პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხბურთის მოედანი მე-17 საუკუნის ყვარლის ციხესიმაგრეში - "მტერი რომ შემოგვესევა, მანდ ვეთამაშოთ?"
ფეხბურთის მოედანი მე-17 საუკუნის ყვარლის ციხესიმაგრეში - "მტერი რომ შემოგვესევა, მანდ ვეთამაშოთ?"

ყვა­რელ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხ­ბურ­თის ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო მო­ე­და­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ის მე-17 სა­უ­კუ­ნის ყვარ­ლის ცი­ხე­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. მო­ე­დან­ზე, რო­მე­ლიც კლუბ "დუ­რუ­ჯის“ სა­ში­ნაო არე­ნაა, მინ­დვ­რის სა­ფა­რი და­ა­გეს და მისი ახა­ლი ფოტო სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კი აღ­ნიშ­ნულს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა. ნა­წილს მო­ე­და­ნი მო­ე­წო­ნა, თუმ­ცა ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის­ტო­რი­ულ ნა­გე­ბო­ბა­ში სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­და­ნი არ უნდა იყოს.

ცი­ხის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­სა­მა­რე­ბაც ამას ქვია, ლა­მა­ზია კია მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუდი იდე­აა.

ვის მო­უ­ვი­და აზ­რად ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში სტა­დი­ო­ნის მო­წყო­ბა?

მტე­რი რო შე­მოგ­ვე­სე­ვა მანდ ვე­თა­მა­შოთ?

ყვა­რელ­ში მინ­დვ­რე­ბი და­ი­ლია? რა უბე­დუ­რე­ბა­აა..

ლა­მა­ზია, შე­იძ­ლე­ბა ანა­ლო­გიც არ ჰქონ­დეს, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე უნდა იყოს ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, და მო­ე­და­ნი სად­მე სხვა­გან გა­კეთ­დეს.

ფეხ­ბურთთან რომ შე­ხე­ბა არ გქო­ნი­ათ და დი­ნა­მოს გარ­და სტა­დი­ო­ნი არ გი­ნა­ხავთ, რა­ებს წერთ? კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა ზუს­ტად სტა­დი­ო­ნი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში, ორი­გი­ნა­ლუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი და უც­ნა­უ­რი. მიგ­დე­ბუ­ლია ათო­ბით ციხე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობს იქა­უ­რო­ბა. თან ლა­მა­ზია მწვა­ნე სა­ფა­რი და გა­ლა­ვა­ნი, აბა ბუტ­კე­ბი ჩა­ედ­გათ და სტა­ლი­ნის მაგ­ნი­ტე­ბი და შაქ­რი­ა­ნი ღვი­ნო გა­ე­ყი­დათ რუ­სებ­ზე?

რა ლა­მა­ზია ყვა­რე­ლი. ეს ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლიც ჭკვი­ა­ნუ­რად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

მა­ყუ­რებ­ლებ­მა სა­თო­ფუ­რე­ბი­დან უნდა უყუ­რონ? პ.ს ისე ლა­მა­ზი კია

ძაან მა­გა­რია! შე­იძ­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო სტა­დი­ო­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მო­ახ­ვედ­რო კაც­მა და სა­რეკ­ლა­მოდ გა­მო­ი­ყე­ნო" - წე­რენ ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს მო­ე­და­ნი აქამ­დეც ამ ად­გი­ლას ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. ახლა კი მინ­დვ­რის სა­ფა­რი და­ა­გეს. მო­ე­დან­მა თე­ბერ­ვალ­ში, ბრი­ტა­ნუ­ლი სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მის, Dream Team-ის ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო.

"სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე დი­ვი­ზი­ო­ნის გუნ­დი უძ­ვე­ლე­სი ცი­ხე­სი­მაგ­რის კედ­ლებ­ში თა­მა­შობს ფეხ­ბურთს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ აქ თა­მა­ში“, - წერ­და მა­შინ გა­მო­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმლაიკა.
10

ვირი გინდა ღობის იქეთ დააბი და გინდა ღომის აქეთ მაინც ვერ ითამაშებს 

ამინი
50

არა მტერი რომ შემოგესევა. რესპუბლიკის მოედანზე კონცერტი გამართე და მთავრობა სათითაოდ გააპარეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ფეხბურთის მოედანი მე-17 საუკუნის ყვარლის ციხესიმაგრეში - "მტერი რომ შემოგვესევა, მანდ ვეთამაშოთ?"

ფეხბურთის მოედანი მე-17 საუკუნის ყვარლის ციხესიმაგრეში - "მტერი რომ შემოგვესევა, მანდ ვეთამაშოთ?"

ყვარელში საქართველოში ფეხბურთის ყველაზე უჩვეულო მოედანი ფუნქციონირებს. ის მე-17 საუკუნის ყვარლის ციხეშია განთავსებული. მოედანზე, რომელიც კლუბ "დურუჯის“ საშინაო არენაა, მინდვრის საფარი დააგეს და მისი ახალი ფოტო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

საზოგადოების მხრიდან კი აღნიშნულს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილს მოედანი მოეწონა, თუმცა ნაწილი აღნიშნავს, რომ ისტორიულ ნაგებობაში საფეხბურთო მოედანი არ უნდა იყოს.

ციხის შიგნით არსებული ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის დასამარებაც ამას ქვია, ლამაზია კია მაგრამ ძალიან ცუდი იდეაა.

ვის მოუვიდა აზრად ისტორიულ შენობაში სტადიონის მოწყობა?

მტერი რო შემოგვესევა მანდ ვეთამაშოთ?

ყვარელში მინდვრები დაილია? რა უბედურებააა..

ლამაზია, შეიძლება ანალოგიც არ ჰქონდეს, მაგრამ ისტორიული ციხესიმაგრე უნდა იყოს ხელშეუხებელი, რადგან საქართველოს მემკვიდრეობაა, და მოედანი სადმე სხვაგან გაკეთდეს.

ფეხბურთთან რომ შეხება არ გქონიათ და დინამოს გარდა სტადიონი არ გინახავთ, რაებს წერთ? კულტურული მემკვიდრეობაა ზუსტად სტადიონი ციხესიმაგრეში, ორიგინალური, ისტორიული და უცნაური. მიგდებულია ათობით ციხე მთელ საქართველოში და აქ ფეხბურთით ცხოვრობს იქაურობა. თან ლამაზია მწვანე საფარი და გალავანი, აბა ბუტკები ჩაედგათ და სტალინის მაგნიტები და შაქრიანი ღვინო გაეყიდათ რუსებზე?

რა ლამაზია ყვარელი. ეს ისტორიული ადგილიც ჭკვიანურად გამოუყენებიათ.

მაყურებლებმა სათოფურებიდან უნდა უყურონ? პ.ს ისე ლამაზი კია

ძაან მაგარია! შეიძლება უჩვეულო სტადიონების ჩამონათვალში მოახვედრო კაცმა და სარეკლამოდ გამოიყენო" - წერენ ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში.

აღსანიშნავია, რომ ეს მოედანი აქამდეც ამ ადგილას ფუნქციონირებდა. ახლა კი მინდვრის საფარი დააგეს. მოედანმა თებერვალში, ბრიტანული სპორტული გამოცემის, Dream Team-ის ყურადღებაც მიიპყრო.

"საქართველოს მეხუთე დივიზიონის გუნდი უძველესი ციხესიმაგრის კედლებში თამაშობს ფეხბურთს. წარმოიდგინეთ აქ თამაში“, - წერდა მაშინ გამოცემა.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ვაისი ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს - ვინ შეასრულებს მწვრთნელის მოვალეობას?

"აღარ მაშინებს ვირუსი, "პისიარი" მაქვს მინუსი" - კორონავირუსისგან განკურნებულმა მეუფე ნიკოლოზმა რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა და ვირუსზე ლექსი დაწერა

ვინ არიან ჟურნალისტები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