მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და „Care Key“ მეტი უსაფრთხოებისთვის
ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და „Care Key“ მეტი უსაფრთხოებისთვის

ვოლ­ვო ქარ­სი ას­რუ­ლებს თა­ვის და­პი­რე­ბას, სცდე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ რე­გუ­ლა­ცი­ას იმი­სათ­ვის, რომ ნუ­ლამ­დე და­იყ­ვა­ნოს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და უბე­დე­რი შემ­თხვე­ვე­ბი, Volvo-ს ყვე­ლა ახა­ლი მო­დელს აქვს 180 კმ/სთ სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვა.

სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვის გარ­და, ვოლ­ვოს ავ­ტო­მო­ბი­ლებს მოჰ­ყვე­ბა Care Key, რაც ვოლ­ვოს მძღო­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ავ­ტო­მო­ბი­ლის მაქ­სი­მა­ლურ სიჩ­ქა­რე­ზე და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სონ, მა­გა­ლი­თად, სა­ნამ ავ­ტო­მო­ბილს ოჯა­ხის სხვა წევ­რს, ან ახალ­გაზ­რდა, გა­მო­უც­დელ მძღოლს ათხო­ვებთ, შე­გიძ­ლი­ათ მეტი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და­ა­ყე­ნოთ სიჩ­ქა­რის სა­სურ­ვე­ლი ლი­მი­ტი უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის.

180 კმ/სთ სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვა და Care Key, კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ ვოლ­ვო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ავ­ტო­მო­ბი­ლია. ორი­ვე ახა­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გვიჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ შე­უძ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლებ­მა აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნუ­ლო­ვა­ნი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის მი­საღ­წე­ვად.

”ჩვენ გვჯე­რა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს აქვთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ დავ­ნერ­გეთ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის და „care key“-ს ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა სა­ში­შია“ - ამ­ბობს მო­ლინ იე­ქოლ­მი, „ვოლ­ვო ქარ­სის“ უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის მიერ სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვა, სა­დაო სა­კი­თხად იქცა მისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბის დღი­დან. კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას, აქვს თუ არა ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელს უფ­ლე­ბა და­ა­წე­სოს სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვა არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. „ვოლ­ვო ქარ­სი“ თვლის, რომ ვალ­დე­ბუ­ლია გა­აგ­რძე­ლოს ტრა­დი­ცია, იყოს პი­ო­ნე­რი ამ გან­ხილ­ვებ­ში იმი­სათ­ვის, რომ გა­და­არ­ჩი­ნოს სი­ცო­ცხლე, თუნ­დაც ეს შე­საძ­ლოა პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხა­რებ­ლის და­კარ­გვას ნიშ­ნავ­დეს.

ამ­ჟა­მად გა­და­ჭარ­ბე­ბულ სიჩ­ქა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არის ის, რომ გარ­კვე­უ­ლი სიჩ­ქა­რის ზე­მოთ, ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გია არ არის საკ­მა­რი­სი, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს თა­ვი­დან ავი­რი­დოთ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არ­სე­ბობს სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვე­ბი და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა კვლავ რჩე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­ზე­ზად და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იღებს ჯა­რი­მას სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო.

კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნებს აქვთ და­ბა­ლი ცნო­ბა­დო­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რის სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, რის შე­დე­გად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბა.სიჩ­ქა­რის გარ­და, ვოლ­ვოს მთა­ვა­რი ხედ­ვე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბას და ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვას, რაც მათი აზ­რით ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, მო­მა­ვალ­ში საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და ნუ­ლო­ვა­ნი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის მი­საღ­წე­ვად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და „Care Key“ მეტი უსაფრთხოებისთვის

ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და „Care Key“ მეტი უსაფრთხოებისთვის

ვოლვო ქარსი ასრულებს თავის დაპირებას, სცდება ყველანაირ რეგულაციას იმისათვის, რომ ნულამდე დაიყვანოს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიღებული დაზიანებები და უბედერი შემთხვევები, Volvo-ს ყველა ახალი მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა.

სიჩქარის შეზღუდვის გარდა, ვოლვოს ავტომობილებს მოჰყვება Care Key, რაც ვოლვოს მძღოლებს საშუალებას აძლევს ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე დამატებითი შეზღუდვები დააწესონ, მაგალითად, სანამ ავტომობილს ოჯახის სხვა წევრს, ან ახალგაზრდა, გამოუცდელ მძღოლს ათხოვებთ, შეგიძლიათ მეტი უსაფრთხოებისთვის დააყენოთ სიჩქარის სასურველი ლიმიტი უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და Care Key, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვოლვო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. ორივე ახალი მახასიათებელი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ავტომობილების მწარმოებლებმა აიღონ პასუხისმგებლობა ნულოვანი უბედური შემთხვევების მისაღწევად.

”ჩვენ გვჯერა, რომ ავტომობილების მწარმოებლებს აქვთ პასუხისმგებლობა, გააუმჯობესონ საგზაო უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ დავნერგეთ სიჩქარის გადაჭარბების და „care key“-ს ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება ადამიანებს გააცნობიერონ, რომ სიჩქარის გადაჭარბება საშიშია“ - ამბობს მოლინ იექოლმი, „ვოლვო ქარსის“ უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი.

ავტომწარმოებლის მიერ სიჩქარის შეზღუდვა, სადაო საკითხად იქცა მისი გასაჯაროების დღიდან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვს თუ არა ავტომწარმოებელს უფლება დააწესოს სიჩქარის შეზღუდვა არსებული ტექნოლოგიების მეშვეობით. „ვოლვო ქარსი“ თვლის, რომ ვალდებულია გააგრძელოს ტრადიცია, იყოს პიონერი ამ განხილვებში იმისათვის, რომ გადაარჩინოს სიცოცხლე, თუნდაც ეს შესაძლოა პოტენციური მომხარებლის დაკარგვას ნიშნავდეს.

ამჟამად გადაჭარბებულ სიჩქარესთან დაკავშირებული პრობლემა არის ის, რომ გარკვეული სიჩქარის ზემოთ, ავტომობილებში არსებული უსაფრთხოების ტექნოლოგია არ არის საკმარისი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თავიდან ავირიდოთ მძიმე დაზიანებები და უბედური შემთხვევები. სწორედ ამიტომ არსებობს სიჩქარის შეზღუდვები დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ სამწუხაროდ სიჩქარის გადაჭარბება კვლავ რჩება ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად და მილიონობით ადამიანი იღებს ჯარიმას სიჩქარის გადაჭარბების გამო.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს აქვთ დაბალი ცნობადობა გადაჭარბებული სიჩქარის საშიშროების შესახებ, რის შედეგად ბევრი ადამიანი ძალიან სწრაფად გადაადგილდება.სიჩქარის გარდა, ვოლვოს მთავარი ხედვები უკავშირდება ნასვამ მდგომარეობას და ყურადღების გაფანტვას, რაც მათი აზრით ორი მნიშვნელოვანი საკითხია, მომავალში საგზაო უსაფრთხოებისთვის და ნულოვანი უბედური შემთხვევების მისაღწევად.

"როდესაც ამბობენ: რატომ არ შეიძლება მანქანაში წინ იჯდეს ადამიანი? ეს მიმაჩნია ახირებად, კაპრიზად" - თენგიზ ცერცვაძე

ვინ შეძლებს 25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარებას

პანდემიის გამო, ემიგრაციიდან დაბრუნებული 300 მოქალაქე მეთადონით მკურნალობს - რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"