ზუგდიდში ახალი კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუხადეს, დადასტურებული ორი ახალი შემთხვევა ე,წ ტრაილერის მძღოლის კონტაქტია. უფრო კონკრეტულად, პირები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, კორონავირუსით ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის და და სიძე არიან.
როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათ სავარაუდოდ, რუხის კლინიკაში გადაიყვანენ.
ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ასევე გრძელდება ლაბორატორიული კვლევები კონტაქტებთან და პასუხები გვიან ღამით, ან ხვალ დილას გახდება ცნობილი.
ინფორმაციისთვის, დღეს ახალი კორონავირუსი ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის ოჯახის სამ წევრსა-დედას და ორ მცირეწლოვან შვილს დაუდასტურდა.თავად ტრაილერის მძღოლი თბილისშია გადმოყვანილი. რაც შეეხება მის ოჯახის წევრებს, ისინი რუხის საავადმყოფოში მკურნალობენ.