ავტორი:

„მარველი“ და მისი სუპერგმირები  – ენციკლოპედია, რომელიც მარველის სამყაროს სრულად გაგაცნობთ, ქართულ ენაზე გამოიცა

„მარველი“ და მისი სუპერგმირები  – ენციკლოპედია, რომელიც მარველის სამყაროს სრულად გაგაცნობთ, ქართულ ენაზე გამოიცა

კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები, თორი – ეს მარველის სუპერგმირები არიან. ამ გმირების უმრავლესობა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს უწოდებენ.

Marvel-ის სამყარო სავსეა მრავალფეროვანიპერსონაჟებით, საოცარი გმირებით, დაუნდობელიბოროტმოქმედებით, უცხოპლანეტელებითა დაჯადოქრებით. სწორედ ეს არის მარველის სამყაროს მთავარი ხიბლი, რომელმაც არაერთი ადამიანის გული დაიპყრო მსოფლიოს გარშემო. მარველის გმირები შეიყვარა ხალხმა და ამ თემატიკის ირგვლივ შეიქმნა უამრავი ჟურნალი, წიგნი, ტანსაცმელი, სამახსოვორო და დეკორატიული ნივთი.

მარველის გმირები ძალიან უყვართ საქართველოშიც. სულ ახლახან ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა „მარველის ენციკლოპედია“, რომელიც Marvel Publishing-ს ეკუთვნის და მისი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში გამომცემლობა „პალიტრა L–ია“.

როგორც მთარგმნელი გიორგი კიკაბიძე განმარტავს, ეს ენციკლოპედია დეტალურად განიხილავს მარველის ყველა პერსონაჟს.

„მათი აღწერა მოიცავს ფიზიკურ მახასიათებებლებს,როგორ იქცევიან პერსონაჟები, მარველის კენემატიკური სამყაროს რომელ ფილმებში ჩნდებიან და ა.შ. ამ ენციკლოპედიაში შესულია ისეთი პერსონაჟებიც, რომლებსაც მკითხველი კარგად იცნობს და ისეთებიც, რომლებიც შეიძლება მათ დაავიწყდათ. ენციკლოპედია პერსონაჟებს დეტალურად განიხილავს - ამიტომ მკითხველმა უკვე ნაცნობ პერსონაჟებზეც შეიძლება ისეთი დეტალი შეიტყოს, რაც მათთვის აქამდე უცნობი იყო,“ – განმარტავს გიორგი კიკაბიძე.

თარგმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო. პერსონაჟთა სახელების თარგმნა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - ერთი მხრივ, მათი სახელები გასაგები უნდა ყოფილიყო მკითხველისთვის და ამავდროულად, უნდა შეერნარჩუნებინა ორიგინალი ენის სტილი. ძალიან ბევრი სუპერგმირის სახელი პირდაპირ მიანიშნებს მისი სუპერძალების წარმომავლობაზე, მაგალითად ადამიანი-ობობა. პიტერ პარკერმა სუპერძალები ობობის კბენის შედეგ მიიღო. ამიტომაცაა, რომ ითარგმნა როგორც "ადამიანი-ობობა" და არა "სპაიდერ-მენი". გარდა ამისა, არიან პერსონაჟები რომლებიც სხვადასხვა ფოლკლორიდან იღებენ სათავეს - განსაკუთრებით სკანდინავიური მითოლოგიიდან, ამიტომ საჭირო იყო ამ მითოლოგიაში გარკვევა, რამე უზუსტობა რომ არ დაფიქსირებლიყო,“ – დაამატა მან.

მარველის კომიქსების წიგნების გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა. Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიკური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC კომიქსებითან ერთად.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეოთხე თავი)

როგორ გავატაროთ დრო სასიამოვნოდ სახლში მთელმა ოჯახმა - ოჯახური პაკეტი "გუდასგან"

"მარილი გემოვნებით" - ბებოს ნამზითვი ქვაბის ამბები