის არის.