საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა
უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის უბი­სა-შო­რაპ­ნის მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­შა­ვე­ბულ მუ­შას კი­დუ­რის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და. სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბულს ტრაქ­ტორ­მა გა­და­უ­ა­რა.

მას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, შემ­დეგ ზეს­ტა­ფონ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბულს ქვე­და კი­დუ­რის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და.

მუ­შის და­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმაც გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან იმე­რეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძე და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლი მუ­შის სამ­კურ­ნა­ლო და შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხარ­ჯებს სრუ­ლად და­ფა­რავს China Road and Bridge Corporation. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან, და­შა­ვე­ბულ­თან და მის ოჯახ­თან მუდ­მივ კავ­შირ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. მომ­ხდა­რი ფაქ­ტის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
0

ღმერთო უშველე

@@@
1

მუშა ქართველიაა?

ავტორი:

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე დაშავებულ მუშას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. სამუშაოებზე დასაქმებულს ტრაქტორმა გადაუარა.

მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ ზესტაფონში საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.

მუშის დაშავების შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც გაავრცელა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საავადმყოფოში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს China Road and Bridge Corporation. კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან. მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ტრადიციულ სეზონურ აქციას სთავაზობს

"გვანცა ამერიკაშია... ეკამ მითხრა, უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო