მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."
ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა, სო­ხუ­მის "მე­რის" მო­ად­გი­ლედ ავ­თან­დილ სურ­მა­ნი­ძე და­ნიშ­ნა. თა­ნამ­შრომ­ლებს ის სო­ხუ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბეს­ლან ეშ­ბამ წა­რუდ­გი­ნა.

"ეს არის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, კო­მუ­ნა­ლურ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის კარ­გი პრაქ­ტი­კა აქვს, არის ომის ვე­ტე­რა­ნი, წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი. იმე­დია, მას­თან ერ­თად ეფექ­ტუ­რად ვი­მუ­შა­ვებთ" - გა­ნა­ცხა­და ეშ­ბამ სურ­მა­ნი­ძის წარ­დგე­ნი­სას.

ახ­ლად­და­ნიშ­ნულ­მა მო­ად­გი­ლემ აფხა­ზუ­რად მი­მარ­თა თა­ნამ­შრომ­ლებს:

"მე ბევ­რი რამ ვიცი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ, ვმუ­შა­ობ­დი თქვენ­თან ერ­თად. თუ ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვებს, ქა­ლაქს ეს ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა. სო­ხუ­მი აუ­ცი­ლებ­ლად კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს სა­ცხოვ­რებ­ლად. იმე­დი მაქვს, თქვენს ნდო­ბას გა­ვა­მარ­თლებ" - გა­ნა­ცხა­და სურ­მა­ნი­ძემ. წარ­დგე­ნის ვი­დეო სო­ხუ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­თავ­სდა.

ქარ­თუ­ლი გვა­რის მქო­ნე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­ნიშ­ვნამ აფხა­ზურ წრე­ებ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. მა­ინც ვინ არის ავ­თან­დილ სურ­მა­ნი­ძე? - რო­გორც წე­რენ, მას მხო­ლოდ გვა­რი აქვს ქარ­თუ­ლი, სხვა მხრივ, თუნ­დაც “აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში” დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

ავ­თან­დილ სურ­მა­ნი­ძე 1967 წლის 11 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და. 1984 წელს მოქ­ვის #2 სკო­ლა და­ამ­თავ­რა. 1986-1988 წლებ­ში საბ­ჭო­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. 90-იან წლე­ბის ომის დროს, ის აფხა­ზურ მხა­რეს, ე.წ. აღ­მო­სავ­ლე­თის ფრონტზე, "Каскад"-ის დაჯ­გუ­ფე­ბა­ში იბ­რძო­და.

1999 წელს, ბაშ­კი­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, იუ­რის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ამ­თავ­რა. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2008 წლის კო­დო­რის ხე­ო­ბის სამ­ხედ­რო მოქმდე­ბებ­ში. 2010-2014 წლებ­ში სო­ხუ­მის “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში” მუ­შა­ობ­და.

გა­სულ კვი­რას, აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი "მო­სა­მარ­თლე" ჯე­მალ გო­გია მხო­ლოდ იმი­ტომ არ აირ­ჩი­ეს, რომ მას ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს. ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ მისი კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვი­სას, "სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებ­ზე ჰკი­თხეს, რის შემ­დე­გაც მისი პერ­სო­ნა დაბ­ლო­კეს". შე­სა­ბა­მი­სად, სურ­მა­ნი­ძის ქარ­თულ­მა გვარ­მა ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში კი­თხვის ნიშ­ნე­ბი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა, მისი წარ­სუ­ლის გა­გე­ბის შემ­დეგ, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მუხ­ტი თით­ქოს ჩა­ცხრა.

"ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დი ცდი­ლობს ხა­ჯიმ­ბას დროს ქარ­თვე­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ზე­წო­ლის და­ბა­ლან­სე­ბას... მე­ო­რეს მხრივ, გვე­უბ­ნე­ბი­ან - ქარ­თვე­ლებს აქვთ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ ამ პო­ზი­ცი­ებ­ზე იმუ­შა­ო­ნო. მინ­და მჯე­რო­დეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მაგ­რამ თუ ეს გამ­ბე­და­ო­ბა კრი­მი­ნა­ლებ­თან ბრძო­ლა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, და­ვი­ჯე­რებ მათ ობი­ექ­ტუ­რო­ბას..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი რეზო ნან­ბა.

"ყვე­ლა ბრძო­ლა­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მთა­ვა­რია, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად აზ­როვ­ნებ­დეს ადა­მი­ა­ნი და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ეროვ­ნე­ბას?! თან მხო­ლოდ გვა­რი აქვს ქარ­თუ­ლი. ალ­ბათ წი­ნაპ­რე­ბი დიდი ხნის წინ ჩა­მო­ვიდ­ნენ. ჩემი ხმა სურ­მა­ნი­ძეს. მას კო­ლექ­ტივ­შიც აქე­ბენ..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვა­ლე­რია ძი­ძა­რია.

"ალ­ბათ არ უნდა ვამ­ბობ­დე, მაგ­რამ სომ­ხის და­ნიშ­ვნა უფრო გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­და... რა­სის­ტი არ ვარ, არც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ვიდ­რე ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ტო­რი სომ­ხე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არ ვი­ხი­ლე... ასე რომ, აბა თქვენ იცით ბა­ტო­ნო ავ­თან­დილ", - წერს ანა კა­ლან­დია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
4

და კალანდია და ძიძარია აფხაზები არიან?! აფსუების უმეტესობას ქართული( მათ შორის უმეტესად მეგრული) წარმომავლობა აქვს. აფზაზები ქართველები იყვნენ. ესენი აფსუები არიან რომლებიც აგიღედან ჩამოსახლდენე მე–16 , მე–17 საუკუნეებში.

Giorgi sixarulidze
89

სააკაშვილის ნაირი მოღალატეა ეს ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, სოხუმის "მერის" მოადგილედ ავთანდილ სურმანიძე დანიშნა. თანამშრომლებს ის სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ წარუდგინა.

"ეს არის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, კომუნალურ მეურნეობაში მუშაობის კარგი პრაქტიკა აქვს, არის ომის ვეტერანი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი. იმედია, მასთან ერთად ეფექტურად ვიმუშავებთ" - განაცხადა ეშბამ სურმანიძის წარდგენისას.

ახლადდანიშნულმა მოადგილემ აფხაზურად მიმართა თანამშრომლებს:

"მე ბევრი რამ ვიცი ადმინისტრაციის შესახებ, ვმუშაობდი თქვენთან ერთად. თუ ყველა სტრუქტურა გამართულად იმუშავებს, ქალაქს ეს ძალიან წაადგება. სოხუმი აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს საცხოვრებლად. იმედი მაქვს, თქვენს ნდობას გავამართლებ" - განაცხადა სურმანიძემ. წარდგენის ვიდეო სოხუმის ადმინისტრაციის "ფეისბუქზე" განთავსდა.

ქართული გვარის მქონე მაღალჩინოსნის დანიშვნამ აფხაზურ წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მაინც ვინ არის ავთანდილ სურმანიძე? - როგორც წერენ, მას მხოლოდ გვარი აქვს ქართული, სხვა მხრივ, თუნდაც “აფხაზეთის დამოუკიდებლობაში” დიდი წვლილი მიუძღვის...

ავთანდილ სურმანიძე 1967 წლის 11 ნოემბერს დაიბადა. 1984 წელს მოქვის #2 სკოლა დაამთავრა. 1986-1988 წლებში საბჭოთა სავალდებულო არმიაში მსახურობდა. 90-იან წლების ომის დროს, ის აფხაზურ მხარეს, ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტზე, "Каскад"-ის დაჯგუფებაში იბრძოდა.

1999 წელს, ბაშკირიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისტის სპეციალობით დაამთავრა. აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის კოდორის ხეობის სამხედრო მოქმდებებში. 2010-2014 წლებში სოხუმის “ადმინისტრაციაში” მუშაობდა.

გასულ კვირას, აფხაზეთში ადგილობრივი "მოსამართლე" ჯემალ გოგია მხოლოდ იმიტომ არ აირჩიეს, რომ მას ქართველი ნათესავები ჰყავს. ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მისი კანდიდატურის განხილვისას, "საქართველოში მცხოვრებ ნათესავებზე ჰკითხეს, რის შემდეგაც მისი პერსონა დაბლოკეს". შესაბამისად, სურმანიძის ქართულმა გვარმა ადგილობრივებში კითხვის ნიშნები გააჩინა, თუმცა, მისი წარსულის გაგების შემდეგ, უკმაყოფილების მუხტი თითქოს ჩაცხრა.

"ანქვაბი-ბჟანიას გუნდი ცდილობს ხაჯიმბას დროს ქართველებზე არსებული ზეწოლის დაბალანსებას... მეორეს მხრივ, გვეუბნებიან - ქართველებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომ ამ პოზიციებზე იმუშაონო. მინდა მჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების, მაგრამ თუ ეს გამბედაობა კრიმინალებთან ბრძოლაშიც გამოიხატება, დავიჯერებ მათ ობიექტურობას..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი რეზო ნანბა.

"ყველა ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა. მთავარია, სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს ადამიანი და რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! თან მხოლოდ გვარი აქვს ქართული. ალბათ წინაპრები დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ. ჩემი ხმა სურმანიძეს. მას კოლექტივშიც აქებენ..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვალერია ძიძარია.

"ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ სომხის დანიშვნა უფრო გამაღიზიანებდა... რასისტი არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ, ვიდრე ნარკოტიკების რეალიზატორი სომხები თანამდებობებზე არ ვიხილე... ასე რომ, აბა თქვენ იცით ბატონო ავთანდილ", - წერს ანა კალანდია.

სარკინიგზო ავარია გაგრაში - "მოსკოვი-სოხუმის" რეისის მატარებელი ეკსკავატორს შეეჯახა

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

"პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან..." - აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და შს მინისტრის კომენტარი