პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერი ქურდები" პრეზიდენტის წინააღმდეგ - რატომ უჩივლეს სალომე ზურაბიშვილს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა
"კანონიერი ქურდები" პრეზიდენტის წინააღმდეგ - რატომ უჩივლეს სალომე ზურაბიშვილს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა

ახ­ლა­ხან რამ­დე­ნი­მე "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. საქ­მე ეხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც არა­ერთ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­ერ­თვა. ამის გამო მათ სხვა ქვეყ­ნებ­ში გამ­გზავ­რე­ბა ეზღუ­დე­ბათ, უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ში და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მათი დე­პორ­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ მოხ­დე­ბა. ლა­პა­რა­კია იმ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­ზე, რომ­ლე­ბიც 2013-18 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ებ­მა უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს, თუმ­ცა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე მათ ქვე­ყა­ნა მა­ინც და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. ამ პირ­თა უმე­ტე­სო­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­კა­ვეს, ხოლო მას შემ­დეგ, რაც ეს სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად აც­ნო­ბეს, პრე­ზი­დენ­ტმა მათ­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა გა­და­წყვი­ტა.

"ეს ხალ­ხი ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დეს"

თა­მარ აბე­სა­ძე, ილია სამ­სო­ნი­ას ("ილო ოზურ­გეტსკი") ად­ვო­კა­ტი:

- პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, ამ პი­რებს უსა­ფუძ­ვლოდ ჩა­მო­არ­თვეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, თან ისე, რომ არც გა­და­მოწ­მე­ბუ­ლა, ჰქონ­დათ თუ არა მათ რო­მე­ლი­მე სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია და მოკ­ლე­ბუ­ლია სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს. დღეს ისი­ნი არც ერთი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად არ ით­ვლე­ბი­ან. ეს ხალ­ხი ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დეს. როცა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის წარ­თმე­ვას აპი­რებ, დე­ტა­ლუ­რად უნდა მო­ი­ძიო ინ­ფორ­მა­ცია და ახ­სნა, რა­ტომ არ­თმევ ადა­მი­ანს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. ამის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა ის გახ­დეს, თუ მან რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა.

მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი თვლი­ან, რომ პრე­ზი­დენტს და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის სქე­მაა, რათა ისი­ნი პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­დონ და ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხონ. მო­ი­თხო­ვენ, პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­უქ­მოს უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც მათ უფ­ლე­ბა აჰ­ყა­რა და რის სა­ფუძ­ველ­ზეც არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ და­ედ­გო­მე­ბათ.

"ეს რა­ღაც ხრი­კია ან ვი­ღა­ცამ წა­ა­ქე­ზა პრე­ზი­დენ­ტი"

გი­ორ­გი ღლონ­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­მი­ნო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი:

- არა­სო­დეს მსმე­ნია, ქურ­დებს სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თოთ უფ­ლე­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად. მათ­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ქონა-არ­ქო­ნა არა მგო­ნია დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­დეს, რად­გან სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ, სხვა ქვეყ­ნებ­ში, ბევრ მათ­განს ჰქონ­და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ან რა­ღაც სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც აძ­ლევ­და იქ ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას. ისიც გა­უ­გე­ბა­რია, რის­თვის ჩა­მო­არ­თვეს...

ეს ხალ­ხი დიდი ხა­ნია არ ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და დაბ­რუ­ნე­ბა­საც არ აპი­რებს, რად­გან ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა", მკაც­რად ის­ჯე­ბა. მათი დაბ­რუ­ნე­ბა არა მგო­ნია ახლა მათ­თვის უსაფრ­თხო იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს რა­ღაც ხრი­კია ან ვი­ღა­ცამ წა­ა­ქე­ზა პრე­ზი­დენ­ტი.

- თვი­თო­ნაც აცხა­დე­ბენ, პრე­ზი­დენტს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მი­უ­ღი­აო...

- პრე­ზი­დენტს აქვს ამის უფ­ლე­ბა - ამას ფარ­თო დის­კრე­ცია ჰქვია და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბას არა­ვინ მოს­თხოვს. ერთი მხრივ, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა", რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტი, მათ არ არ­თმევს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უფ­ლე­ბას, მე­ო­რე მხრივ, სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვა ტრა­გი­კო­მი­კუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა. ისიც სა­კი­თხა­ვია, მათი უფ­ლე­ბე­ბი რამ­დე­ნად დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ან სად უნ­დო­დათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, ან რო­გორ უკე­თებ­დნენ ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას დო­კუ­მენ­ტებს, როცა წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლან და სა­ბუ­თე­ბი გა­ნახ­ლე­ბას ითხოვს. რად­გან აქტი შედ­გა, "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს უნდა მი­მარ­თონ. ეს კა­ზუ­ის­ტი­კაა, ასე­თი რამ არ გა­მი­გო­ნია და შე­იძ­ლე­ბა პრე­ცე­დენ­ტი გახ­დეს.

- შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­ჩევ­ნებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

- არა მგო­ნია, "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა", რომ­ლებ­საც წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უცხოვ­რი­ათ, დის­ტან­ცი­უ­რად შეძ­ლონ აქ რა­ი­მე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა. ჩემი აზ­რით, პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად იძა­ბე­ბა და არც ის მგო­ნია, რომ "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა" სა­ჩივ­რის შე­ტა­ნა თა­ვად მო­ი­ფიქ­რეს. ეს ორ­გა­ნი­ზე­ბულს ჰგავს და შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ის ხელ­დას­ხმი­თაც ხდე­ბა. ოპო­ზი­ცი­ამ ისე­დაც დიდი დრო და­კარ­გა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მათი მუხ­ტი, ცოტა არ იყოს, გა­ნელ­და, მით უფრო მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის პან­დე­მი­ას. 5-6 თვე­ში არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა და ცდი­ლო­ბენ და­ძა­ბონ ვი­თა­რე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონა
6
სა წევიდნენ მერე მაგენი სიმონ?
სიმართლე თვალის სინათლე
12

საქმე იმაშია რომ ეს ე. წ. კანონიერი ქურდები ანუ არალეგალური კანონიერი ქურდები ახლა ჩაანაცვლა ოფიციალურმა კანონიერმა ქურდებმა, სახელცვლილებით. მათ დღეს ბიზნესმენები ჰქვია. უკანონო ძარცვა კანონიერმა ძარცვამ ჩაანაცვლა. ბუნებრივია ნეოკანონიერი ქურდები ვერ დაუშვებენ ქვეყანაში სხვა კანონიერი ქურდების არსებობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კანონიერი ქურდები" პრეზიდენტის წინააღმდეგ - რატომ უჩივლეს სალომე ზურაბიშვილს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა

"კანონიერი ქურდები" პრეზიდენტის წინააღმდეგ - რატომ უჩივლეს სალომე ზურაბიშვილს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა

ახლახან რამდენიმე "კანონიერმა ქურდმა" საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც არაერთ კრიმინალურ ავტორიტეტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის გამო მათ სხვა ქვეყნებში გამგზავრება ეზღუდებათ, უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში კი მათი დეპორტაცია საქართველოში ვეღარ მოხდება. ლაპარაკია იმ კანონიერ ქურდებზე, რომლებიც 2013-18 წლებში საქართველოს სასამართლოებმა უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მათ ქვეყანა მაინც დაატოვებინეს. ამ პირთა უმეტესობა სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტებით რამდენჯერმე დააკავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს საქართველოს ოფიციალურად აცნობეს, პრეზიდენტმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა გადაწყვიტა.

"ეს ხალხი ჰაერში გამოკიდეს"

თამარ აბესაძე, ილია სამსონიას ("ილო ოზურგეტსკი") ადვოკატი:

- პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ პირებს უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, თან ისე, რომ არც გადამოწმებულა, ჰქონდათ თუ არა მათ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. დღეს ისინი არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან. ეს ხალხი ჰაერში გამოკიდეს. როცა მოქალაქეობის წართმევას აპირებ, დეტალურად უნდა მოიძიო ინფორმაცია და ახსნა, რატომ ართმევ ადამიანს მოქალაქეობას. ამის საფუძველი შეიძლება ის გახდეს, თუ მან რომელიმე ქვეყანას მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართა.

მოსარჩელეები თვლიან, რომ პრეზიდენტს დამოუკიდებლად არ მიუღია გადაწყვეტილება და ეს სამართალდამცავი ორგანოების სქემაა, რათა ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ და ქვეყანაში შემოსვლა ვეღარ მოახერხონ. მოითხოვენ, პრეზიდენტმა გააუქმოს უკანონო ბრძანებულება, რომელმაც მათ უფლება აჰყარა და რის საფუძველზეც არც ერთ ქვეყანაში არ დაედგომებათ.

"ეს რაღაც ხრიკია ან ვიღაცამ წააქეზა პრეზიდენტი"

გიორგი ღლონტი, საერთაშორისო კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი:

- არასოდეს მსმენია, ქურდებს სასამართლოსთვის მიემართოთ უფლებების აღსადგენად. მათთვის მოქალაქეობის ქონა-არქონა არა მგონია დიდ პრობლემას წარმოადგენდეს, რადგან სადაც ცხოვრობდნენ, სხვა ქვეყნებში, ბევრ მათგანს ჰქონდა მოქალაქეობა, ან რაღაც საბუთი, რომელიც აძლევდა იქ ყოფნის საშუალებას. ისიც გაუგებარია, რისთვის ჩამოართვეს...

ეს ხალხი დიდი ხანია არ ცხოვრობს საქართველოში და დაბრუნებასაც არ აპირებს, რადგან ჩვენი კანონმდებლობით "კანონიერი ქურდობა", მკაცრად ისჯება. მათი დაბრუნება არა მგონია ახლა მათთვის უსაფრთხო იყოს. აქედან გამომდინარე, ეს რაღაც ხრიკია ან ვიღაცამ წააქეზა პრეზიდენტი.

- თვითონაც აცხადებენ, პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღიაო...

- პრეზიდენტს აქვს ამის უფლება - ამას ფართო დისკრეცია ჰქვია და გადაწყვეტილების დასაბუთებას არავინ მოსთხოვს. ერთი მხრივ, "კანონიერი ქურდობა", როგორც ინსტიტუტი, მათ არ ართმევს მოქალაქეობის უფლებას, მეორე მხრივ, სასამართლოს მეშვეობით ამ საკითხის გარკვევა ტრაგიკომიკურად მეჩვენება. ისიც საკითხავია, მათი უფლებები რამდენად დაკნინებული იქნება, რა პირობებში ცხოვრობდნენ, ან სად უნდოდათ გადაადგილება, ან როგორ უკეთებდნენ ლეგალიზაციას დოკუმენტებს, როცა წლებია საქართველოში არ ყოფილან და საბუთები განახლებას ითხოვს. რადგან აქტი შედგა, "კანონიერმა ქურდებმა" საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ. ეს კაზუისტიკაა, ასეთი რამ არ გამიგონია და შეიძლება პრეცედენტი გახდეს.

- შეიძლება ეს ყველაფერი არჩევნებთან იყოს დაკავშირებული?

- არა მგონია, "კანონიერმა ქურდებმა", რომლებსაც წლებია საქართველოში არ უცხოვრიათ, დისტანციურად შეძლონ აქ რაიმე გავლენის მოხდენა. ჩემი აზრით, პოლიტიკური ვითარება ხელოვნურად იძაბება და არც ის მგონია, რომ "კანონიერმა ქურდებმა" საჩივრის შეტანა თავად მოიფიქრეს. ეს ორგანიზებულს ჰგავს და შესაძლოა ყველაფერი ოპოზიციის ხელდასხმითაც ხდება. ოპოზიციამ ისედაც დიდი დრო დაკარგა კორონავირუსის გამო, მათი მუხტი, ცოტა არ იყოს, განელდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც საქართველო წარმატებით ებრძვის პანდემიას. 5-6 თვეში არჩევნები იქნება და ცდილობენ დაძაბონ ვითარება. წაიკითხეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს" - რა წერილს ასაჯაროებს მერია