პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე
"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ერთი ნა­წილ­ში შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა.

ლო­მი­ძე არ ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ვაქ­ცი­ნით შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის "და­ჩიპ­ვა" მოხ­დეს.

"ჩი­პე­ბი, ამ­პუ­ლე­ბი, შტრი­ხკო­დე­ბი, ID ბა­რა­თე­ბი, ახლა უკვე 5G და სა­ბო­ლო­ოდ მთლად და­აგ­ვირ­გვი­ნეს, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ახლა უკვე გრი­პის ვაქ­ცი­ნით შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვა­პა­რონ რა­ღაც ეშ­მა­კუ­რი ჩი­პე­ბი, დაგ­ვი­მო­ნონ და სულ და­ვი­ღუ­პე­ბი­თო, ქა­და­გებს ზო­გი­ერ­თი. ერ­თმა მღვდელ­მა ისიც თქვა, თუ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა COVID 19-ის ვაქ­ცი­ნა, ჩემს მრევლს მო­ვუ­წო­დებ, არა­ვინ გა­ი­კე­თო­სო.

ხე­დავთ, სა­დამ­დე მი­დის წმინ­და წე­რილს და­შო­რე­ბუ­ლი თვით­შე­მოქ­მე­დე­ბა და პა­ნი­კუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბი? მაგ ლო­გი­კით თუ მსჯე­ლობ მა­მაო და ძმაო, იქ­ნებ უკვე საკ­ვებ­ში ან სას­მელ­შია ეგ მიკ­რო­ჩი­პე­ბი და ყო­ველ­დღე "გჩი­პა­ვენ" გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლის დროს? ან იქ­ნებ შამ­პუნ­შია ან სა­პონ­ში და ყო­ველ­დღე რომ იბან, ხე­ლე­ბიც, შუბ­ლიც და მთე­ლი სხე­უ­ლიც სულ "და­ჩი­პუ­ლი" გაქვს უკვე?

ან იქ­ნებ წამ­ლებ­ში ჩა­ა­მა­ტეს ეგ ნა­ნო­ჩი­პე­ბი და სულ უბ­რა­ლო, გა­ცი­ე­ბის წამ­ლის მი­ღე­ბის დროს "და­ჩი­პეს" შენი მრევ­ლი და ტყუ­ი­ლად აღელ­ვებ ხალ­ხს. ხომ აბ­სურ­დამ­დე მივ­დი­ვართ ასე­თი გან­სჯით?

ქრის­ტი­ა­ნო­ბა კი გვას­წავ­ლის, რომ არის ერთი რამ ადა­მი­ან­ში, რა­ზე­დაც არა თუ ეშ­მაკს და ან­ტიქ­რის­ტეს, თვით ღმერ­თსაც არ შე­უძ­ლია ძა­ლა­დო­ბა. ესაა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება. ნე­ბას „თა­ვი­სუ­ფა­ლი“ სწო­რედ იმი­ტომ ჰქვია, რომ ადა­მი­ა­ნის შექ­მნი­დან­ვე მხო­ლოდ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნის იგი, ვერც ღმერ­თი ძა­ლა­დობს თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვან­ზე და მი­თუ­მე­ტეს, ეშ­მაკს და რა­ი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ ნივთს ხომ არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა და ძალა არა აქვს მას­ზე. ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­ნიც სამ­წუ­ხა­როდ ისე აღი­ზარ­დნენ, რომ ჯერ ვერ იაზ­რე­ბენ სა­კუ­თარ თავ­ში პი­რა­დი არ­ჩევ­ნის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის ანუ თვი­თუფ­ლებ­რი­ვო­ბის უნარს, სრუ­ლი­ად უკუღ­მარ­თად ეს­მით იო­ა­ნეს გა­მო­ცხა­დე­ბის მე-13 თავი, სა­დაც ან­ტიქ­რის­ტეს ბე­ჭედ­ზეა სა­უ­ბა­რი.

ან­ტიქ­რის­ტეს თაყ­ვა­ნის­ცე­მას არა იმი­ტომ და­ი­წყე­ბენ ცდუ­ნე­ბულ­ნი, რომ მის ბე­ჭედს მი­ი­ღე­ბენ, არა­მედ პი­რი­ქით, რად­გან მას აირ­ჩე­ვენ, უფ­ლის მცნე­ბებს და­ი­ვი­წყე­ბენ, ეშ­მა­კის ცრუ­სას­წა­უ­ლებს და­ე­მო­ნე­ბი­ან და ან­ტიქ­რის­ტეს ხატს და­უ­წყე­ბენ თაყ­ვა­ნის­ცე­მას, სწო­რედ იმი­ტომ და­ბეჭ­დავს მათ სა­კუ­თა­რი ნიშ­ნით ბო­რო­ტი. ჯერ უფ­ლის ღა­ლა­ტია და შემ­დეგ ან­ტიქ­რის­ტეს ბე­ჭე­დი და არა პი­რი­ქით. ვე­რა­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბე­ჭე­დი ვერ გაგხდით მო­ღა­ლა­ტედ თუ უმ­თავ­რეს­მა თქვენ­ში - თქვენ­მა თა­ვი­სუ­ფალ­მა არ­ჩე­ვან­მა არ აირ­ჩია ეშ­მა­კი, ღმერ­თის მა­გივ­რად.

ან­ტიქ­რის­ტეს აშ­კა­რად გა­მო­ჩე­ნამ­დე, ხალ­ხის ცდუ­ნე­ბამ­დე და მათ და­ბეჭდ­ვამ­დე მხე­ცის ნიშ­ნით, იო­ა­ნე ხე­დავს ოთხ ან­გე­ლოზს, რო­მელ­თაც ოთხი ქარი ეპყრათ ხელ­ში და ღმერ­თის­გან უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი ევ­ნოთ დე­და­მი­წის­თვის, რად­გან ასე­თი იქ­ნე­ბა და­სას­რუ­ლი. ამ დროს გა­ის­მე­ბა უფ­ლის ბრძა­ნე­ბა მათ შე­სა­კა­ვებ­ლად: "ნუ ავ­ნებთ ნურც მი­წას, ნურც ზღვას, ნურც ხე­ებს, ვიდ­რე არ აღვბეჭ­დავთ ბეჭ­დით ჩვე­ნი ღმერ­თის მო­ნა­თა შუბ­ლებს.“ (გამ. 7,3) ე.ი. მა­ნამ­დე, სა­ნამ ბო­რო­ტი და­ბეჭ­დავს ადა­მი­ა­ნებს ან­ტიქ­რის­ტეს ნიშ­ნით, ჯერ ღმერ­თმა უნდა აღ­ბეჭ­დოს მისი მო­ნა­თა შუბ­ლე­ბი სა­უფ­ლო ნიშ­ნით. ესაა მთა­ვა­რი, ამა­ზე იფიქ­რეთ, მთე­ლი ძა­ლით ეძე­ბეთ იე­სოს ბე­ჭე­დი თქვე­ნი შუბ­ლის­თვის და მო­ეშ­ვით ვაქ­ცი­ნებ­ში, ბა­რა­თებ­ში და ტე­ლე­ფო­ნებ­ში ეშ­მა­კის ძებ­ნას" - წერს თა­მაზ ლო­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
50

აი მამაო რომელიც ლოგიკურად, საღად და განათლებული ადამიანის მსგავსად აზროვნებს, იცის თავის საქმე და სარწმუნეობა. ასეთ მამაოებს უნდა გაყვეს ხალხი 21 საუკუნეში და ასეთი სასულიერო პირები უნდა იყოს ქართული ეკლესიის საყრდენი. მადლობთ მამაო!

....
77

მამა შალვა რომ იბრძოდა ეკლესიის დასაცავად მაშინ სად იყო ეს მოძღვარი?რატო არ დაიცვა ეკლესია? ეხლა გამოდის და აკრიტიკებს სირცხვილი.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე

"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საზოგადოებისა და სასულიერო პირების ერთი ნაწილში შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

ლომიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვაქცინით შეიძლება ადამიანების "დაჩიპვა" მოხდეს.

"ჩიპები, ამპულები, შტრიხკოდები, ID ბარათები, ახლა უკვე 5G და საბოლოოდ მთლად დააგვირგვინეს, ვარაუდობენ, რომ ახლა უკვე გრიპის ვაქცინით შეიძლება შეგვაპარონ რაღაც ეშმაკური ჩიპები, დაგვიმონონ და სულ დავიღუპებითო, ქადაგებს ზოგიერთი. ერთმა მღვდელმა ისიც თქვა, თუ სავალდებულო გახდება COVID 19-ის ვაქცინა, ჩემს მრევლს მოვუწოდებ, არავინ გაიკეთოსო.

ხედავთ, სადამდე მიდის წმინდა წერილს დაშორებული თვითშემოქმედება და პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით თუ მსჯელობ მამაო და ძმაო, იქნებ უკვე საკვებში ან სასმელშია ეგ მიკროჩიპები და ყოველდღე "გჩიპავენ" გემრიელი სადილის დროს? ან იქნებ შამპუნშია ან საპონში და ყოველდღე რომ იბან, ხელებიც, შუბლიც და მთელი სხეულიც სულ "დაჩიპული" გაქვს უკვე?

ან იქნებ წამლებში ჩაამატეს ეგ ნანოჩიპები და სულ უბრალო, გაციების წამლის მიღების დროს "დაჩიპეს" შენი მრევლი და ტყუილად აღელვებ ხალხს. ხომ აბსურდამდე მივდივართ ასეთი განსჯით?

ქრისტიანობა კი გვასწავლის, რომ არის ერთი რამ ადამიანში, რაზედაც არა თუ ეშმაკს და ანტიქრისტეს, თვით ღმერთსაც არ შეუძლია ძალადობა. ესაა ადამიანის თავისუფალი ნება. ნებას „თავისუფალი“ სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანის შექმნიდანვე მხოლოდ ადამიანს ეკუთვნის იგი, ვერც ღმერთი ძალადობს თავისუფალ არჩევანზე და მითუმეტეს, ეშმაკს და რაიმე მატერიალურ ნივთს ხომ არავითარი უფლება და ძალა არა აქვს მასზე. ადამიანებს, რომელნიც სამწუხაროდ ისე აღიზარდნენ, რომ ჯერ ვერ იაზრებენ საკუთარ თავში პირადი არჩევნის, თავისუფალი ნების ანუ თვითუფლებრივობის უნარს, სრულიად უკუღმართად ესმით იოანეს გამოცხადების მე-13 თავი, სადაც ანტიქრისტეს ბეჭედზეა საუბარი.

ანტიქრისტეს თაყვანისცემას არა იმიტომ დაიწყებენ ცდუნებულნი, რომ მის ბეჭედს მიიღებენ, არამედ პირიქით, რადგან მას აირჩევენ, უფლის მცნებებს დაივიწყებენ, ეშმაკის ცრუსასწაულებს დაემონებიან და ანტიქრისტეს ხატს დაუწყებენ თაყვანისცემას, სწორედ იმიტომ დაბეჭდავს მათ საკუთარი ნიშნით ბოროტი. ჯერ უფლის ღალატია და შემდეგ ანტიქრისტეს ბეჭედი და არა პირიქით. ვერანაირი მატერიალური ბეჭედი ვერ გაგხდით მოღალატედ თუ უმთავრესმა თქვენში - თქვენმა თავისუფალმა არჩევანმა არ აირჩია ეშმაკი, ღმერთის მაგივრად.

ანტიქრისტეს აშკარად გამოჩენამდე, ხალხის ცდუნებამდე და მათ დაბეჭდვამდე მხეცის ნიშნით, იოანე ხედავს ოთხ ანგელოზს, რომელთაც ოთხი ქარი ეპყრათ ხელში და ღმერთისგან უფლება ჰქონდათ მიცემული ევნოთ დედამიწისთვის, რადგან ასეთი იქნება დასასრული. ამ დროს გაისმება უფლის ბრძანება მათ შესაკავებლად: "ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.“ (გამ. 7,3) ე.ი. მანამდე, სანამ ბოროტი დაბეჭდავს ადამიანებს ანტიქრისტეს ნიშნით, ჯერ ღმერთმა უნდა აღბეჭდოს მისი მონათა შუბლები საუფლო ნიშნით. ესაა მთავარი, ამაზე იფიქრეთ, მთელი ძალით ეძებეთ იესოს ბეჭედი თქვენი შუბლისთვის და მოეშვით ვაქცინებში, ბარათებში და ტელეფონებში ეშმაკის ძებნას" - წერს თამაზ ლომიძე.

"მჯერა, მალე დავამარცხებთ ამ განსაცდელს, რომელიც გვაძლიერებს!" - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ხათუნა ჟორდანიამ და როგორ ულოცავენ ოჯახის წევრები

ანა შელია და ლაშა ლომიძე მშობლების ამპლუაში - მორაგბისა და მოდელის ოჯახური ფოტოები

"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა