პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე აივ-ინფიცირებული ვარ და ახლა მეოთხე შვილს ველოდები" - ქალი უმძიმესი წარსულით, რომელიც ციხეში მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის იჯდა
"მე აივ-ინფიცირებული ვარ და ახლა მეოთხე შვილს ველოდები" - ქალი უმძიმესი წარსულით, რომელიც ციხეში მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის იჯდა

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 37 წლის თა­მუ­ნა გა­ხო­კი­ძეს თბი­ლი­სი­დან. ახალ­გაზ­რდა ქალს უმ­ძი­მე­სი წარ­სუ­ლი აქვს - 21 წლის ასაკ­ში და­ა­კა­ვეს მო­ძა­ლა­დე ქმრის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და ცი­ხე­ში 8 წელი გა­ა­ტა­რა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ი­გო მძი­მე დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხე­ბაც, რო­მელ­საც დღემ­დე ებ­რძვის. თუმ­ცა, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად თა­მუ­ნამ ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და დღეს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა.

"მე ვარ ერ­თა­დერ­თი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ღიად აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ. 12 წე­ლია ამ დი­აგ­ნოზ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. მყავს სამი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი შვი­ლი და ახლა მე­ო­თხე ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბი. ჩემი ოც­ნე­ბა იყო ყო­ველ­თვის, მყო­ლო­და ბევ­რი შვი­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე.

2008 წლის დე­კემ­ბერ­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­თხე წელს გა­ვი­გე, რომ აივ-ვირუ­სით ვი­ყა­ვი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

მა­ნამ­დე, 2001 წელს, როცა პირ­ველ შვილ­ზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად, ჩა­მი­ტარ­და ორ­სულ­თათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აივ-ტეს­ტი და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ყო­ველ წელს მი­ტარ­დე­ბო­და ტეს­ტი­რე­ბა არა მარ­ტო აივ-ვირუს­ზე, არა­მედ B და C ჰე­პა­ტიტ­ზე და ყო­ველ ჯერ­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მო­დი­ო­და. მხო­ლოდ 2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­კე­თე­ბულ­მა ტეს­ტმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

ამ დი­აგ­ნო­ზის­თვის სულ ორი სა­რის­კო ქცე­ვა მქონ­და ცი­ხე­ში: ერთი, როცა ბრმა ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს და "არა­მი­ან­ცის" კლი­ნი­კა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და მე­ო­რე, როცა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი კბი­ლის ამო­სა­ღე­ბად ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დამ­ჭირ­და და ცი­ხის „ერ­ბე­ში“ წა­მიყ­ვა­ნეს. მა­ინც მგო­ნია, რომ სწო­რედ აქ და­ვინ­ფი­ცირ­დი. ჩემს მიყ­ვა­ნამ­დე, სტო­მა­ტო­ლოგს ეჯდა პა­ცი­ენ­ტი - პა­ტი­მა­რი კაცი, რო­მე­ლიც ჩემი შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე საჩ­ქა­როდ გა­იყ­ვა­ნეს, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბო­და ქალი და კაცი პა­ტიმ­რე­ბის ერთ სივ­რცე­ში მოხ­ვედ­რა. ალ­ბათ, იქ მოხ­და შეც­დო­მა, შე­საძ­ლოა, ია­რა­ღე­ბი აე­რია ექიმს. ამ ამ­ბი­დან 1 წლის თავ­ზე გა­ვი­გე ჩემი დი­აგ­ნო­ზი.

იმ დროს 25 წლის ვი­ყა­ვი.

„თუ მკურ­ნა­ლო­ბას და­ი­წყებ და თავს კარ­გად მი­ხე­დავ, 10 წელი იცო­ცხლებ"; "ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნა და­ი­ვი­წყე, ისი­ნიც შენ­ნა­ი­რად და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გაჩ­ნდე­ბი­ან“ . „ისი­ნი მხო­ლოდ 3 წელი იცო­ცხლე­ბენ“. ამ მი­თე­ბით მა­ცხოვ­რეს ექი­მებ­მა სა­პა­ტიმ­რო­ში. მთე­ლი დღე­ე­ბი ეს „დარ­ჩე­ნი­ლი 10 წელი“ მიტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში. კად­რე­ბი­ვით გა­დი­ო­და წარ­სუ­ლი, თუ რა ვი­ცხოვ­რე და მო­მა­ვა­ლი, თუ რა დამ­რჩა, რას მო­ვას­წრებ. რად­გან და­მარ­წმუ­ნეს, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნას ვე­ღა­რას­დროს შევ­ძლებ­დი, ვფიქ­რობ­დი, როცა სა­პა­ტიმ­როს დავ­ტო­ვებ­დი, ბავ­შვს ვიშ­ვი­ლებ­დი. მაგ­რამ ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ით ამას ვე­რას­დროს შევ­ძლებ­დი და ეს ოც­ნე­ბაც და­ვი­ვი­წყე.

და­ღა­მე­ბის მე­ში­ნო­და, მინ­დო­და, დიდი ხანი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მღვი­ძა­რე. გა­თე­ნე­ბი­საც მე­ში­ნო­და იმი­ტომ, რომ ვფიქ­რობ­დი, ეგებ მე­ო­რედ აღარ და­ღა­მე­ბუ­ლი­ყო ჩემ­თვის. ასე ვი­ჯე­ქი გი­სო­სე­ბი­ან ფან­ჯა­რას­თან და ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ თენ­დე­ბო­და. მინ­დო­და, კი­დევ ბევ­რჯერ მო­მეს­წრო გა­თე­ნე­ბის ნახ­ვა. ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბი და­მი­ნიშ­ნეს, რომ არ შევრყე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უფრო მე­ტად და­მო­კი­დე­ბულს მხდი­და. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი თავი რა­მე­ნა­ი­რად ხელ­ში ამეყ­ვა­ნა და გავძლი­ე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. ამის­თვის 3 თვე დამ­ჭირ­და.

გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი დი­აგ­ნო­ზი იმ ქა­ლე­ბის­თვის გა­მენ­დო, ვის­თა­ნაც შე­ხე­ბა მქონ­და. შე­მეძ­ლო სა­კუ­თა­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბა და­მეც­ვა, მაგ­რამ არ მინ­დო­და, მათი ჯან­მრთე­ლო­ბა და­მე­ყე­ნე­ბი­ნა რის­კის ქვეშ. ვუ­თხა­რი, რომ არ მე­წყი­ნე­ბო­და, თუ მო­მე­რი­დე­ბოდ­ნენ. ზუს­ტად ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მთელ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ იცო­და ჩემი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ. უფრო მე­ტად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან იგ­რძნო­ბო­და არა­კე­თილ­გან­წყო­ბა. ესეც სტიგ­მის ბრა­ლია.

ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე ტო­ლო­ბის ნი­შანს სვა­მენ შიდსის დი­აგ­ნოზ­სა და ე.წ. გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­გან მი­ღე­ბულ სას­ჯელს შო­რის. არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ დამ­ცი­ნა­ვად, წა­სუ­ლი­ყა­ვი აფ­თი­აქ­ში და და­გეც­ვა თა­ვიო

არა­და, ზუს­ტად მათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ვინ­ფი­ცირ­დი მა­თი­ვე თა­ნამ­შრომ­ლის და­უ­დევ­რო­ბით, რის­გა­ნაც არა­ვი­ნაა და­ცუ­ლი. თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, ვი­საც გულ­თან ახ­ლოს მიჰ­ქონ­და ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა და მამ­ხნე­ვებ­დნენ. თით­ქმის ბავ­შვი ვი­ყა­ვი, იქ რომ მი­ვე­დი.

21 წლის და­მი­ჭი­რეს. არ ვიცი, რა გი­თხრათ. ალ­ბათ, სა­მარ­თლი­ა­ნი იყო პა­სუ­ხი მეგო იმის­თვის, უფ­ლის­გან ნა­ჩუ­ქა­რი სი­ცო­ცხლე ვი­ღა­ცას რომ წა­ვარ­თვი. მე, რო­გორც ადა­მი­ანს, არ მქონ­და ამის უფ­ლე­ბა. მე­ო­რეს მხრივ, რომ არა ის რა­ღაც „შამ­ფუ­რის­მაგ­ვა­რი რკი­ნა“, რო­გორც გა­ნა­ჩენ­შია მოხ­სე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქ­ნე­ბო­დი ცო­ცხა­ლი. თავი და­ვი­ცა­ვი იმ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და ჩემ­ზე. ათგზის ტვი­ნის შერ­ყე­ვა, ხერ­ხემ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, ყბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი - ეს იმ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც ამ ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მქონ­და

ძა­ლა­დო­ბის­გან თავს ვერ ვი­ცავ­დი, რად­გან არა­ნა­ი­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობ­და იმ დრო­ის­თვის და მეც ვით­მენ­დი ამ ყვე­ლა­ფერს, რომ ცო­ცხა­ლი მა­ინც დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით გა­მა­სა­მარ­თლეს. მე ჩემი ქმა­რი მოვ­კა­ლი. 6 წელი მო­მი­სა­ჯეს. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მო­ბი­ლუ­რის პოვ­ნის­თვის და­მი­მა­ტეს. კი­დევ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი, 2009 წლის ე.წ. "ცი­ხის ბუნ­ტში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

ჩემი ოჯა­ხის, მშობ­ლე­ბის და ძმე­ბის მხარ­და­ჭე­რა მაძ­ლე­ბი­ნებ­და ცი­ხე­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც მი­ჭირ­და, ის იყო, რომ არ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, შვი­ლი მე­ნა­ხა. შუ­შის მიღ­მა კი შვი­ლის მო­ფე­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. იმ დროს ბე­ბია-ბა­ბუ­აც ცო­ცხა­ლი მყავ­და. ბა­ბუა პენ­სი­ის ნა­ხე­ვარს მი­რი­ცხავ­და, რომ ცი­ხე­ში არა­ფე­რი მომ­კლე­ბო­და. თუმ­ცა ჩემი გა­მოს­ვლის­თვის არ­ცერ­თი დამ­ხვდა ცო­ცხა­ლი.

ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ოჯა­ხი­სათ­ვის ჩემი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ თქმა. ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო მათი ცნო­ბი­ე­რე­ბა, მა­თაც მი­თე­ბის სჯე­რო­დათ, რომ თით­ქოს ეს დი­აგ­ნო­ზი მხო­ლოდ ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებს და სექს-მუ­შა­კებს ჰქონ­დათ. ვი­ცო­დი, გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ აღ­ქმა. ერთ დღეს, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შიდსის შე­სა­ხებ ბრო­შუ­რე­ბი გა­მო­ვარ­თვი და მა­მას ვთხო­ვე ერთ-ერთ პა­ე­მან­ზე, სახ­ლში მის­ვლი­სას წა­ე­კი­თხა.

სა­ღა­მოს და­ვუ­რე­კე და მო­ვი­კი­თხე. წა­კი­თხვით კი წა­ე­კი­თხა, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­ი­გო, ამით რისი თქმა მსურ­და. პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, რომ აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე თა­ვად ვი­ყა­ვი. გა­შეშ­და, ვე­ღარ ლა­პა­რა­კობ­და. დე­დას უფრო მძაფ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და. პა­ე­მან­ზე ისე ტი­რო­და, სა­კუ­თარ პა­ნაშ­ვიდ­ზე მე­გო­ნა თავი. ასეთ დროს ხომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის რე­აქ­ცია გა­ნად­გუ­რებს. სა­ბო­ლო­ოდ, შე­ე­გუვ­ნენ ჩემს დი­აგ­ნოზს და მიხ­ვდნენ, რომ ეს არ არის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი.

ცი­ხი­დან 2012 წლის 10 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვე­დი. გა­მო­ვე­დი ორ­მა­გი სტიგ­მით - ვი­ყა­ვი ნა­სა­მარ­თლე­ვი და აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­რე დღეს­ვე და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა. მა­შინ­დე­ლი პრო­ტო­კო­ლით, მკურ­ნა­ლო­ბას მხო­ლოდ ის პა­ცი­ენ­ტე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­საც იმუ­ნი­ტე­ტი 250-ზე და­ბა­ლი ჰქონ­დათ, ამი­ტომ ცი­ხე­ში მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცია არა­ვის მო­უ­ცია. ახ­ლან­დე­ლი პრო­ტო­კო­ლით, მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ყვე­ლა, ვი­საც კი ეს დი­აგ­ნო­ზი და­უ­დას­ტურ­დე­ბა, რომ არ მოხ­დეს გარ­თუ­ლე­ბა და აივ-ინ­ფექ­ცი­ის უფრო მძი­მე სტა­დი­ა­ში, შიდსში გა­დას­ვლა.

მკურ­ნა­ლო­ბის და­სა­წყის­ში მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს ვერ გახ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზი. მე მინ­დო­და სი­ცო­ცხლე და მინ­დო­და სი­ცო­ცხლე კი­დევ სხვე­ბის­თვის მე­ჩუ­ქე­ბი­ნა. ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად, ჩემი ვირუ­სი სუპ­რე­სირ­და, ანუ გა­ნულ­და, იმუ­ნი­ტე­ტის დო­ნემ აი­წია. ამის შემ­დეგ კი­დევ 2 შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნე, ორი­ვე ჯან­მრთე­ლი. ახლა მე­ო­თხეს ვე­ლო­დე­ბი.

