სამართალდამცავებმა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ლომბარდში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
არსებული ინფორმაცით, ლომბარდი, სადაც მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, თავად გარდაცვლილს ეკუთვნოდა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.