პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს
მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

მთავ­რო­ბას ქვე­ყა­ნა­ში შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლე­ბა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა ბი­უ­როს ხვა­ლინ­დელ სხდო­მა­ზე მოხ­დე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ახ­ლე­ბუ­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და გუ­ლის­ხმობს ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, სა­კუთ­რე­ბის, თავ­შეყ­რის, შრო­მის და სხვა უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას­თან.

კერ­ძოდ, კა­ნო­ნის ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ი­აზ­რე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ პი­რის მი­მართ, რო­მე­ლიც არ არის ავად, მაგ­რამ ჰქონ­და ექ­სპო­ზი­ცია გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვას­თან გა­დამ­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, მო­ი­აზ­რე­ბა აგ­რეთ­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის, პირ­თა მი­მოს­ვლის, სა­კუთ­რე­ბის, შრო­მის, პრო­ფე­სი­უ­ლი ან ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის/სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის, ფი­ზი­კურ პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით თავ­შეყ­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბას, მათ შო­რის შე­სა­ბა­მი­სი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბას ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ასა­მოქ­მე­დებ­ლად მთავ­რო­ბას არ დას­ჭირ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი ცვლი­ლე­ბე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვას მო­ი­თხო­ვენ, რათა, მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ "პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი არ გახ­დეს."

"იმი­სათ­ვის, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19-ის) მა­სობ­რივ გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­ცე­სე­ბი უმარ­თა­ვი არ გახ­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და სხვა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს კვლავ ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­თა­ნა­დოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბი დრო­უ­ლად იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი და ამოქ­მე­დე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან: დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, ილია ნა­კა­ში­ძე, ვლა­დი­მერ კა­ხა­ძე, ზუ­რაბ ხა­ჩი­ძე, კობა ნა­კა­ი­ძე და დი­მიტ­რი მხე­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
3

ეს, "გენიალური" გადაწყვეტილება კონსტიტუციას, რომ ეწინააღმდეგება თუ ესმით "ხალხის რჩეულებს"????????

tata
0

ტრანსპორტი აამოძრავეთ, უკვე დროა,ყველას არ ჰყავს მანქანა და არ აქვთ ტაქსის ფული.პირბადის ტარება სავალდებულო გახადეთ და სადენზიფექციო ხსნარებით აღჭურვეთ,როგორც ევროპაშია,ამდენი ხანი როგორ შეიძლება,რომ არ მოძრაობს ტრანსპორტი.

 

 

ავტორი:

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

კანონპროექტის ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ, რათა, მათივე შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ "პროცესები უმართავი არ გახდეს."

"იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 707-მდე გაიზარდა

ბოლნისში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა