პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 6-ით გა­ი­ზარ­და და 713 გახ­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 475-ს შე­ად­გენს.

კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 3519 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 351 პირი. ამას­თან, უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კრო­ნა­ვირუ­სით 12 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ბოლო 24 სა­ათ­ში ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის სულ 11 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­ვი­დცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 226 პა­ცი­ენ­ტი.

"11 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან ყვე­ლა ცნო­ბი­ლი წყა­როა, 9 არის ბოლ­ნი­სის ორი სოფ­ლი­დან - გეტა და მუ­შე­ვა­ნი, ესე­ნი არი­ან უკვე არ­სე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კონ­ტაქ­ტე­ბი, 2 შემ­თხვე­ვა არის სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცი­დან, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი ორი პა­ცი­ენ­ტი. ამ 11-დან ჩვენ­თან ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი არ მო­თავ­სე­ბუ­ლა”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, კვლავ 2 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ.

“გვყავს 26 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, გუ­შინ 3 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი გა­ე­წე­რა. მძი­მე პა­ცი­ენ­ტის სპექტრი არ შეც­ვლი­ლა, კვლავ 2 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი გვყავს, ის კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო პროგ­ნო­ზუ­ლად არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია და ყო­ველ­დღი­უ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ალ­ბათ, პროგ­ნოზ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ კე­თილ­სა­ი­მე­დო უნდა იყოს, მაგ­რამ და­ვე­ლო­დოთ კვლავ მოვ­ლე­ნებს.

მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ მძი­მედ რჩე­ბა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რია, მას უტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და იმე­დი გვაქვს, რომ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, პროგ­რე­სი­რე­ბა აღარ გა­მოვ­ლენ­დე­ბა და მას­თან გა­მო­სა­ვა­ლი ალ­ბათ კე­თილ­სა­ი­მე­დო უნდა იყოს”, - აღ­ნიშ­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

,,ცოტაც გაუძლოთ...,,
1

ჩვენთვის, 6 შემთხვევა ცოტა არაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 713 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 475-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 პირი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი.

"11 ახალი შემთხვევიდან ყველა ცნობილი წყაროა, 9 არის ბოლნისის ორი სოფლიდან - გეტა და მუშევანი, ესენი არიან უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტები, 2 შემთხვევა არის საკარანტინე სივრციდან, თვითიზოლაციაში მყოფი ორი პაციენტი. ამ 11-დან ჩვენთან ახალი პაციენტი არ მოთავსებულა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას განმარტებით, კვლავ 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

“გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი, გუშინ 3 გამოჯანმრთელებული გაეწერა. მძიმე პაციენტის სპექტრი არ შეცვლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, ის კრიტიკული პაციენტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო პროგნოზულად არაკეთილსაიმედო, უკვე რამდენიმე დღეა მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია და ყოველდღიურად უმნიშვნელო, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება, ალბათ, პროგნოზზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ კეთილსაიმედო უნდა იყოს, მაგრამ დაველოდოთ კვლავ მოვლენებს.

მეორე პაციენტი ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მისი მდგომარეობა არასტაბილურია, მას უტარდება მკურნალობა ყველა მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ დაემორჩილება მკურნალობას, პროგრესირება აღარ გამოვლენდება და მასთან გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

როგორ შეიცვალა თბილისის სამ გამზირზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით

5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება  და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს

განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?