სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა
მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა

13 მა­ი­სი­დან თბი­ლი­სი­სა და რუს­თა­ვის მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის ფი­ლი­ა­ლე­ბი გა­იხ­სნა. 15 მა­ი­სი­დან მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ალ­მაც. მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­დღე, კვი­რის გარ­და, 10:00 სა­ა­თი­დან 18:00 სა­ა­თამ­დე. აღ­ნიშ­ნულ პუნ­ქტებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­კუ­ლა­ტუ­რა გა­და­იც­ვა­ლოს ნერ­გებ­ში (1კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა = 1 ნერგს), რომ­ლი­თაც შემ­დეგ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ახალ წიგ­ნებს შე­არ­ჩევს.

პრო­ექ­ტი „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“, სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, შე­ი­ტა­ნოთ თქვე­ნი წვლი­ლი გა­რე­მოს დაც­ვა­ში და გაც­ვა­ლოთ უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა სრუ­ლი­ად ახალ წიგ­ნებ­ში.

„ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ყვე­ლას­თვის უსაფრ­თხოა მა­კუ­ლა­ტუ­რის ოფი­სებ­ში მის­ვლა, სა­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა. ორი თვე გა­ვი­და, რაც ჩვე­ნი ოფი­სე­ბი და­ი­ხუ­რა და ალ­ბათ სახ­ლში ყვე­ლას ბევ­რი მა­კუ­ლა­ტუ­რა დაგ­ვიგ­როვ­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი წე­რი­ლიც შე­მოგ­ვდი­ო­და, სა­დაც გვწერ­დნენ, რომ უამ­რა­ვი ძვე­ლი რვე­უ­ლი, წიგ­ნი, გა­ზე­თი თუ სხვა უსარ­გებ­ლო ქა­ღალ­დი მო­აგ­რო­ვეს, რისი გა­დაც­ვლაც სურ­დათ ახალ წიგ­ნებ­ში. "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან მრა­ვალ ოჯახს და­ეხ­მა­რა პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შექ­მნა­ში. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტი გა­რე­მოს მი­მართ ეკო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა - შე­გიძ­ლი­ათ უსარ­გებ­ლო ქა­ღალ­დი მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში ჩა­ა­ბა­როთ, გა­და­არ­ჩი­ნოთ გა­რე­მო და გა­ნა­ახ­ლოთ სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა. მი­ხა­რია, რომ ისევ შევ­ძლებთ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას“, - ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

„2012 წლი­დან 2019 წლამ­დე 17მი­ლი­ონ­ზე მეტი ხე სწო­რედ მომ­ხმა­რებ­ლის მიერ მო­ტა­ნილ­მა მა­კუ­ლა­ტუ­რამ გა­და­არ­ჩი­ნა, დროა, თვი­დან და­ვი­წყოთ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ხე­ე­ბის ათ­ვლა და გა­და­ვა­ხა­ლი­სოთ ძვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა. თქვენ მიერ მო­ტა­ნი­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რა და­ან­გა­რიშ­დე­ბა, გად­მო­გე­ცე­მათ ბა­რა­თი, სა­დაც ჩა­ი­რი­ცხე­ბა ნერ­გე­ბის სა­ხით კი­ლოგ­რა­მე­ბი, ეს ნერ­გე­ბი შე­გიძ­ლი­ათ და­აგ­რო­ვოთ ბა­რათ­ზე ან ად­გილ­ზე შე­არ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი და გა­დაც­ვა­ლოთ შე­სა­ბა­მის ნერ­გებ­ში. წიგ­ნებს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი კი­ლოგ­რა­მი ანუ ნერ­გი, რის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, არ­ჩევთ თქვენ­თვის სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას. ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში “პა­ლიტ­რა L”-ის თით­ქმის ყვე­ლა გა­მო­ცე­მის წიგ­ნი დაგ­ხვდე­ბათ: სა­ბავ­შვო-საყ­მაწ­ვი­ლო გა­მო­ცე­მე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რე­ბი თუ მსოფ­ლიო კლა­სი­კა, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი, სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბი, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის სა­კი­თხა­ვი თუ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა. მომ­ხმა­რებ­ლებს ყო­ველ­თვის აქვთ დიდი არ­ჩე­ვა­ნი, მა­გა­ლი­თად „დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რი­ის ნე­ბის­მი­ერ წიგნს სულ რა­ღაც 40 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში გა­დაც­ვლით, გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბის ილუსტრი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ 60 ნერგს გა­ხარ­ჯავთ, ბესტსე­ლე­რებს 50 ნერ­გი სჭირ­დე­ბა,პაზ­ლე­ბი ზღაპ­რე­ბით 32 ნერ­გი,დის­ნე­ის სე­რია ბავ­შვე­ბის­თვის 48 ნერ­გი, სე­რია „ბიზ­ნეს გე­ნია“ 20 ნერ­გი და ა.შ.

მინ­და, გახ­სოვ­დეთ, ჩვენ არა­მარ­ტო გა­რე­მო­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­ნახ­ლე­ბა­ზე ვზრუ­ნავთ, თქვენ მიერ მო­ტა­ნილ წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც­თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია და ის­ტო­რი­ას ატა­რებს,ახალ სი­ცო­ცხლეს ვჩუქ­ნით და ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვა­ბი­ნა­ვებთ სრუ­ლი­ად ახა­ლი ფორ­მა­ტით“, - დეა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი.

ოფი­სე­ბის გახ­სნას­თან ერ­თად, გა­ნახ­ლდა იმ წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლის გა­დაც­ვლა­საც შეძ­ლებთ მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში

გახ­სოვ­დეს! ერთი ტონა მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბა 17 ხეს გა­და­არ­ჩენს!

ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია მათ­თვის, ვი­საც წიგ­ნიც უყ­ვარს და ბუ­ნე­ბაც!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთევანი
0

რაიონებში რატონ არ არის მაკულიტერატურის ჩამბარებელი პუნქტები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა

მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა

13 მაისიდან თბილისისა და რუსთავის მაკულიტერატურის ფილიალები გაიხსნა. 15 მაისიდან მუშაობა განაახლა ქუთაისის ფილიალმაც. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. აღნიშნულ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში (1კგ მაკულატურა = 1 ნერგს), რომლითაც შემდეგ მომხმარებელი ახალ წიგნებს შეარჩევს.

პროექტი „მაკულიტერატურა“, საშუალებას გაძლევთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი გარემოს დაცვაში და გაცვალოთ უსარგებლო მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ყველასთვის უსაფრთხოა მაკულატურის ოფისებში მისვლა, სადაც აუცილებელია პირბადის გამოყენება. ორი თვე გავიდა, რაც ჩვენი ოფისები დაიხურა და ალბათ სახლში ყველას ბევრი მაკულატურა დაგვიგროვდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი წერილიც შემოგვდიოდა, სადაც გვწერდნენ, რომ უამრავი ძველი რვეული, წიგნი, გაზეთი თუ სხვა უსარგებლო ქაღალდი მოაგროვეს, რისი გადაცვლაც სურდათ ახალ წიგნებში. "მაკულიტერატურა" "პალიტრა L"-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში. გარდა ამისა, პროექტი გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა. ეს არის პროექტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეს ემსახურება - შეგიძლიათ უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა. მიხარია, რომ ისევ შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებთან შეხვედრას“, - ანანო თავხელიძე, მარკეტინგის ხელმძღვანელი.

„2012 წლიდან 2019 წლამდე 17მილიონზე მეტი ხე სწორედ მომხმარებლის მიერ მოტანილმა მაკულატურამ გადაარჩინა, დროა, თვიდან დავიწყოთ გადარჩენილი ხეების ათვლა და გადავახალისოთ ძველი ბიბლიოთეკა. თქვენ მიერ მოტანილი მაკულატურა დაანგარიშდება, გადმოგეცემათ ბარათი, სადაც ჩაირიცხება ნერგების სახით კილოგრამები, ეს ნერგები შეგიძლიათ დააგროვოთ ბარათზე ან ადგილზე შეარჩიოთ სასურველი წიგნი და გადაცვალოთ შესაბამის ნერგებში. წიგნებს მინიჭებული აქვს შესაბამისი კილოგრამი ანუ ნერგი, რის საშუალებითაც, არჩევთ თქვენთვის სასურველ ლიტერატურას. ჩვენს მაღაზიაში “პალიტრა L”-ის თითქმის ყველა გამოცემის წიგნი დაგხვდებათ: საბავშვო-საყმაწვილო გამოცემების დიდი არჩევანი, თანამედროვე ბესტსელერები თუ მსოფლიო კლასიკა, ქართველი ავტორები, სამაგიდო წიგნები, თინეიჯერების საკითხავი თუ ბიზნესლიტერატურა. მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ დიდი არჩევანი, მაგალითად „დიდი მხატვრების“ სერიის ნებისმიერ წიგნს სულ რაღაც 40 კგ მაკულატურაში გადაცვლით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების ილუსტრირებული გამოცემის სანაცვლოდ 60 ნერგს გახარჯავთ, ბესტსელერებს 50 ნერგი სჭირდება,პაზლები ზღაპრებით 32 ნერგი,დისნეის სერია ბავშვებისთვის 48 ნერგი, სერია „ბიზნეს გენია“ 20 ნერგი და ა.შ.

მინდა, გახსოვდეთ, ჩვენ არამარტო გარემოსა და ბიბლიოთეკის განახლებაზე ვზრუნავთ, თქვენ მიერ მოტანილ წიგნებს, რომლებიცთითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია და ისტორიას ატარებს,ახალ სიცოცხლეს ვჩუქნით და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაბინავებთ სრულიად ახალი ფორმატით“, - დეა ჯავახიშვილი, „მაკულიტერატურის“ პროექტის მენეჯერი.

ოფისების გახსნასთან ერთად, განახლდა იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლის გადაცვლასაც შეძლებთ მაკულატურაში

გახსოვდეს! ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს!

ეს მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც!

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

29 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად აგათა კრისტის "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოვა

ზაფხულში საკითხავი ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის