საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 707 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უცვლელია და 456-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3914 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 340 პირი.
საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.