სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ
"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

მა­შინ, როცა მე­ზო­ბელ რუ­სეთ­ში ვირუ­სი მძვინ­ვა­რებს, სა­ქარ­თვე­ლო სიმ­შვი­დის კუნ­ძუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ Washington Post-ი წერს.

სტა­ტი­ა­ში სა­ხელ­წო­დე­ბით - "რო­დე­საც საქ­მე კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბას ეხე­ბა, ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებს, შე­საძ­ლოა უფრო მცი­რე ერე­ბის შეს­წავ­ლა დას­ჭირ­დეთ“ - სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ზო­გი­ერ­თმა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ, ახა­ლი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, რად­გან მსოფ­ლიო ახლა მათ მიერ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას აკ­ვირ­დე­ბა.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო იერ­არ­ქია ამო­ატ­რი­ა­ლა. მსოფ­ლი­ოს სამ უძ­ლი­ე­რეს სა­ხელ­მწი­ფო­ში - აშშ-ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­სა და რუ­სეთ­ში პან­დე­მია ყვე­ლა­ზე ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ჩი­ნე­თი თავ­დაც­ვის პო­ზი­ცი­ა­შია, ვი­ნა­ი­დან მე­ტო­ქე­ე­ბი მას გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის დე­ფი­ცი­ტში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თმა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნამ ახა­ლი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, რად­გან მსოფ­ლიო ახლა მათ მიერ მიღ­წე­ულ ად­რე­ულ წარ­მა­ტე­ბებს აკ­ვირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

"მა­შინ, როცა მე­ზო­ბელ რუ­სეთ­ში ვირუ­სი მძვინ­ვა­რებს, სა­ქარ­თვე­ლო სიმ­შვი­დის კუნ­ძუ­ლია. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 3.75 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, 700-ზე ნაკ­ლე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და სა­ი­და­ნაც 12 გარ­დაც­ვლი­ლია. ყო­ვე­ლი­ვემ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან შე­ქე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა,“- წერს Washington Post-ი.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ულ­მა ზო­მებ­მა, მათ შო­რის აე­რო­პორ­ტებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის სკრი­ნინ­გის იან­ვრის ბო­ლოს და­წყე­ბამ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის დრო­უ­ლად და­წე­სე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას შე­უ­წყო ხელი.

"ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პის შე­ნე­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის­თვის ხე­ლა­ხა­ლი გახ­სნის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის ფონ­ზე, აშშ-ში ქვეყ­ნის ელჩი და­ვით ბაქ­რა­ძე აცხა­დებს, რომ მისი ოფი­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის­გან ბიზ­ნეს და სა­მოგ­ზა­უ­რო მო­თხოვ­ნებს იღებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

არ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის მა­გა­ლი­თად გა­მო­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და მოჰ­ყავს ვი­ეტ­ნა­მი, განა, კოს­ტა რიკა, ლი­ბა­ნი და ახა­ლი ზე­ლან­დია.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: და­ვით თა­ბა­გა­რი

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
7

სიმშვიდის რა მოგახსენოთ მაგრამ შიმშილის, სიღატაკის და უიმედობის კუნძული ნამდვილად არის!

მწარე-რეალობა
10

სიმშვიდის-შიმშილით სიკვდილის-კუნძული 

ალბათ-დაავიწყდათ-მიეწერათ 

ჩვენი-ფულით ბიძოს-დაქრავებულ-ლობისტებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია, - ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

სტატიაში სახელწოდებით - "როდესაც საქმე კორონავირუსის საპასუხო ქმედებას ეხება, ზესახელმწიფოებს, შესაძლოა უფრო მცირე ერების შესწავლა დასჭირდეთ“ - საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას აკვირდება.

"კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო იერარქია ამოატრიალა. მსოფლიოს სამ უძლიერეს სახელმწიფოში - აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთში პანდემია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ჩინეთი თავდაცვის პოზიციაშია, ვინაიდან მეტოქეები მას გამჭირვალობის დეფიციტში ადანაშაულებენ. თუმცა, ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ მიღწეულ ადრეულ წარმატებებს აკვირდება“, - აღნიშნულია სტატიაში.

"მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანაში, სადაც 3.75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 700-ზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევაა და საიდანაც 12 გარდაცვლილია. ყოველივემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა,“- წერს Washington Post-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული დროულმა ზომებმა, მათ შორის აეროპორტებში ტემპერატურის სკრინინგის იანვრის ბოლოს დაწყებამ და საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების დროულად დაწესებამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებას შეუწყო ხელი.

"ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებისა და საქართველოს ტურიზმისთვის ხელახალი გახსნის სამომავლო გეგმების ფონზე, აშშ-ში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი ოფისი დაინტერესებული ამერიკელებისგან ბიზნეს და სამოგზაურო მოთხოვნებს იღებს“,- აღნიშნულია სტატიაში.

არსანიშნავია, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მაგალითად გამოცემას საქართველოს გარდა მოჰყავს ვიეტნამი, განა, კოსტა რიკა, ლიბანი და ახალი ზელანდია.

ფოტოს ავტორი: დავით თაბაგარი

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

ნელი აგირბას "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობისგან მესამე შვილი შეეძინა (ფოტო)

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა