მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა
კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

შვე­დე­თი იმ მცი­რე ქვეყ­ნებს შო­რი­საა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო კა­რან­ტი­ნის მკაც­რი რე­ჟი­მი არ და­უ­წე­სე­ბი­ათ. COVID-19-თან ბრძო­ლის შვე­დუ­რი მო­დე­ლი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და და მას რო­გორც ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე, ასე­ვე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გა­მო­უჩ­ნდა.

კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის "შვე­დუ­რი მო­დე­ლი“ გუ­ლის­ხმობს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნე­ბას რთავს ბიზ­ნესს, რეს­ტორ­ნებს, ბა­რებ­სა და სკო­ლებს იფუნ­ქცი­ო­ნი­როს.

მა­შინ, როცა მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი, კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო, სახ­ლებ­ში იყო გა­მო­კე­ტი­ლი, შვე­დეთ­ში ადა­მი­ა­ნებს არ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ გა­რეთ გას­ვლა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად კა­ფე­ებ­ში თავ­შეყ­რა, არც სა­ლო­ნე­ბი და­ხუ­რუ­ლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ვირუს­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. მათ არ და­უ­წე­სე­ბი­ათ შე­ზღუდ­ვე­ბი, მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემ­დნენ.

რო­გორც Business Insider წერს, კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ასე­თი მიდ­გო­მა, შე­საძ­ლოა, დამ­ღუპ­ვე­ლი იყოს და შვე­დეთს დიდი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მო­უ­წი­ოს. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, შვე­დეთ­ში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე და­ან­გა­რი­შე­ბით, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

შე­ვე­დე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა 10.23 მი­ლი­ონს შე­ად­გენს. COVID-19-ით კი გარ­დაც­ვლი­ლია 3 698 პა­ცი­ენ­ტი. ეს რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა მა­გა­ლი­თად, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლებ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც ვირუსს 91 981 პა­ცი­ენ­ტი ემსხვერ­პლა, მაგ­რამ შვე­დე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ის იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საა, სა­დაც პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მა მი­ი­ღო.

"ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი" აქ­ვეყ­ნებს სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლიც ჯონ ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვას ეყ­რდნო­ბა. მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტთა შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლით, შვე­დე­თი მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა. კონ­კრე­ტუ­ლად კი, COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 12.4 % გარ­და­იც­ვა­ლა (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 14 მა­ისს და ამ დრო­ის­თვის ის მცი­რე­დი­თაა შეც­ვლი­ლი).

  • COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი

ასე­ვე, შვე­დეთ­ში ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით მა­ღა­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ველ 100 000 მო­ქა­ლა­ქეს შო­რის 273 ინ­ფი­ცირ­დე­ბა. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით კი, შვე­დე­თი მსოფ­ლი­ოს მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა და ის მხო­ლოდ ეს­პა­ნეთს, აშშ-ს, იტა­ლი­ა­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთს ჩა­მორ­ჩე­ბა.

  • COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ 100 000 მო­სახ­ლე­ზე

შვე­დე­თის მთა­ვარ­მა ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა, ან­დერს ტეგ­ნელ­მა, თა­ვის ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში The Daily Show-ში თქვა, რომ მის­თვის ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

კი­დევ ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს ისაა, რომ შვე­დეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ ხან­ში­შე­სულ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ზრუნ­ვის სახ­ლში ცხოვ­რობ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით BBC წერს.

შვე­დეთ­ში მცხოვ­რე­ბი ლილი პერ­სპო­ლი­სი ჰყვე­ბა, რომ მისი მამა სტოკ­ჰოლ­მის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ზრუნ­ვის სახ­ლში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლი­ლის თქმით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ინ­ფი­ცი­რე­ბულს მორ­ფი­ნი გა­უ­კე­თეს, არც სას­წრა­ფო­ში და­უ­რე­კავთ და მის­თვის არც ჟანგბა­დი მი­უ­ცი­ათ.

"ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მას­თან არა­ვინ იყო, ეს უსა­მარ­თლო­ბაა”, - ამ­ბობს ლილი.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა მე­მო­რი­ა­ლი სტოკ­ჰოლმში

BBC-ის ცნო­ბით, შვე­დეთ­ში COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლი 3 698 ადა­მი­ა­ნი­დან უმე­ტე­სო­ბა 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია და ეს მოხ­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე რისკ ჯგუ­ფე­ბის დაც­ვა პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ა­ცხა­დეს.

ჩვენ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა, ჩვე­ნი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, - გა­ნა­ცხა­და გა­სულ კვი­რას შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შტე­ფან ლე­ვენ­მა

დღეს შვე­დეთ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აკ­რი­ტი­კებს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ შედ­გე­ნილ პრო­ტო­კოლს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ზრუნ­ვის სახ­ლე­ბის მუ­შა­კებს არ აქვთ უფ­ლე­ბა იქ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გაგ­ზავ­ნონ, ასე­ვე არ აქვთ უფ­ლე­ბა ჟანგბა­დი მის­ცენ ინ­ფი­ცი­რე­ბულს სპე­ცი­ა­ლის­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ისი­ნი იძა­ხე­ბენ ე.წ. კო­ვიდ-ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩე­ნენ დახ­მა­რე­ბას პა­ცი­ენ­ტებს.

შვე­დე­თის პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, რომ მო­ხუ­ცე­ბი ვირუ­სის­გან ვერ და­იც­ვეს

ინ­ტენ­სი­უ­რი მე­დი­ცი­ნის შვე­დი სპე­ცი­ა­ლის­ტის, მი­კა­ელ ფჟა­ლი­დის თქმით, სჯე­რა ბევ­რი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და უფრო მეტ პა­ცი­ენტს რომ ჰქო­ნო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ან ზრუნ­ვის სახ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს უფ­ლე­ბა რომ ჰქო­ნო­დათ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჟანგბა­დი მი­ე­ცათ იქ მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის და არ და­ლო­დე­ბოდ­ნენ COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ჯგუ­ფებს.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვე­დეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 30 377 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 3 698 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 4 971 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკო
6

მით უფრო თვალში საცემია ჩვენი ექიმების დამსახურება და ვინც ორგანიზაცია გაუკეთა ვირუსთან ბრძოლას

100%
5

მართლა კაცო, რას ამბობთ! ოჯახის შვედური მოდელი, ხომ სულ ჩვენს გულებს და ჯიგარს "მალამოდ"ედება რაა!

და ერთიც, მთავარი ჩვენ გამყრელიძეები გყვავს, იმათ "გამყრელსონები", სხვაობას ხედავთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

შვედეთი იმ მცირე ქვეყნებს შორისაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინის მკაცრი რეჟიმი არ დაუწესებიათ. COVID-19-თან ბრძოლის შვედური მოდელი განხილვის საგანი გახდა და მას როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე, გლობალური მასშტაბით ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედური მოდელი“ გულისხმობს, რომ ადამიანებმა ნებაყოფლობით შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია. ხელისუფლება ნებას რთავს ბიზნესს, რესტორნებს, ბარებსა და სკოლებს იფუნქციონიროს.

მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი, კორონავირუსის საფრთხის გამო, სახლებში იყო გამოკეტილი, შვედეთში ადამიანებს არ ეკრძალებოდათ გარეთ გასვლა, მეგობრებთან ერთად კაფეებში თავშეყრა, არც სალონები დახურულა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვირუსთან გასამკლავებლად მოქალაქეების პირად პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. მათ არ დაუწესებიათ შეზღუდვები, მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემდნენ.

როგორც Business Insider წერს, კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა, შესაძლოა, დამღუპველი იყოს და შვედეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწიოს. სტატისტიკის მიხედვით, შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შევედეთის მოსახლეობა 10.23 მილიონს შეადგენს. COVID-19-ით კი გარდაცვლილია 3 698 პაციენტი. ეს რიცხვი გაცილებით მცირეა მაგალითად, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილებთან შედარებით, სადაც ვირუსს 91 981 პაციენტი ემსხვერპლა, მაგრამ შვედეთის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც პანდემიამ ყველაზე მძიმე ფორმა მიიღო.

"ბიზნეს ინსაიდერი" აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევას ეყრდნობა. მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელით, შვედეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა. კონკრეტულად კი, COVID-19-ით ინფიცირებულთა 12.4 % გარდაიცვალა (აღსანიშნავია, რომ მონაცემები გამოქვეყნებულია 14 მაისს და ამ დროისთვის ის მცირედითაა შეცვლილი).

  • COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი

ასევე, შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობაც. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 100 000 მოქალაქეს შორის 273 ინფიცირდება. ამ მონაცემებით კი, შვედეთი მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა და ის მხოლოდ ესპანეთს, აშშ-ს, იტალიასა და დიდ ბრიტანეთს ჩამორჩება.

  • COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე

შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა, თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში The Daily Show-ში თქვა, რომ მისთვის ქვეყანაში სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მოულოდნელი იყო.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ყურადღებას იპყრობს ისაა, რომ შვედეთში კორონავირუსით გარდაცვლილ ხანშიშესულთა ნახევარზე მეტი ზრუნვის სახლში ცხოვრობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით BBC წერს.

შვედეთში მცხოვრები ლილი პერსპოლისი ჰყვება, რომ მისი მამა სტოკჰოლმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ზრუნვის სახლში კორონავირუსით გარდაიცვალა. ლილის თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ინფიცირებულს მორფინი გაუკეთეს, არც სასწრაფოში დაურეკავთ და მისთვის არც ჟანგბადი მიუციათ.

"ისე გარდაიცვალა, რომ მასთან არავინ იყო, ეს უსამართლობაა”, - ამბობს ლილი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა მემორიალი სტოკჰოლმში

BBC-ის ცნობით, შვედეთში COVID-19-ით გარდაცვლილი 3 698 ადამიანიდან უმეტესობა 70 წელს გადაცილებულია და ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსის საწყის ეტაპზევე რისკ ჯგუფების დაცვა პრიორიტეტად გამოაცხადეს.

ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველაზე დაუცველი ადამიანების დაცვა, ჩვენი სურვილის მიუხედავად, - განაცხადა გასულ კვირას შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლევენმა

დღეს შვედეთში ბევრი ადამიანი აკრიტიკებს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების მიერ შედგენილ პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც, ზრუნვის სახლების მუშაკებს არ აქვთ უფლება იქ მაცხოვრებლები საავადმყოფოებში გაგზავნონ, ასევე არ აქვთ უფლება ჟანგბადი მისცენ ინფიცირებულს სპეციალისტის თანხმობის გარეშე. ისინი იძახებენ ე.წ. კოვიდ-ჯგუფებს, რომლებიც ადგილზევე აღმოუჩენენ დახმარებას პაციენტებს.

შვედეთის პრემიერი ამბობს, რომ მოხუცები ვირუსისგან ვერ დაიცვეს

ინტენსიური მედიცინის შვედი სპეციალისტის, მიკაელ ფჟალიდის თქმით, სჯერა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა უფრო მეტ პაციენტს რომ ჰქონოდა საავადმყოფოში მკურნალობის შესაძლებლობა, ან ზრუნვის სახლების თანამშრომლებს უფლება რომ ჰქონოდათ, საჭიროების შემთხვევაში, ჟანგბადი მიეცათ იქ მყოფი პაციენტებისთვის და არ დალოდებოდნენ COVID-19-ის მკურნალობაზე პასუხისმგებელ ჯგუფებს.

ბოლო ინფორმაციით, შვედეთში კორონავირუსით 30 377 ადამიანი დაინფიცირდა, 3 698 გარდაიცვალა, ხოლო 4 971 გამოჯანმრთელდა.

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული

პაკისტანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 მგზავრი იმყოფებოდა

კარანტინის გამო სოფელში ჩასულმა ბავშვებმა, ბებიის ზეწრებში ოქროს ზოდები იპოვეს - დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან