მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითნასწავლი ოსტატი ზუგდიდიდან, რომელიც ლითონისგან ბაღების ულამაზეს დეკორაციას ქმნის - "როცა შრომის შედეგს ვხედავ, დაღლა მავიწყდება"
თვითნასწავლი ოსტატი ზუგდიდიდან, რომელიც ლითონისგან ბაღების ულამაზეს დეკორაციას ქმნის - "როცა შრომის შედეგს ვხედავ, დაღლა მავიწყდება"

ეზოს გამ­წვა­ნე­ბა­ზე ბოლო დროს ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად ზრუ­ნა­ვენ. გარ­და ხას­ხა­სა ნარ­გა­ვე­ბი­სა, ეზო­ებ­ში სხვა­დას­ხვა დე­კო­რა­ცი­ა­სა თუ კომ­პო­ზი­ცი­ას შეხ­ვდე­ბი, ასე­ვე, რკი­ნის­გან შექ­მნილ დე­კო­რა­ტი­ულ ნა­კე­თო­ბას, რო­მე­ლიც ბა­ღის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლა­დაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. სწო­რედ ასეთ ნა­მუშ­ვრებს ქმნის გი­ორ­გი ქი­რია, ახალ­გაზ­რდა ოს­ტა­ტი, რო­მელ­მაც ეს საქ­მე 5 წლის წინ და­ი­წყო.

მან ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი ასე და­ი­წყო: „მე ვარ გი­ორ­გი ქი­რია, ვცხოვ­რობ ზუგ­დი­დის სო­ფელ ურ­თა­ში და აქვე, სახ­ლში წა­მო­წყე­ბუ­ლი მაქვს ჩემი პა­ტა­რა საქ­მეც“. გი­ორ­გიმ და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლა მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ხე­ლო­ბა და ამის­თვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს.

„სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მუ­შა­ო­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­ვი­წყე, მაგ­რამ იმის გამო, რომ ხელ­ფა­სი საკ­მა­რი­სი არ იყო, სა­კუ­თარ თავ­ში რა­ღაც ნი­ჭი­სა და უნა­რის ძი­ე­ბას შე­ვუ­დე­ქი, - რა შე­მეძ­ლო მე­კე­თე­ბი­ნა, რა გა­მო­მი­ვი­დო­და, რა იქ­ნე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო, ხალ­ხსაც რომ მოს­წო­ნე­ბო­და და რა­ზეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი. იდე­აც მო­მი­ვი­და, გა­დავ­წყვი­ტე, მე­ცა­და, რო­გო­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­მი­ვი­დო­და. რაც გა­ვა­კე­თე, მო­მე­წო­ნა. თა­ვი­დან სა­კუ­თარ იდე­ებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი, რად­გა­ნაც არ ვი­ცო­დი, საქ­მე სა­ი­დან და­მე­წყო. თან, მინ­დო­და, ხალ­ხსაც ენა­ხა ნა­მუ­შევ­რე­ბი, შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ. მქონ­და გარ­კვე­უ­ლი შუ­ა­ლე­დე­ბიც, როცა არ ვმუ­შა­ობ­დი, რა­მაც ამ ყვე­ლაფ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მე­ტად მომ­ცა,“ - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი ქი­რია, რო­მელ­საც ნა­ხე­ლა­ვი მო­უ­წო­ნეს და მისი ნა­მუ­შევ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ, ამას­თან, რო­გორც ხე­ლო­სან­მა ნდო­ბაც მო­ი­პო­ვა. ამან სტი­მუ­ლი მის­ცა, გა­აქ­ტი­ურ­და, შეკ­ვე­თებს თბი­ლი­სი­დან, ქუ­თა­ი­სი­დან, ბა­თუ­მი­და­ნაც იღებ­და, და­უ­კავ­შირ­დნენ უცხო­ე­თი­და­ნაც.

„ჩემს ნა­ხე­ლავს წვრილ­მან ნა­კე­თო­ბებს ვუ­წო­დებ. ძი­რი­თა­დად ვა­კე­თებ მა­გი­დებს, სკა­მებს, საყ­ვა­ვი­ლე­ებს, ქოთ­ნე­ბის ჩა­სა­დე­ბებს და ბა­ღის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად არა­ერთ რკი­ნის ნივთს. დიდ მა­სი­ურ ნა­კე­თო­ბებ­ზე არ ვმუ­შა­ობ, რად­გა­ნაც რო­დე­საც ვი­წყებ­დი, ვი­ფიქ­რე, ამ საქ­მეს ისე­დაც ბევ­რი ხე­ლო­სა­ნი ჰყავს და კონ­კუ­რენ­ტად არა­ვის გა­ვუხ­დე­ბი-მეთ­ქი. მოკ­ლედ, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მოვ­ძებ­ნე, თან, ჩემი საქ­მე ცოტა იშ­ვი­ა­თია...

- მოკ­ლედ, ეს არის ბა­ღის­თვის სა­ჭი­რო საგ­ნე­ბი და სა­ჭი­რო დე­კო­რა­ცია...

- თუკი სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა, სა­ქორ­წი­ლო დარ­ბა­ზე­ბის­თვი­საც მი­მუ­შა­ვია. და­ნარ­ჩე­ნი, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ბა­ღის­თვის ვქმნი სკა­მებს, მა­გი­დებს, საყ­ვა­ვი­ლე­ებს, ქოთ­ნე­ბის ჩა­სა­დე­ბებს, ღვი­ნის­თვის მი­ნი­ბა­რებს...

რაც შე­ე­ხე­ბა მა­სა­ლას, ეს არის ე.წ. კა­ტან­კა (მსხვი­ლი მავ­თუ­ლი) „ტრუ­ბაკ­ვად­რა­ტი“ და არა­ერ­თი რკი­ნის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც და­სა­მუ­შა­ვებ­ლად მსუ­ბუ­ქია. ხე­ლით ვმუ­შა­ობ, კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩემი და­ნად­გა­რე­ბი მაქვს, დიდი და მძი­მე ლი­თო­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი და­ნად­გა­რი არ მაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, რკი­ნა ისე­თია, რა­საც ხე­ლით მო­ვე­რე­ვი. მთა­ვა­რია, რომ რა­საც ვა­კე­თებ, მა­ინ­ტე­რე­სებს და ინ­ტე­რე­სის გამო ვშრო­მობ.

- ასე და­მო­უ­კი­დებ­ლად, მარ­ტომ რო­გორ ის­წავ­ლე არც ისე მარ­ტი­ვი საქ­მე?

- ჰო, ცოტა ცუდი მო­მენ­ტი იყო, - ვი­საც ამ საქ­მის მეტი გა­ე­გე­ბო­და, რო­მელ­საც ჩემს ნა­მუშ­ვრებს ვაჩ­ვე­ნებ­დი, შე­ნიშ­ვნებს მომ­ცემ­და, ასე­თი ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე. ვინც იცო­და, იმა­საც მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მო­უნ­დო­მე­ბია, რა­ი­მე ეს­წავ­ლე­ბი­ნა, მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­ე­ცა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავ­ში თვი­თონ და­ვა­ლა­გე, და­ვა­მუ­შა­ვე, მო­ვი­ძიე. თა­ვი­დან არ ვი­ცო­დი, რო­მე­ლი ნა­კე­თო­ბა რა მა­სა­ლის­გან უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მა­სა­ლებ­საც ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ ვან­სხვა­ვებ­დი, ზო­მებ­შიც ვერ ვერ­კვე­ო­დი.

ამ საქ­მის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში სხვა­დას­ხვა ვი­დეო არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. მოკ­ლედ, ნელ-ნელა, წვა­ლე­ბით მო­ვაგ­რო­ვე სა­ჭი­რო ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია. შე­დუ­ღე­ბაც ჩე­მით ვის­წავ­ლე, არც ეგ ვი­ცო­დი, - წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რკი­ნა რკი­ნა­ზე რო­გორ და­მე­დუ­ღე­ბი­ნა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მო­ი­თხო­ვა და შევ­ძე­ლი.

- ერთ ნა­მუ­შე­ვარ­ზე რამ­დენ ხანს მუ­შა­ობ?

- თვი­თონ კონ­სტრუქ­ცი­ა­საც გაჩ­ნია, ფორ­მე­ბი რამ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლია, რა ზო­მი­საა. სა­დღაც 2-3 დღის ვა­და­ში ვას­რუ­ლებ მა­გი­დას და ოთხ სკამს.

- სა­ხე­ლოს­ნო გაქვს?

- მაქვს ად­გი­ლი, სა­დაც ვმუ­შა­ობ, რა­საც სა­ხე­ლოს­ნოს ვერ და­ვარ­ქმევ. არ არის ისე­თი, ვი­ღა­ცას რომ აჩ­ვე­ნო, მაგ­რამ სა­მუ­შა­ოდ ჯერ სხვა ად­გი­ლი არ მაქვს.

- სა­მეგ­რე­ლო­ში სა­ოც­რად მოვ­ლი­ლი ეზო­ე­ბი აქვთ, სა­კუ­თა­რი ეზოს­თვის რა­ი­მე თუ შე­გიქ­მნია?

- მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე­ე­ბი მიყ­ვარს და მაქვს კი­დეც ეზო­ში, არ არის ცუდი ეზო, მაგ­რამ ჩემი ნა­კე­თო­ბე­ბით ის ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მი­ლა­მა­ზე­ბია. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე... თა­ვი­დან­ვე ასე აე­წყო - თან ვსწავ­ლობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი, დრო არ მქონ­და იმის­თვის, რომ ჯერ მეს­წავ­ლა და მერე მე­მე­მუ­შა­ვა. სხვის შეკ­ვე­თებ­ზე რომ მუ­შა­ობ, ადა­მი­ა­ნი გე­ლო­დე­ბა, იმ დროს უფ­ლე­ბა არ გაქვს, სა­კუ­თარ ეზო­ზე იფიქ­რო.

ახლა ჩემს ძველ ნა­მუ­შევ­რებს რომ ვუ­ყუ­რებ, მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ საქ­მე­ში წინსვლა იმ ნა­კე­თო­ბებ­მა მო­მი­ტა­ნა, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე მომ­წონ­და კი­დეც.

- ამ ყვე­ლა­ფერს ემო­ცი­უ­რად რა დატ­ვირ­თვა აქვს შენ­თვის?

- უპირ­ვე­ლე­სად, საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა და მერე შე­მო­სავ­ლის წყა­რო. დამ­ღლე­ლი­ცაა, მაგ­რამ რო­დე­საც შრო­მის შე­დეგს ვხე­დავ, იმ დაღ­ლას არად მი­ვიჩ­ნევ, მა­ვი­წყდე­ბა. მქო­ნია ისე­თი მო­მენ­ტე­ბიც, რომ აღარ შე­მიძ­ლია, უნდა გავ­ჩერ­დე, მე­ო­რე დღეს გა­თე­ნე­ბუ­ლა და ერთი სული მქო­ნია, რო­დის და­ვი­წყებ­დი ახალს.

კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ცოტა შევ­ფერ­ხდი, მაგ­რამ მა­ინც რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ­დი, რომ საქ­მე წინ წა­მე­წია... მოკ­ლედ, თუ საქ­მე არ გიყ­ვარს, მისი კე­თე­ბა იმის გამო, რომ შე­მო­სავ­ლი მო­აქვს, რთუ­ლია, ხა­რის­ხი­ა­ნა­დაც არ გა­მო­გი­ვა. როცა საყ­ვა­რელ საქ­მეს აკ­თებ, რო­მელ­საც შე­მო­სა­ვა­ლიც მო­აქვს, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- შენი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან სხვებს რას ეტყო­დი?

- გა­მოც­დი­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვი­დან ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის და­წყე­ბა ძნე­ლია, რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბია გა­სავ­ლე­ლი. არის მო­მენ­ტე­ბი, როცა შე­იძ­ლე­ბა ხელი ჩა­იქ­ნიო, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავ­ში უნდა იპო­ვო რწმე­ნა, მი­ზა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეს. ასე­ვე უნდა იპო­ვო მი­ზან­თან მი­სას­ვლე­ლი გზაც. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მეს, რაც უნდა გა­ა­კე­თო, შრო­მა სჭირ­დე­ბა. თუ არ გა­ჩერ­დე­ბი, გა­მო­გი­ვა და შე­დეგს მი­აღ­წევ, არ უნდა და­ნებ­დე, მიზ­ნის­თვის უნდა იბ­რძო­ლო!

- სა­მო­მავ­ლოდ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სფე­რო­ში პირ­ვე­ლი არ ვარ და ამ საქ­მეს ჩე­მამ­დეც ბევ­რი აკე­თებ­და და აკე­თებს, მე ჩემი მომ­ხმა­რე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მყავს. ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის რე­კო­მენ­და­ცი­ით მო­დი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ვფი­ქობ, რომ რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, სა­მუ­შა­ოდ დიდი ფარ­თი მქონ­დეს, შეკ­ვე­თე­ბიც მო­ი­მა­ტებს. საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც წინ წა­ვალ, საქ­მეს მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გავ­ხდი. იდე­ე­ბი მაქვს და საქ­მის გა­ფარ­თო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვაც არ­სე­ბობს.

- ამ მშვე­ნი­ერ ნა­მუშ­ვრებს რომ ქმნი, თუ ხა­ტავ?

- ხატ­ვა კარ­გად არ გა­მომ­დის, ალ­ბათ ამ სფე­რო­ში ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც ზო­გა­დად ამ ხე­ოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს აკე­თებს და ხატ­ვა არ შე­უძ­ლია. ვინ­მემ რომ მი­თხრას, რამე და­მი­ხა­ტეო, მირ­ჩევ­ნია, რკი­ნის ნა­კე­თო­ბით ავუხ­სნა, ვიდ­რე დავ­ხა­ტო.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით და სულ ეს გა­მო­ნათ­ვა­მი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ბრენ­დს ჰქონ­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი - „იარე ნელა, მაგ­რამ არას­დროს უკან“ და ეს ფრა­ზა ჩე­მად გა­ვი­ხა­დე. წინ ასე ნელ-ნელა მივ­დი­ვარ მეც.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

წარმატებები, ამ მშრომელ და წესიერ ახალგაზრდას,

ულამაზესია

გაიხარე!
0

ნიჭი თუ ტალანტი ქვია ამას და თუ არ გაქვს ნიჭი, მარტო შრომისმოყვარეობით ვერ შექმნი ასეთ ნივთებს. წარმატებები!!!

ავტორი:

თვითნასწავლი ოსტატი ზუგდიდიდან, რომელიც ლითონისგან ბაღების ულამაზეს დეკორაციას ქმნის - "როცა შრომის შედეგს ვხედავ, დაღლა მავიწყდება"

თვითნასწავლი ოსტატი ზუგდიდიდან, რომელიც ლითონისგან ბაღების ულამაზეს დეკორაციას ქმნის - "როცა შრომის შედეგს ვხედავ, დაღლა მავიწყდება"

ეზოს გამწვანებაზე ბოლო დროს ადამიანები მეტად ზრუნავენ. გარდა ხასხასა ნარგავებისა, ეზოებში სხვადასხვა დეკორაციასა თუ კომპოზიციას შეხვდები, ასევე, რკინისგან შექმნილ დეკორატიულ ნაკეთობას, რომელიც ბაღის გასალამაზებლადაა დამზადებული. სწორედ ასეთ ნამუშვრებს ქმნის გიორგი ქირია, ახალგაზრდა ოსტატი, რომელმაც ეს საქმე 5 წლის წინ დაიწყო.

მან ჩვენთან საუბარი ასე დაიწყო: „მე ვარ გიორგი ქირია, ვცხოვრობ ზუგდიდის სოფელ ურთაში და აქვე, სახლში წამოწყებული მაქვს ჩემი პატარა საქმეც“. გიორგიმ დამოუკიდებლად ისწავლა მისთვის სრულიად უცხო ხელობა და ამისთვის თავდაუზოგავად შრომობს.

„სკოლა რომ დავამთავრე, მუშაობა საჯარო სამსახურში დავიწყე, მაგრამ იმის გამო, რომ ხელფასი საკმარისი არ იყო, საკუთარ თავში რაღაც ნიჭისა და უნარის ძიებას შევუდექი, - რა შემეძლო მეკეთებინა, რა გამომივიდოდა, რა იქნებოდა საინტერესო, ხალხსაც რომ მოსწონებოდა და რაზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი. იდეაც მომივიდა, გადავწყვიტე, მეცადა, როგორი ნამუშევარი გამომივიდოდა. რაც გავაკეთე, მომეწონა. თავიდან საკუთარ იდეებს ვახორციელებდი, რადგანაც არ ვიცოდი, საქმე საიდან დამეწყო. თან, მინდოდა, ხალხსაც ენახა ნამუშევრები, შეეფასებინათ. მქონდა გარკვეული შუალედებიც, როცა არ ვმუშაობდი, რამაც ამ ყველაფრის განვითარების საშუალება მეტად მომცა,“ - გვეუბნება გიორგი ქირია, რომელსაც ნახელავი მოუწონეს და მისი ნამუშევრებით დაინტერესდნენ, ამასთან, როგორც ხელოსანმა ნდობაც მოიპოვა. ამან სტიმული მისცა, გააქტიურდა, შეკვეთებს თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდანაც იღებდა, დაუკავშირდნენ უცხოეთიდანაც.

„ჩემს ნახელავს წვრილმან ნაკეთობებს ვუწოდებ. ძირითადად ვაკეთებ მაგიდებს, სკამებს, საყვავილეებს, ქოთნების ჩასადებებს და ბაღის გასალამაზებლად არაერთ რკინის ნივთს. დიდ მასიურ ნაკეთობებზე არ ვმუშაობ, რადგანაც როდესაც ვიწყებდი, ვიფიქრე, ამ საქმეს ისედაც ბევრი ხელოსანი ჰყავს და კონკურენტად არავის გავუხდები-მეთქი. მოკლედ, სხვა მიმართულება მოვძებნე, თან, ჩემი საქმე ცოტა იშვიათია...

- მოკლედ, ეს არის ბაღისთვის საჭირო საგნები და საჭირო დეკორაცია...

- თუკი საჭირო ყოფილა, საქორწილო დარბაზებისთვისაც მიმუშავია. დანარჩენი, როგორც აღნიშნეთ, ბაღისთვის ვქმნი სკამებს, მაგიდებს, საყვავილეებს, ქოთნების ჩასადებებს, ღვინისთვის მინიბარებს...

რაც შეეხება მასალას, ეს არის ე.წ. კატანკა (მსხვილი მავთული) „ტრუბაკვადრატი“ და არაერთი რკინის მასალა, რომელიც დასამუშავებლად მსუბუქია. ხელით ვმუშაობ, კუსტარულად დამზადებული ჩემი დანადგარები მაქვს, დიდი და მძიმე ლითონებისთვის განკუთვნილი დანადგარი არ მაქვს, შესაბამისად, რკინა ისეთია, რასაც ხელით მოვერევი. მთავარია, რომ რასაც ვაკეთებ, მაინტერესებს და ინტერესის გამო ვშრომობ.

- ასე დამოუკიდებლად, მარტომ როგორ ისწავლე არც ისე მარტივი საქმე?

- ჰო, ცოტა ცუდი მომენტი იყო, - ვისაც ამ საქმის მეტი გაეგებოდა, რომელსაც ჩემს ნამუშვრებს ვაჩვენებდი, შენიშვნებს მომცემდა, ასეთი ვერავინ ვიპოვე. ვინც იცოდა, იმასაც მაინცდამაინც არ მოუნდომებია, რაიმე ესწავლებინა, მიმართულება მოეცა. მოკლედ, ყველაფერი ჩემს თავში თვითონ დავალაგე, დავამუშავე, მოვიძიე. თავიდან არ ვიცოდი, რომელი ნაკეთობა რა მასალისგან უნდა გამეკეთებინა, მასალებსაც ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებდი, ზომებშიც ვერ ვერკვეოდი.

ამ საქმის შესახებ ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეო არსებობს, რომელთა ყურება ძალიან დამეხმარა. მოკლედ, ნელ-ნელა, წვალებით მოვაგროვე საჭირო ცოდნა და ინფორმაცია. შედუღებაც ჩემით ვისწავლე, არც ეგ ვიცოდი, - წარმოდგენა არ მქონდა, რკინა რკინაზე როგორ დამედუღებინა, მაგრამ აუცილებლობამ მოითხოვა და შევძელი.

- ერთ ნამუშევარზე რამდენ ხანს მუშაობ?

- თვითონ კონსტრუქციასაც გაჩნია, ფორმები რამდენად დატვირთულია, რა ზომისაა. სადღაც 2-3 დღის ვადაში ვასრულებ მაგიდას და ოთხ სკამს.

- სახელოსნო გაქვს?

- მაქვს ადგილი, სადაც ვმუშაობ, რასაც სახელოსნოს ვერ დავარქმევ. არ არის ისეთი, ვიღაცას რომ აჩვენო, მაგრამ სამუშაოდ ჯერ სხვა ადგილი არ მაქვს.

- სამეგრელოში საოცრად მოვლილი ეზოები აქვთ, საკუთარი ეზოსთვის რაიმე თუ შეგიქმნია?

- მარადმწვანე მცენარეები მიყვარს და მაქვს კიდეც ეზოში, არ არის ცუდი ეზო, მაგრამ ჩემი ნაკეთობებით ის ჯერჯერობით არ გამილამაზებია. საკუთარი თავისთვის ვერ მოვიცალე... თავიდანვე ასე აეწყო - თან ვსწავლობდი და ვმუშაობდი, დრო არ მქონდა იმისთვის, რომ ჯერ მესწავლა და მერე მემემუშავა. სხვის შეკვეთებზე რომ მუშაობ, ადამიანი გელოდება, იმ დროს უფლება არ გაქვს, საკუთარ ეზოზე იფიქრო.

ახლა ჩემს ძველ ნამუშევრებს რომ ვუყურებ, მეცინება, მაგრამ საქმეში წინსვლა იმ ნაკეთობებმა მომიტანა, თუმცა თავის დროზე მომწონდა კიდეც.

- ამ ყველაფერს ემოციურად რა დატვირთვა აქვს შენთვის?

- უპირველესად, საყვარელი საქმეა და მერე შემოსავლის წყარო. დამღლელიცაა, მაგრამ როდესაც შრომის შედეგს ვხედავ, იმ დაღლას არად მივიჩნევ, მავიწყდება. მქონია ისეთი მომენტებიც, რომ აღარ შემიძლია, უნდა გავჩერდე, მეორე დღეს გათენებულა და ერთი სული მქონია, როდის დავიწყებდი ახალს.

კარანტინის პერიოდში ცოტა შევფერხდი, მაგრამ მაინც რაღაცებს ვაკეთებდი, რომ საქმე წინ წამეწია... მოკლედ, თუ საქმე არ გიყვარს, მისი კეთება იმის გამო, რომ შემოსავლი მოაქვს, რთულია, ხარისხიანადაც არ გამოგივა. როცა საყვარელ საქმეს აკთებ, რომელსაც შემოსავალიც მოაქვს, საინტერესო და სასიამოვნოა.

- შენი გამოცდილებიდან სხვებს რას ეტყოდი?

- გამოცდილებას რაც შეეხება, თავიდან ნებისმიერი საქმის დაწყება ძნელია, რთული პერიოდებია გასავლელი. არის მომენტები, როცა შეიძლება ხელი ჩაიქნიო, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა იპოვო რწმენა, მიზანი აუცილებლად უნდა გქონდეს. ასევე უნდა იპოვო მიზანთან მისასვლელი გზაც. ნებისმიერი საქმეს, რაც უნდა გააკეთო, შრომა სჭირდება. თუ არ გაჩერდები, გამოგივა და შედეგს მიაღწევ, არ უნდა დანებდე, მიზნისთვის უნდა იბრძოლო!

- სამომავლოდ როგორ წარმოგიდგენია საკუთარი საქმიანობა?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში პირველი არ ვარ და ამ საქმეს ჩემამდეც ბევრი აკეთებდა და აკეთებს, მე ჩემი მომხმარებელი საკმაოდ მყავს. ადამიანები ერთმანეთის რეკომენდაციით მოდიან. შესაბამისად, ვფიქობ, რომ როგორც კი საშუალება მომეცემა, სამუშაოდ დიდი ფართი მქონდეს, შეკვეთებიც მოიმატებს. საქმიანობითაც წინ წავალ, საქმეს მეტად მრავალფეროვანს გავხდი. იდეები მაქვს და საქმის გაფართოების პერსპექტივაც არსებობს.

- ამ მშვენიერ ნამუშვრებს რომ ქმნი, თუ ხატავ?

- ხატვა კარგად არ გამომდის, ალბათ ამ სფეროში ერთადერთი ვარ, ვინც ზოგადად ამ ხეოვნების ნიმუშებს აკეთებს და ხატვა არ შეუძლია. ვინმემ რომ მითხრას, რამე დამიხატეო, მირჩევნია, რკინის ნაკეთობით ავუხსნა, ვიდრე დავხატო.

სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით და სულ ეს გამონათვამი მახსენდება, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ბრენდს ჰქონდა გამოყენებული - „იარე ნელა, მაგრამ არასდროს უკან“ და ეს ფრაზა ჩემად გავიხადე. წინ ასე ნელ-ნელა მივდივარ მეც.

"გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელთან შეხვედრის შემდეგ

მეუფე ნიკოლოზი კითხვაზე, ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში - "რა თქმა უნდა, ერევა, მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი"

სოფელ ზარათში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება იყო - მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა ლოდებით გადაკეტა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"