მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბუნებრივად ვითამაშოთ მშვიდობის მტრედების როლი და ჩვენში მართლაც შინაგანად ზის ეს - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში ციხეში გამოკეტვით საქმე არ გვარდება.
"მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ვიყოთ არახელოვნურად კონსტრუქციულები, რომ ეს პროცესი, რომელიც არის დაძრული და რომელიც არის ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი, არ დაზიანდეს ჩვენი რიტორიკით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბუნებრივად ვითამაშოთ მშვიდობის მტრედების როლი და ჩვენში მართლაც შინაგანად ზის, იმიტომ რომ გათავისებული გვაქვს თუ რასთან გვაქვს საქმე, რას ვეთამაშებით.
თან არ უნდა დაგავიწყდეთ, ამდენი სენატორი, ამდენი ევროპარლამენტარი არის ჩართული ამ ყველაფერში, რომ ჩვენ აქ ბავშვივით ვკინკლაობთ და მათ ჩვენი გაშველება უწევთ.
მაშინ, როცა ეს ყველაფერი შეიძლება, ცივილიზებულად ცივილურმა ადამიანებმა ერთმანეთში დავარეგულიროთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვიღაცას აერია გონება და არაცივილიზებული თამაშის წესები დაამკვიდრა ჩვენში - გამოვკეტავ ციხეში და ამით ყველაფერს მოვაგვარებ, 21-ე საუკუნეში ასე არ ხდება", -განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
კოჰაბიტაციის სცენარია ესა, სამწუხაროდ! ანუ ისევ კომკავშირი ხელისუფლებაში ! ძალიან ბევრს გონია, რომ ოპოზიცია ხელისუფლება არ არის: კაცი დეპუტატია , პარლამენტში , გინა საკრებულოში და იძახის მე არა, ისაა ხელისუფალიო ,თალაკვაძეო , კობახიძეო, აბა ერთი სახელმწიფო ხელფასს რაში იღებს ,იმუნიტეტი რად აქვს , კიდევ უამრავ რამეებს რად იღებს ?! უთხარით ახლა თქვენ ამერიკაში ამჟამად ოპოზიციურ დემოკრატ სენატორს , მაგალითად ქალბატონ შაჰინს , ან მის რომელიმე პარტიულ კოლეგა კონგრესმენს , ორასზე მეტი არიან კონგრესში, არ გეკითხებათ თქვენა ბალია ათი შაურიო, არავინა ხართო და რას მიიღებთ ნახავთ , ან თავად რას მიიღებენ, თუ მივა ჟურნალისტი კამერითა და მიკროფონით და ეტყვის ამ ინტერვიუთი ამერიკელ ერს ამცნეთ, რომ არა ყოფილხართ ხელისუფალი და ტყუილად გაჭმევთ პურსაო !? ისე, რომ ამხანაგებო არცერთი ხმა ნაცქოცმოქკავშირს სატელიტებიანად, ტყუილად ვაჭმევთ პურსა მაგათ , სხვა პურისმჭამელი მოძებნეთ , დიახ, სახლში, სკოლაში, ეზოში, მაედანზე , აკადემიაში ,ესენი არიან სულ 500 , ქვეყანაში კი 4 მილიონი პურიმჭამელია, მოეგეთ გონს და გაგიშვერიათ ხელი ევროპა და ამერიკა გვანგრევენ, რუსეთი გვანგრევსო, ქართველის მეტი ვერავინ დაანგრევს საქართველოს , ააშენეთ მე თქვენ გეუბნებით , ააშენეთ! ამირანის და ქართლოსის შთამომავლები ხართ , თუ ნაცქოცმოქკავშირის ?! რის თალკვაძე, რა კობახიძე, რისა კიდე იგულავა და ოქრუაანთ მალხაზი, მილიონობით ძუკუ და გოგიაა ოპოზიციაში , მიჩერებიან ჯამფაზიას და ვირი თავფეხ , გაანძრიეთ თავი და ხელი !
ჰა ჰა ჰა, შე მტრედო შენ.