პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვანცა ამერიკაშია... ეკამ მითხრა, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?
"გვანცა ამერიკაშია... ეკამ მითხრა, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?

მხატ­ვა­რი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას ოჯა­ხი კა­რან­ტი­ნი­სას - ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წყნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახს მათ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლო­ვე აქვს. თუ რო­გორ გა­ა­ტა­რა ამ ორმა ოჯახ­მა თვი­თი­ზო­ლა­ცია, ამის თა­ო­ბა­ზე ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლეს - ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ...

- ორი თვეა სახ­ლი­დან არ გავ­სულ­ვარ... წყნეთ­ში ვართ და აქ შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია იზო­ლა­ცი­ის ატა­ნა, ეზო­ში მა­ინც გავ­დი­ვართ. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ბევ­რი დრო მქონ­და ჩემი თა­ვის­თვის, ვარ­ჯი­შიც კი და­ვი­წყე, სულ მე­ზა­რე­ბო­და და რაც მთა­ვა­რია გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემი ვაჟი - გი­ორ­გი სა­ა­ხალ­წლოდ არ­და­დე­გებ­ზე ჩა­მო­ვი­და ბოს­ტო­ნი­დან და დარ­ჩა. მო­მე­ნატ­რა სტუმ­რე­ბი, ანუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მიყ­ვარს. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ნახ­ვა და არა მე­სი­ჯე­ბი და ონ­ლა­ი­ნურ­თი­ერ­თო­ბე­ბი… მოკ­ლედ, ამ იზო­ლა­ცი­ას და­დე­ბი­თი მხა­რეც ჰქონ­და და უარ­ყო­ფი­თიც. რთუ­ლი არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით ვი­ყა­ვით მშვი­დად და მინ­და, სრუ­ლი­ად ობი­ექ­ტუ­რად გი­თხრათ, რომ ასე და­ცუ­ლად თავი არას­დროს მიგ­რძვნია!

და­ვი­ნა­ხე ჩემ­ზე მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. სა­ოც­რად იმუ­შა­ვეს და შე­დე­გიც და­ვი­ნა­ხეთ. ასე მარ­ტო მე არ ვფიქ­რობ! ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი ხე­დავს ამას და ის რა­ღაც­ნა­ი­რი ოპო­ზი­ცია სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან!

მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო ეს სა­შუ­ა­ლე­ბა და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ეკას და ბი­ძი­ნას იმ სი­კე­თე­ე­ბის­თვის, რა­საც ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის აკე­თე­ბენ! ამა­ყი ვარ, რომ ისი­ნი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან და დად­გე­ბა დრო რო­დე­საც თა­ო­ბე­ბი და­ა­ფა­სე­ბენ ამ ოჯა­ხის ღვაწლს. უსაქ­მუ­რე­ბის კრი­ტი­კა არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. მალე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

- ამ რთულ პე­რი­ოდ­ში თუ გქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი, რო­გორ გა­ა­ტა­რეს ბოლო ორი თვე?

- უტა იზო­ლა­ცი­ა­ში იყო, ახლა უკვე შინ არის... მშვი­დად არი­ან და თავს იცა­ვენ, რო­გორც ჩვენ ყვე­ლა. და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და 2 მა­ისს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი მო­მი­ლო­ცეს... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
75

როგორ მიხარია ძლიერ ქართველებს რო ვხედავ ნეტა ბევრი იყოს ასეთი წარმატებული როგორიც ივანიშვილები არიან. ვინც თქვენ ვერ გიტანთ ეს ნაც სექტაა დანარჩენი საღათ მოაზროვნე ქართველები თქვენს გვერდითა ბიძინა ივანიშვილია იმის გარანტი რო ქაოსი და ქართველების ხოცვა ქუჩაში თანაც საკონტროლო გასროლებით წამებით აღარასოდეს მოხდება 

giorgi
76

ღმერთი გფარავდეთ დიდხანს უპატრონეთ საქართველოს არ გეწყინოთ უმადურების კრიტიკა ღმერთმა გაგაძლიეროთ ბატონო ბიძინა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გვანცა ამერიკაშია... ეკამ მითხრა, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?

"გვანცა ამერიკაშია... ეკამ მითხრა, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?

მხატვარი ნიკუშა შენგელაიას ოჯახი კარანტინისას - ბოლო ორი თვის განმავლობაში წყნეთში იმყოფებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მათთან განსაკუთრებული სიახლოვე აქვს. თუ როგორ გაატარა ამ ორმა ოჯახმა თვითიზოლაცია, ამის თაობაზე ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს - ეკა ჭიჭინაძეს გავესაუბრეთ...

- ორი თვეა სახლიდან არ გავსულვარ... წყნეთში ვართ და აქ შედარებით ადვილია იზოლაციის ატანა, ეზოში მაინც გავდივართ. მართალი გითხრათ, ძალიან მომეწონა, ბევრი დრო მქონდა ჩემი თავისთვის, ვარჯიშიც კი დავიწყე, სულ მეზარებოდა და რაც მთავარია გამიმართლა, რომ ჩემი ვაჟი - გიორგი საახალწლოდ არდადეგებზე ჩამოვიდა ბოსტონიდან და დარჩა. მომენატრა სტუმრები, ანუ ის ადამიანები, ვინც მიყვარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, ნახვა და არა მესიჯები და ონლაინურთიერთობები… მოკლედ, ამ იზოლაციას დადებითი მხარეც ჰქონდა და უარყოფითიც. რთული არ ყოფილა, პირიქით ვიყავით მშვიდად და მინდა, სრულიად ობიექტურად გითხრათ, რომ ასე დაცულად თავი არასდროს მიგრძვნია!

დავინახე ჩემზე მზრუნველი ხელისუფლება, პროფესიონალები, ექიმები, ექთნები, პოლიციელები. საოცრად იმუშავეს და შედეგიც დავინახეთ. ასე მარტო მე არ ვფიქრობ! ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს ამას და ის რაღაცნაირი ოპოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან!

მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და მადლობა გადავუხადო ეკას და ბიძინას იმ სიკეთეებისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ! ამაყი ვარ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და დადგება დრო როდესაც თაობები დააფასებენ ამ ოჯახის ღვაწლს. უსაქმურების კრიტიკა არავის აინტერესებს. მალე ყველაფერი კარგად იქნება!

- ამ რთულ პერიოდში თუ გქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი, როგორ გაატარეს ბოლო ორი თვე?

- უტა იზოლაციაში იყო, ახლა უკვე შინ არის... მშვიდად არიან და თავს იცავენ, როგორც ჩვენ ყველა. დაბადების დღე მქონდა 2 მაისს და განსაკუთრებული სითბოთი მომილოცეს... წაიკითხეთ სრულად