კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროების გამო, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადა. ამის შესახებ "ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, კარანტინის ზომების შემსუბუქების შემდეგ, ახალი დიდი კლასტერი გაჩნდა, რომელიც შესაძლოა, ვირუსის ახალი აფეთქების სათავე გახდეს.
"ბლუმბერგის“ ცნობით, რეგიონში მცხოვრები 108 მილიონი ადამიანი კარანტინის მკაცრ რეჟიმს დაუბრუნდა.
საუბარია ჯილინის პროვინციაზე, სადაც ამ დროისთვის შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები.
მკაცრი შეზღუდვების დაწესების გამო, ადგილობრივები შეშფოთებულები არიან, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ეპიდემია უკვე დასრულებული იყო და ყველაფერი უკან მოიტოვეს. ახლა კი უიმედობა იპყრობთ, რადგანაც, როგორც თავად ამბობენ, "არავინ იცის ეს როდის დასრულდება".
გილინის რეგიონის ქალაქ შულანის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, იგეგმება უმკაცრესი ზომების გატარება. მათი ცნობით, ოჯახიდან მხოლოდ ერთს ექნება გასვლის უფლება საჭირო ნივთების შესაძენად ყოველ ორ დღეში ერთხელ და თანაც ორი საათით. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის ახალი კლასტერი 34 ინფიცირებულისგან შედგება.
როგორც "ბლუმბერგი“ წერს, ჩინეთის სხვა რეგიონებში ვირუსის მცირე ნიშნების გაჩენის შემთხვევაშიც კი, რეჟიმის ისევ გამკაცრდება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა ჩინეთის ქალაქ უხანშიც, თუმცა ქალაქი მკაცრი კარანტინის რეჟიმს არ დაბრუნებია. ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, რომ იქ მცხოვრებ ყველა ადამიანს COVID-19-ის ტესტი ჩაუტაროს.
ამასთან, ექსპერტები ჩინეთში ვირუსის ახალ ტალღას დიდი ხანია პროგნოზირებენ. აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებით მას შემდეგ საუბრობენ, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ადგილობრივები სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს მიაწყდნენ. ეპიდემიოლოგები უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ოფიციალური მონაცემებით ჩინეთი COVID-19-ს 2019 წლის დეკემბრიდან ებრძვის. ამ დროისთვის კი ქვეყანაში 82 960 ადამიანია დაინფიცირებული, რომელთა შორისაც 4 634 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 78 241 გამოჯანმრთელდა. ჩინეთი ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეცამეტე ქვეყანაა.
მე მგონი ესენი რაღაც ექსპერიმენტებს ატარებენ
ჰმ, 108 მილიონი ისიცა, მხოლოდ ერთი სოფელიო? აბა კორონა არ უნდა დეეტაკოს ამათა? 108 მილიონმა კაცმა, თითო ბოლოკიც რო შეჭამოს დღეში, აბა იანგარიშეთ რამდენია??? თვეში გამოდის 3 მილიარდ 240 ბოლოკი, ეს კი უდრის ნახევარ მილიონ ტონა ბოლოკსა. ამდენი დედამიწაზე მთლიანად არ მოუყვანიათ, ბოლო ორ ხუთწლედში... ეხლა კიტრი და ნესვი? ან ბადრიჯანი აირეთ და თხილი, ცხრაზეც რო გაყოთ, იცით რამდენი გამავაა???
ღმერთო დაილოცოს თქვენი სამართალი, მა ამათ სოფელსა მარტო კორონა ეყოფაათ? ჭირიცა, წყლულიცა და რადიაციაც უნდა დეემატოს, თორემ ისე არაფერი გამოვა, არაა!!!