სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე..." - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
"გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე..." - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს დამ­საქ­მე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შე­ას­რუ­ლონ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და დრო­უ­ლად უზ­რუნ­ველ­ყონ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა, რათა და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ი­ღონ კუთ­ვნი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის თან­ხე­ბი. - აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში აქვს და­ქი­რა­ვე­ბულ პირს კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა.

"აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის N286 დად­გე­ნი­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­ფარ­თოვ­და კომ­პენ­სა­ცი­ის მიმ­ღებ და­საქ­მე­ბულ პირ­თა წრე. კერ­ძოდ, კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვს: და­ქი­რა­ვე­ბულს, მათ შო­რის პირს, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის, ასე­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო იმ­ყო­ფე­ბა შვე­ბუ­ლე­ბა­ში, თუ ის და­ქი­რა­ვე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და 2020 წლის პირ­ვე­ლი სამი თვი­დან რო­მე­ლი­მე ერთ თვე მა­ინც, იღებ­და ხელ­ფასს და 2020 წლის 1 ივ­ნი­სამ­დე შე­უ­წყდა ან შე­უ­ჩერ­და შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ქი­რა­ვე­ბელ­თან.

ამას­თან, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აქვს იმ და­ქი­რა­ვე­ბულს, რო­მელ­საც 2020 წლის 1 ივ­ნი­სამ­დე ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით შე­უ­წყდა ან შე­უ­ჩერ­და შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ქი­რა­ვე­ბელ­თან და აკ­მა­ყო­ფი­ლებს დად­გე­ნი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს.

ასე­ვე, გაც­ნო­ბებთ რომ დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­ნა­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვადა - 20 რი­ცხვი გა­ხან­გრძლივ­და მხო­ლოდ მა­ი­სის თვე­ში და ის გა­ნი­სა­ზღვრა 30 მა­ი­სის ჩათ­ვლით.

ინ­ფორ­მა­ცია ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ, უკვე გა­ეგ­ზავ­ნა 46 753 მე­წარ­მე სუ­ბი­ექტს. ამას­თან, უწყე­ბის შე­სა­ბა­მის თა­ნამ­შრო­მელ­თა სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე­ობს პირ­და­პი­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 22 000 დამ­საქ­მე­ბელ­თან, რო­მელ­თაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვთ გა­დახ­დის წყა­როს­თან და­კა­ვე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის დეკ­ლა­რა­ცია, მაგ­რამ არ აქვთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის მიმ­ღებ პი­რებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არას­რულ­ყო­ფი­ლად (უფრო ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის პირი ჰყავთ მი­თი­თე­ბუ­ლი, ვიდ­რე უკვე წარ­დგე­ნილ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია ასა­ხუ­ლი).

მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზე www.rs.ge და უწყე­ბის ახალ პროგ­რა­მულ პორ­ტალ­ზე https://www.rs.ge/kompensacia რო­მე­ლიც კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს თა­ვად გა­და­ა­მოწ­მოს კომ­პენ­სა­ცი­ის მიმ­ღებ­თა რე­ესტრი.

დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ კომ­პენ­სა­ცი­ის გა­ცე­მის­თვის სა­ჭი­რო ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დის ფორ­მა და შევ­სე­ბის წესი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ შემ­დეგ ბმუ­ლებ­ზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, გთხოვთ და­უ­კავ­შირ­დეთ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრს: 2 299 299 ან მოგ­ვწე­როთ ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე info@rs.ge“, - ნათ­ქვა­მია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

lamara
0

გთხოვთ, ვინმემ მოგვაქციეთ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა იმ პ ე დ ა გ ო გ ე ბ ს, რომლებსაც ფასიანი წრეები ან გახანგრძლივებული ჯგუფები გვყავდა, გადასახადს ვუხდიდით სკოლასაც და საშემოსავლოსაც ვიხდიდით! მაგრამ ახლა მარტიდან რადგან სწავლა შეწყდა არ გვაქვს შემოსავალი. გ თ ხ ო ვ თ რაიმე იღონეთ, მარტო ძველი თბილისის რაიონის სკოლების პედაგოგები არ ვიქნებით ამ დღეში. ყველგან დავრეკეთ, მაგრამ იმიტომ რომ საბუღალტრო ჩანაწერები არასწორადაა უარს გვეუბნებიან. რა ხდება ჩვენ ამ ქვეყანას არ ვეკუთვნით? ეს იყო ჩვენი ერთადერთი შემოსავალი!!!!!! მიაწვდინეთ გახარიას ხმაააააააა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე..." - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

"გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე..." - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები. - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა შემთხვევაში აქვს დაქირავებულ პირს კომპენსაციის მიღების უფლება.

"აქვე გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე. კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს, მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვე მაინც, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან.

ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელსაც 2020 წლის 1 ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ასევე, გაცნობებთ რომ დამსაქმებელი კომპანიების მიერ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა - 20 რიცხვი გახანგრძლივდა მხოლოდ მაისის თვეში და ის განისაზღვრა 30 მაისის ჩათვლით.

ინფორმაცია ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 753 მეწარმე სუბიექტს. ამასთან, უწყების შესაბამის თანამშრომელთა სრული მობილიზების შედეგად, მიმდინარეობს პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია დაახლოებით 22 000 დამსაქმებელთან, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენილი კომპენსაციის მიმღებ პირებზე შესაბამისი განცხადება ან წარმოდგენილი აქვთ აღნიშნული განცხადება არასრულყოფილად (უფრო ნაკლები რაოდენობის პირი ჰყავთ მითითებული, ვიდრე უკვე წარდგენილ დეკლარაციაშია ასახული).

მომხმარებლისთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge და უწყების ახალ პროგრამულ პორტალზე https://www.rs.ge/kompensacia რომელიც კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"კომენდანტის საათი" 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება - რისი შესრულება მოუწევთ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

"ბოლნისის ორ სოფელში ახლა იტალია ხდება" - პაატა იმნაძე