ყო­ვე­ლი მა­ი­სის ბოლო კვი­რა შიდსით გარ­დაც­ვა­ლე­ბულ­თა ხსე­ნე­ბის დღეა. ამ დღეს ასო­ცი­ა­ცია „ბრო­წე­ულ­თან“ ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ. სიმ­ბო­ლუ­რად, ბრო­წე­უ­ლი სის­ხლის წვეთს გუ­ლის­ხმობს. გვინ­და, ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ ჩვენ, აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არ ვართ გა­სა­რი­ყი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვე­ნი დი­აგ­ნო­ზი არ არის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი და საფრ­თხის შემ­ცვე­ლი სხვე­ბის­თვის. ის ახლა მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც სხვა ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბას­თან, შე­საძ­ლე­ბე­ლია.

„არა­ვინ და­ტო­ვო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მიღ­მა“ - ეს სლო­გა­ნი ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბაა. არ­სე­ბუ­ლი სტიგ­მის გამო, აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ხში­რად უარს ეუბ­ნე­ბი­ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ექი­მებ­შიც კი და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბაა ამ ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ. ვირუს­ზე მკურ­ნა­ლო­ბას კი აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი, მაგ­რამ თა­ვად შიდსის ცენ­ტრი სულ ოთხია ქვე­ყა­ნა­ში, არ არის საკ­მა­რი­სი.

ცენ­ტრში სამ­კურ­ნა­ლოდ მი­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა ირ­ღვე­ვა, რად­გან წამ­ლის მი­სა­ღე­ბად რიგ­ში დგო­მი­სას, უამ­რა­ვი ნაც­ნო­ბი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეს და შენი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სწრა­ფად გავ­რცელ­დე­ბა. რე­გი­ო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას ეს პრობ­ლე­მა და ამის გამო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წყვეტს მკურ­ნა­ლო­ბას. ასე­ვე, პრობ­ლე­მაა ის, რომ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ თბი­ლის­შია ასე­თი ცენ­ტრი და რე­გი­ო­ნე­ბი­დან დიდი მან­ძი­ლის გავ­ლა უწევთ პა­ცი­ენ­ტებს.

ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მუ­ნი­ცი­პა­ლურ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ებს ჰქონ­დეთ ტეს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. პა­ცი­ენ­ტებს უნდა ჰქონ­დეთ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - პო­ლიკ­ლი­ნი­კას მი­მარ­თოს თუ ინ­ფექ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ახლა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია შიდსის ცენ­ტრი თბი­ლის­ში. ეს ცენ­ტრი ავერ­სის კლი­ნი­კის ბა­ზა­ზეა და ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ აქ­ცევს. აქ ისე­თი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გა­უ­საძ­ლი­სია.

ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის გზავ­ნი­ლიც ესაა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს და უზ­რუნ­ველ­ყოს მათ­თვის ღირ­სე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი და ამ სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე.

ჩემ­მა ახალ­მა ოჯახ­მა ჩემი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცის. ჩემი შვი­ლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რე­ბი არი­ან, ჩარ­თუ­ლი არი­ან ჩემი მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში. აივ-ინ­ფექ­ცი­ა­ზეც საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ და იცი­ან გა­და­დე­ბის გზე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. თა­ვა­დაც კი მეხ­მა­რე­ბი­ან, რომ წამ­ლის და­ლე­ვა არ და­მა­ვი­წყდეს და კი­დევ მრა­ვა­ლი წელი ვიყო მათ­თან ერ­თად".

ავ­ტო­რი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია

ფოტო: გედა დარ­ჩია

პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: გედა დარ­ჩია, ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ.

პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) და­ფი­ნან­სე­ბით. ამ­ჟა­მად, ახა­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და სტა­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ღმერთმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მოგცეთ

თინიკო
5

რა ძლიერი ქალია, გაგიჟდი. რამდენი დანებდებოდა მის მაგივრად... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მე აივ-ინფიცირებული ვარ და ახლა მეოთხე შვილს ველოდები" - ქალი უმძიმესი წარსულით, რომელიც ციხეში მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის იჯდა

"მე აივ-ინფიცირებული ვარ და ახლა მეოთხე შვილს ველოდები" - ქალი უმძიმესი წარსულით, რომელიც ციხეში მოძალადე ქმრის მკვლელობისთვის იჯდა

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 37 წლის თამუნა გახოკიძეს თბილისიდან. ახალგაზრდა ქალს უმძიმესი წარსული აქვს - 21 წლის ასაკში დააკავეს მოძალადე ქმრის მკვლელობის ბრალდებით და ციხეში 8 წელი გაატარა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიგო მძიმე დიაგნოზის შესახებაც, რომელსაც დღემდე ებრძვის. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად თამუნამ ოცნება აისრულა და დღეს მრავალშვილიანი დედაა.

"მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი.

ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ"; "ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე.

დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია.

ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო

არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს. არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა

ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა.

საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა.

მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.

ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი.

ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს.

ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად".

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: გედა დარჩია, ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ.

პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში