პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც ამბობენ: რატომ არ შეიძლება მანქანაში წინ იჯდეს ადამიანი? ეს მიმაჩნია ახირებად, კაპრიზად" - თენგიზ ცერცვაძე
"როდესაც ამბობენ: რატომ არ შეიძლება მანქანაში წინ იჯდეს ადამიანი? ეს მიმაჩნია ახირებად, კაპრიზად" - თენგიზ ცერცვაძე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე იმ აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ბევ­რი მო­ქა­ლა­ქის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს - ეს ეხე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში სამ­ზე მეტი პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცერ­ცვა­ძემ "იმე­დის დღის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"მი­მაჩ­ნია ახი­რე­ბად, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს - რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნა­ში იჯ­დეს სამი ადა­მი­ა­ნი?! წინ იჯ­დეს ადა­მი­ა­ნი?! ეს მი­მაჩ­ნია კაპ­რი­ზად, შა­რის მო­დე­ბად, თვით­დამ­კვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბად. რომ ამ­ბო­ბენ - რო­გორ, ქმარ­მა არ დას­ვას ცოლი გვერ­დით, ან შვი­ლი, როცა ოჯახ­ში ერ­თად არი­ან და კონ­ტაქ­ტში არი­ან?

ელე­მენ­ტა­რუ­ლია, როცა მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ო­ბენ და წინ ზის ქალი თუ ბავ­შვი, რო­გორ გა­ი­გოს პატ­რულ­მა, ცო­ლია, შვი­ლია თუ მე­ზო­ბე­ლი, ან თა­ნამ­შრო­მე­ლი? კი, მარ­თლაც ცოლი თუ არის და ოჯახ­ში ერ­თად არი­ან, აზრი არ აქვს ამ შე­ზღუდ­ვას, მაგ­რამ იქ ხომ უცხო პი­რე­ბიც დაჯ­დე­ბი­ან? წინ დაჯ­დო­მა მძღოლ­თან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტია, რომ გა­და­ე­დოს და სა­ხი­ფა­თოა" - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბა­დარ­თუ­ლია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მგზავ­რო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ავ­ტო­მო­ბილ­ში იქ­ნე­ბა მხო­ლოდ 3 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 2 უნდა იჯ­დეს უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე.

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 22 მა­ი­სის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
morduxai
114

სწორი ბრდზანდებიტ ბატონო ტენგიზ,,,.

საღი აზრი
9

რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"როდესაც ამბობენ: რატომ არ შეიძლება მანქანაში წინ იჯდეს ადამიანი? ეს მიმაჩნია ახირებად, კაპრიზად" - თენგიზ ცერცვაძე

"როდესაც ამბობენ: რატომ არ შეიძლება მანქანაში წინ იჯდეს ადამიანი? ეს მიმაჩნია ახირებად, კაპრიზად" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმ აკრძალვის შესახებ საუბრობს, რომელიც ბევრი მოქალაქის უკმაყოფილებას იწვევს - ეს ეხება ავტომანქანაში სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ცერცვაძემ "იმედის დღის" ეთერში ისაუბრა.

"მიმაჩნია ახირებად, როდესაც ადამიანი ამტკიცებს - რატომ არ შეიძლება მანქანაში იჯდეს სამი ადამიანი?! წინ იჯდეს ადამიანი?! ეს მიმაჩნია კაპრიზად, შარის მოდებად, თვითდამკვიდრების მცდელობად. რომ ამბობენ - როგორ, ქმარმა არ დასვას ცოლი გვერდით, ან შვილი, როცა ოჯახში ერთად არიან და კონტაქტში არიან?

ელემენტარულია, როცა მანქანები მოძრაობენ და წინ ზის ქალი თუ ბავშვი, როგორ გაიგოს პატრულმა, ცოლია, შვილია თუ მეზობელი, ან თანამშრომელი? კი, მართლაც ცოლი თუ არის და ოჯახში ერთად არიან, აზრი არ აქვს ამ შეზღუდვას, მაგრამ იქ ხომ უცხო პირებიც დაჯდებიან? წინ დაჯდომა მძღოლთან პირდაპირი კონტაქტია, რომ გადაედოს და სახიფათოა" - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვების შესაბამისად, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით მგზავრობა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისის ჩათვლით გრძელდება.

თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ეს საშინელება მოხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"

კაცი, რომელიც მოგებას ყიდის