პოლიტიკა
მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“
GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

GM Pharma წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ, ფარ­მა­ცევ­ტულ კორ­პო­რა­ცი­ას, რომ­ლის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი (ბად-ები) იწარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის (გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, იტა­ლია, შვე­დე­თი, პორ­ტუ­გა­ლია) GMP-სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში.

ბოლო პე­რი­ოდ­ში GM Pharma-ს პრო­დუქ­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ კომ­პა­ნი­ის ზრდის მას­შტა­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში და­წყე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა. ამი­ტომ GM Pharma-ს და ეს­პა­ნურ კომ­პა­ნია Cinfa-ს შო­რის გა­ფორმ­და სა­ლი­ცენ­ზიო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც Cinfa კონ­ტრაქ­ტულ წარ­მო­ე­ბა­ში GM Pharma-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ლი­ცენ­ზიო შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად Cinfa-მ მის სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ ევ­რო­კავ­ში­რის GMP-სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ქარ­ხა­ნა­ში GM Pharma-სთვის და­ი­წყო პრე­პა­რა­ტის - მონ­სე­რა - წარ­მო­ე­ბა.

მონ­სე­რა ეს­პა­ნეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მთელს მსოფ­ლი­ო­ში. ცნო­ბი­ლია, რომ კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ხა­სი­ათ­დე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბის (ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი) და სიკ­ვდი­ლო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, ამი­ტომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პა­ცი­ენ­ტთა მკურ­ნა­ლო­ბის­თვის თა­ნამდრო­ვე და ხელ­მი­საწ­ვდო­მი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

GM Pharma-ს პრე­პა­რატ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით. სწო­რედ ერთ-ერთი ასე­თი პრო­დუქ­ტი - მონ­სე­რა - და­ე­მა­ტა GM Pharma-ს პორ­ტფელს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტი GM Pharma-ს სა­ვაჭ­რო ნიშ­ნის ქვეშ და­ი­ნერ­გე­ბა სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სულ ექვს ქვე­ყა­ნა­ში.

სინ­ფა ჯგუ­ფი წარ­მო­ად­გენს მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის წლი­ურ­მა ბრუნ­ვამ 2019 წელს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ევრო შე­ად­გი­ნა. კომ­პა­ნი­ას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს 5 ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქარ­ხა­ნა და ჰყავს 2000 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

GM Pharma-ს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში (ამ­პუ­ლე­ბის, ლი­ო­ფი­ლი­ზა­ტე­ბის, ორა­ლუ­რი ხსნა­რე­ბის სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის და­მა­ტე­ბა), წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ხუთ­ჯე­რა­დი გაზ­რდა, ყო­ველ წელს ერთი ახა­ლი სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რის და­მა­ტე­ბა (ევ­რო­კავ­ში­რის ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე შეს­ვლის ჩათ­ვლით) და 2025 წლამ­დე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის 100 მლნ აშშ დო­ლა­რამ­დე გაზ­რდა.

R

სიმართლე.
0

ახალი სტრატეგიული პარტნიორი, ალბათ როგორიც ლუგარია. საინტერესოა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

ბოლო პერიოდში GM Pharma-ს პროდუქციაზე მოთხოვნილების მნიშვნელოვანი მატების გამო, განსაკუთრებით საზღვარგარეთ კომპანიის ზრდის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების ფარმაცევტული წარმოების ევროპის სხვადასხვა კომპანიაში დაწყების აუცილებლობა დადგა. ამიტომ GM Pharma-ს და ესპანურ კომპანია Cinfa-ს შორის გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც Cinfa კონტრაქტულ წარმოებაში GM Pharma-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. აღნიშნული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად Cinfa-მ მის საკუთრებაში მყოფ ევროკავშირის GMP-სერტიფიცირებულ ქარხანაში GM Pharma-სთვის დაიწყო პრეპარატის - მონსერა - წარმოება.

მონსერა ესპანეთში წარმოებული პროდუქტია, რომელიც წარმატებით გამოიყენება კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. ცნობილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებები ხასიათდება გართულებების (ინფარქტი, ინსულტი) და სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლებით, ამიტომ აღნიშნული კატეგორიის პაციენტთა მკურნალობისთვის თანამდროვე და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

GM Pharma-ს პრეპარატთა ჩამონათვალში არის თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტები, რომლებიც რეკომენდებულია უკანასკნელი წლების საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი - მონსერა - დაემატა GM Pharma-ს პორტფელს. უახლოეს მომავალში აღნიშნული პრეპარატი GM Pharma-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ დაინერგება საექსპორტო ბაზრებსა და საქართველოში, სულ ექვს ქვეყანაში.

სინფა ჯგუფი წარმოადგენს მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის წლიურმა ბრუნვამ 2019 წელს ნახევარი მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს 5 ფარმაცევტული ქარხანა და ჰყავს 2000 თანამშრომელი.

GM Pharma-ს სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), წარმოების მოცულობის ხუთჯერადი გაზრდა, ყოველ წელს ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის დამატება (ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის ჩათვლით) და 2025 წლამდე ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

R

„500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას, თუმცა მათ დღესაც ვუხდით კომპენსაციას“ - „ნიკორა სუპერმარკეტის“ დირექტორი

EKIMO - მთელი ჯანდაცვა ერთ აპლიკაციაში, რომელიც გაგიმარტივებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მთელს ოჯახს!

რომელ პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა ეპიდემიის პერიოდში – სტატისტიკა საქართველოდან, იტალიასა და აშშ–დან